თავბრუსხვევა – მიზეზების დადგენა და მკურნალობა თოდუას კლინიკის სტანდარტებით - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020

თავბრუსხვევა – მიზეზების დადგენა და მკურნალობა თოდუას კლინიკის სტანდარტებით

თავბრუსხვევა – მიზეზების დადგენა და მკურნალობა თოდუას კლინიკის სტანდარტებით
თავბრუსხვევა არა დაავადება, არამედ სიმპტომია, რომელიც სხვადასხვა ნოზოლოგიით შეიძლება იყოს განპირობებული.
ჩივილებიდან, რომლის გამოც პაციენტები მიმართავენ ექიმს, თავბრუსხვევა, თავის ტკივილის შემდეგ, მეორე ადგილს იკავებს.

თავბრუსხვევის დიაგნოსტირება რთულია, ვინაიდან სიმპტომი უკიდურესად სუბიექტურ ხასიათს ატარებს და საერთოდ განსხვავებულად აღიქვამს მას თითოეული პაციენტი. ასეთ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სიმპტომის შესწავლისადმი კომპლექსურ მიდგომას, რაშიც ლომის წვლილი მიუძღვის როგორც ექიმის კვალიფიკაციას, ასევე მის ხელთ არსებულ თანამედროვე ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს.

აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ნევროლოგი დავით ელიაური მოგვითხრობს ამ სიმპტომის გამომწვევი მიზეზების, მისი დიაგნოსტირებისა და შემდგომი ეფექტიანი
მკურნალობის შესახებ. დავით ელიაური, ამავე დროს, არის ამერიკის და ევროპის ნევროლოგიური აკადემიის (AAN) (EAN) წევრი, მოძრაობითი დარღვევის და პარკინსონის დაავადების საერთაშორისო საზოგადოების (MDS) წევრი.

– რა იწვევს თავბრუსხვევას, როგორ ხდება მისი დიაგნოსტირება და მკურნალობა?

დავით ელიაური – თავბრუსხვევა ძალიან ზოგადი ცნებაა, მისი გამომწვევი მიზეზი უამრავია,
მათ შორის როგორც ნევროლოგიური, ასევე სხვა – არანევროლოგიური მიზეზები. აქედან გამომდინარე, მისი მკურნალობა დამოკიდებულია, პირველ რიგში, სწორ დიაგნოსტიკაზე და იმ გამომწვევი მიზეზის განსაზღვრაზე, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში ხდება თავბრუსხვევის განმაპირობებელი;

ჩივილი - თავბრუსხვევა არ გულისხმობს მკაცრად განსაზღვრულ სიმპტომს, ის მოიაზრებს თავის თავში: ვერტიგოს, წონოსწორობის დარღვევას, პრესინკოპეს (გულის წასვლის მსგავს შეგრძნებას) და ე.წ. არასპეციფიურ თავბრუსხვევას, რასაც პაციენტები "თავში სიცარიელის შეგრძნებას" უწოდებენ. აქედან გამომდინარე, თითოეული პაციენტის დიფერენციალური დიაგნოსტიკაა მნიშვნელოვანი. პირველ ეტაპზე აუცილებელია ანამნეზის დეტალური შეგროვება, რასაც შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს საბოლოო დიაგნოზის გამოტანაში;

სტატისტიკურად, ექიმთან ამბულატორიული მიმართვიანობის მიზეზთა საერთო რაოდენობის 2,5% სწორედ თავბრუსხვევაზე მოდის;

– საზოგადოებაში თავბრუსხვევა არ აღიქმება მნიშვნელოვან სიმპტომად, რომელიც შეიძლება რაიმე სერიოზულ პათოლოგიაზე მიანიშნებდეს. რა შეიძლება იყოს თავბრუსხვევის მიზეზები და როდის უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები მუდმივი თავბრუსხვევის დროს პაციენტმა?

დავით ელიაური – თავბრუსხვევა უნდა აღიქმებოდეს საზოგადოებაში მნიშვნელოვან ჩივილად, რადგან მისი გამომწვევი ზოგიერთი მიზეზი შეიძლება მეტად სერიოზული იყოს და საჭიროებდეს გადაუდებელ ჩარევას; წარმოდგენა რომ შეგვექმნას ჩივილის გამომწვევ მიზეზებზე, მინდა მოგახსენოთ ზოგიერთი მათგანი:

როგორც უკვე აღვნიშნე, ძირითადად, გამოიყოფა 4 კატეგორია:

1. ვერტიგო - რაც ილუზორული მოძრაობის შეგრძნებაა. ამ დროს ან პაციენტი თვითონ გრძნობს, რომ მოძრაობს, ან შეიგრძნობს, რომ მის გარშემო არსებული სივრცე ტრიალებს;

2. დისექვილიბრიუმი, ანუ მდგრადობის დარღვევა - იგი წარმოიშვება, როგორც წესი, სიარულის დროს და მოსვენებულ მდგომარეობაში გაივლის. ეს ყველაზე ხშირია ხანდაზმულ პაციენტებში. მისი მიზეზი, როგორც წესი, ე.წ. მრავლობითი სენსორული დეფიციტია;

3. პრესინკოპე - გულის წასვლის მსგავსი შეგრძნება. მიზეზი უმეტესად კარდიოგენულია;

4. არასპეციფიური თავბრუსხვევა, ანუ სიცარიელის შეგრძნება. ამ დროს პაციენტები ზუსტად ვერ აღწერენ საკუთარ ჩივილს, როგორც წესი, მიზეზი ფსიქიკური პრობლემაა (დეპრესია, შფოთვა და სხვა);

რაც შეეხება ვერტიგოს, იგი 2 დიდი მიზეზით არის განპირობებული: პერიფერიული (ოტოლოგიური) და ცენტრალური;

• პერიფერიული (ოტოლოგიური) ვერტიგო - შიგნითა ყურის პათოლოგიით ან მასთან დაკავშირებული ვესტიბულური ნერვის დაზიანებით გამოწვეული თავბრუსხვევა
• ცენტრალური ვერტიგო - მას იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის იმ ნაწილების დაზიანება, რომლებიც პასუხს აგებენ ვესტიბულური ფუნქციის განხორციელებაზე; იგულისხმება თავის ტვინის დაზიანება;

არსებობს სხვა სომატური მიზეზებით გამოწვეული თავბრუსხვევა და არალოკალიზებული თავბრუსხვევა.

პერიფერიული (ოტოლოგიური) ვერტიგოს მიზეზებია:

1. კეთილთვისებიანი პოზიციური პაროქსიზმული ვერტიგო – ამ ტიპის თავბრუსხვევა არის ყველაზე ხშირი მიზეზი ოტოლოგიურ თავბრუსხვევებს შორის (50%). მიზეზი არის შიგნითა ყურში არსებულ ვესტიბულურ აპარატში კალციუმის კარბონატის მიკროკრისტალების წარმოქმნა. პაციენტებში იგი იწვევს თავბრუსხვევის შეტევას, რომელიც პოზის შეცვლით პროვოცირდება და გრძლედება რამოდენიმე წამი; დიაგნოსტიკა ექიმის მიერ სპეციფიური გასინჯვით ხდება. მისი დადგენის სხვა მეთოდი არ არსებობს;

2. ვესტიბულური ნევრიტი - ასევე ზშირი მიზეზია უეცრად დაწყებული ძლიერი ვერტიგოს შეტევის, რომელსაც ახლავს ღებინება. მიზეზი შესაძლოა იყოს ვირუსული ინფექცია;

3. მენიერის დაავადება. ამ დროს პერიოდულ თავბრუსხვევას თან ახლავს სმენის დაქვეითება და ტინიტუსი (ხმაური ყურში);

4. ორმხრივი ვესტიბულური პარეზი - იგი ქრონიკული თავბრუსხვევის მიზეზი შეიძლება გახდეს. როგორც წესი, ასეთ პაციენტებს აქვთ სხვადასხვა მედიკამენტების მოხმარების ისტორია;

5. იშვითი მიზეზი გახლავთ ე.წ. ზემო ნახევარრკალოვანი არხის დეფექტის სინდრომი, რომელიც წარმოადგენს ძვლოვანი დეფექტის არსებობას ვესტიბულური აპარატის ზედა ნახევარრკალოვან არხზე. ამ შემთხვევაში ვითარდება თავბრუსხვევა, რომელიც პროვოცირებულია ხმაურით;

6. მოცულობითი წარმონაქმნი, რომელმაც, შესაძლებელია, სწორედ ვესტიბულური ნერვის კომპრესია მოახდინოს.

გადავიდეთ ცენტრალური ვერტიგოს მიზეზებზე – აქ მოიზარება ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება, უფრო კონკრეტულად კი, იმ ნაწილების, რომლებიც პასუხისმგებელია პერიფერიიდან, ანუ ვესტიბულური აპარატიდან, ინფორმაციის მიღებაზე და მის "პროცესინგზე":

1. შაკიკთან ასოცირებული ვერტიგო. იგი ზოგიერთ ლიტერატურაში "ვესტიბულური შაკიკის" სახელითაა ცნობილი; მოზრდლებში ცენტრალური ვერტიგოს უხშირესი მიზეზი სწორეს ეს არის (75%), ხოლო ბავშვთა ასაკში საერთო თავბრუსხვევების ყველაზე ხშირი მიზეზი სწორედ შაკიკთან ასოცირებული ვერტიგოა. ამ დროს შესაძლოა შაკიკის შეტევა გამოვლინდეს მხოლოდ თავბრუსხვევის შეტევით ტკივილის გარეშე;

2. ინსულტი, ან გარდამავალი იშემიური შეტევა, რომელიც მოიცავს თავის ტვინის უკანა ცირკულაციის აუზს, შესაძლოა გამოვლინდეს მხოლოდ იზოლირებული თავბრუსხვევით და გულისრევით;

3. ეპილეფსიური გულყრა - შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევით, რომელსაც ახლავს მოტორული კომპონენტი (უნებლიე მოძრაობები); ცენტალური ვერტიგოების 5% სწორედ ამ კატეგორიაზე მოდის;

ამის გარდა, არსებობს სხვა სომატური მიზეზებით გამოწვეული თავბრუსხვევებიც, რომლის მიზეზია:

1. არითმია;
2. სისხლში გლუკოზის დაქვეითება;
3. სხვადასხვა მედიკამენტის (მაგ.: წნევის დამწევი საშუალებები) მიღება;
4. ვირუსული ინფექციები;

- თავბრუსხვევის მქონე პაციენტების დიაგნოსტირების რა საშუალებები გაქვთ და როგორ ხდება მკურნალობა?

დავით ელიაური – რაც შეეხება დიაგნოსტიკის მეთოდებს, ის კომპლექსურია. პირველ რიგში იგი გულისხმიბს ნევროლოგის მიერ პაციენტის სკულპულოზურ გასინჯვას, ჩივილიდან გამომდინარე სპეციფიური ტესტების ჩატარებას. ზოგ შემთხვევაში ექიმის მიერ პაციენტის გასინჯვა სრულიად საკმარისია დიაგნოზის ვერიფიცირებუსათვის. მხოლოდ ანამნეზის დეტალურად შეკრების და ნევროლოგიური გასინჯვის შემდეგ წყდება მარალტექნოლოგიური კვლევების ჩატარება/არჩატარების საკითხი.

საბედნიეროდ, აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრში გვაქვს სრული შესაძლებლობა აღნიშნული ჩივილის მქონე პაციენტების სათანადოდ დიაგნოსტირების, ისეთი კვლევებით, როგორიცაა: მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ექსტრა-, ინტრაკრანიული სისხლძარღვების დუპლექს-სკენირება, კომპიუტერულის ელექტროენცეფალოგრაფია და სხვა;

თავბრუსხვევის მქონე პაციენტის მკურნალობის შერჩევა დამოკიდებულია იმ მიზეზის იდენტიფიცირებაზე, რომელმაც გამოიწვია ჩივილი. მასში შედის: მედიკამენტოზური მკურნალობა, სპეციფიური რეპოზიციური მანევრები, ვესტიბულური ვარჯიშები და იშვიათ შემთხვევაში, მაგალითად "ზედა ნახევარრკალოვანი არხის დეფექტის სინდრომის", ან მოცულობითი წარმონაქმნის არსებობისას, შესაძლოა ნეიროქირურგიული ჩარევაც გახდეს საჭირო;


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული კლინიკები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
კვლევებმა აჩვენა, რომ დეპრესია დაკავშირებულია ტვინის გარკვეული ზონების შემცირებასთან.
ნევროზის გამოვლინებებს ზოგადად ორ ჯგუფად ყოფენ: ფსიქოპათოლოგიურ და ნეიროსომატურ დარღვევებად.
ცოცხალ ორგანიზმში უჯრედთა და ქსოვილთა კვდომას ნეკროზი ეწოდება. ცალკეულ ქსოვილთა ნეკროზის სიჩქარე სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.
პლექსიტი ნერვული წნულის დაზიანებაა. „პლექსუს“ ლათინურად წნულს ნიშნავს, „იტის“ – ანთებას.
ტერმინი „პარკინსონიზმი“ გამოიყენება ნებისმიერ სინდრომთან, რომლის დროსაც პარკინსონის დაავადებისათვის დამახასიათებელი დარღვევები ვლინდება.
ვირუსული ნეიროინფექციები აერთიანებს ცენტრალური ნერვული სისტემის ვირუსებით გამოწვეულ დაავადებებს.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად