ვირუსული ნეიროინფექციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვირუსული ნეიროინფექციები

არსებობს უამრავი ვირუსი, რომელიც იწვევს მწვავე ენცეფალიტს ანუ თავის ტვინის ანთებას (კოღოსმიერი, ტკიპისმიერი, ეპიდემიური). დაავადების ეს ფორმები, საზოგადოდ, განსხვავდება გეოგრაფიული გავრცელებითა და გადამტანებით.

ენცეფალიტის მიზეზი შესაძლოა გახდეს მარტივი ჰერპესი (პირველი და მეორე ტიპის), ენტეროვირუსები, წითელა, წითურა, ყბაყურა და სხვა.

კეროვანი სიმპტომები აღმოცენდება ზოგადინფექციურ გამოვლინებათა ფონზე, ესენია:

  • პარეზები;
  • სასუნთქი კუნთების დამბლა;
  • კიდურების დამბლა;
  • სახის კუნთების დამბლა და სხვა.

განსაკუთრებულად საშიშია ცოფი და ნელი ინფექციები. ეს უკანასკნელი ისეთი ვირუსული ნეიროინფექციებია, რომლებსაც შეუძლია ადამიანის ნერვულ ქსოვილში ხანგრძლივად უსიმპტომოდ ყოფნა, შემდგომში დაავადების გამოწვევით.

მეცნიერთა მიერ გამოყოფილია 4 მთავარი ნიშანი ნელი ინფექციების სადიფერენციაციოდ. ესენია:

  • უჩვეულოდ ხანგრძლივი (თვეები, წლები) ინკუბაციური პერიოდი;
  • ძალიან ნელა პროგრესირებადი მიმდინარეობა;
  • ორგანოთა და ქსოვილთა უჩვეულო დაზიანება;
  • გარდაუვალი ლეტალობა.

ცნობილია, რომ წითელას და წითურას ვირუსებს, ჯერ კიდევ გაურკვეველი და აუხსნელი მიზეზებით, შეუძლიათ ხანგრძლივად დარჩნენ თავის ტვინის უჯრედებში და დაავადების გადატანიდან 4 ან მეტი წლის შემდეგ გამოიწვიონ თავის ტვინის დაზიანება. ორივე ვირუსი იწვევს პანენცეფალიტს, მსგავსი სიმპტომატიკით, დემენციის განვითარებითა და პიროვნული ცვლილებებით, ყველა განივზოლიანი კუნთის თანდათანობითი დამბლით.

სამწუხაროდ, მკურნალობის შემთხვევაშიც კი, ამ ორივე ნეიროინფექციას ერთნაირი ლეტალური გამოსავალი აქვს.

ვირუსული ენცეფალიტი

ვირუსული ენცეფალიტი ვირუსებით გამოწვეული თავის ტვინის ანთებაა. გამომწვევ ვირუსებს შორის შეიძლება იყოს: მარტივი ჰერპესვირუსი, ეპშტეინ-ბარის ვირუსი, გრიპისა და პარაგრიპის ვირუსები, ენტეროვირუსები, ადენოვირუსები, წითელას, წითურასა და ეპიდემიური პაროტიტის გამომწვევი ვირუსები, ციტომეგალოვირუსი, დენგეს ვირუსი, ცოფის ვირუსი, არბოვირუსები და სხვა.

ინფექციის რეზერვუარი და წყარო დაავადებული ადამიანია, ინფექციის მატარებლები შესაძლოა იყვნენ ცხოველები.

ინფექციის გადაცემის გზაა:

  • ჰაერწვეთოვანი;
  • კონტაქტური;
  • ფეკალურ-ორალური;
  • სქესობრივი;
  • ტრანსმისიული.

ვირუსული ენცეფალიტის სიმპტომებიდან აღსანიშნავია: ტემპერატურის მომატება, სურდო, ზოგადი სისუსტე, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, კრუნჩხვები, სინათლის შიში, ცნობიერების დაბინდვა, მენინგეალური სიმპტომების გამოვლენა.

დიაგნოსტიკა

ენცეფალიტის დიაგნოსტიკა ეფუძნება რამდენიმე მიკრობიოლოგიურ კვლევას, ხდება გამომწვევის იდენტიფიკაცია, გამოიყენება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR-მეთოდი).

პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობის თავისებურებების მიხედვით განასხვავებენ ენცეფალიტის პირველად და მეორეულ ფორმებს. პაციენტებს ესაჭიროებათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

რას მოიცავს მკურნალობა

თერაპიის ძირითადი მეთოდები მიმართულია სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის ფუნქციათა შესანარჩუნებლად, ასევე თავის ტვინის შეშუპების ასარიდებლად. მედიკამენტური მკურნალობის პერიოდში ინიშნება დიურეზული საშუალებები, კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატები, ანტივირუსული პრეპარატები, გამოიყენება ასევე სიმპტომური მკურნალობა. გართულებებიდან აღსანიშნავია დამბლა, ჰიდროცეფალია, მეხსიერებისა და მეტყველების ფუნქციათა მოშლა, ინტელექტის დაქვეითება, პიროვნების ცვლილება, არსებობს ლეტალური დასასრულის საშიშროებაც.

პროფილაქტიკა

ვირუსული ენცეფალიტის პროფილაქტიკა გულისხმობს ინფექციის ბუნებრივად გამრავლების კერებში დეზინსექციის ღონისძიებათა გატარებას. ვირუსის გავრცელების ბუნებრივ კერებში მოგზაურობისას რეპელენტების გამოყენებას, სხეულის საიმედოდ დაცვას სპეციალური ტანსაცმლითა თუ შესაბამისი აღჭურვილობით, რომელიც წინასწარ არის დამუშავებული მწერების საწინააღმდეგო (დამაფრთხობელი) სპეციალური ნივთიერებებით. მხოლოდ თერმულად დამუშავებული რძის დალევას.

ვირუსული მენინგიტი

ვირუსული მენინგიტი თავის ტვინის გარსების ვირუსული ეტიოლოგიის მძიმე ანთებითი პროცესია. ამ დაავადებას იწვევს სხვადასხვა ბუნების ვირუსი, მაგალითად, A და B ტიპის კოკსაკის ვირუსები, ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ეპიდემიური პაროტიტის გამომწვევი ვირუსი, ტოგავირუსები, ციტომეგალოვირუსები და ადენოვირუსები. თავის ტვინის გარსებში ვირუსის შეღწევა ხდება პერინევრალური, ლიმფოგენური ან ჰემატოგენური გზით. დაავადება გადაეცემა ჰაერწვეთოვანი ან კონტაქტური გზით.

ვირუსული მენინგიტის სიმპტომები

ინკუბაციური პერიოდი საკმოდ ხანმოკლეა და 2-4 დღე-ღამეს შეადგენს. დაავადება მწვავედ იწყება, ტემპერატურის მკვეთრად მომატებით, ვითარდება სისუსტე, კუნთების ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ცნობიერების დაბინდვა, ძილიანობა, მუცლის ტკივილი. ავადმყოფს შესაძლოა გამოუვლინდეს სურდო, ხველა, ყელის ტკივილი. დამახასიათებელია მენინგეალური სინდრომის განვითარება, ანუ ძლიერი თავის ტკივილი, კანის ჰიპერესთეზია (მგრძნობელობის დაქვეითება), მრავალჯერადი ღებინება და კისრის კუნთების რიგიდობა.

დიაგნოსტიკა

ძირითადი სადიაგნოსტიკო ფაქტორებია მენინგეალური სიმპტომების არსებობა. გამომწვევის განსაზღვრისათვის მიმართავენ ლუმბალურ ფუნქციას, თავზურგტვინის სითხის გამოკვლევას Pჩღ-მეთოდით (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია). ტარდება სისხლის ბიოქომიური და კლინიკური ანალიზი, ზოგ შემთხვევაში ელექტრომიოგრაფია, ელექტროენცეფალოგრაფია, თავის ტვინის კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.

მკურნალობა

აუცილებელია წოლითი რეჟიმი, სრული სიმშვიდე. პაციენტს ენიშნება ანტივირუსული თერაპია და სიმპტომური მკურნალობა. ზოგ შემთხვევაში იყენებენ ინტერფერონსა და გლუკოკორტიკოსტეროიდულ პრეპარატებს, ძლიერად გამოხატული თავის ტკივილის დროს ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს.

მაღალია ცალკეულ გართულებათა განვითარების ალბათობა. გართულებებიდან აღსანიშნავია: კრუნჩხვა, სმენის დაქვეითება, დროებითი გართულება შეიძლება იყოს ასთენია, კოორდინაციის დარღვევა, მეხსიერების გაუარესება, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა. ჩვილ ბავშვებთან ხშირია სიყრუის განვითარება.

პროფილაქტიკა

ვირუსული მენინგიტის პროფილაქტიკა გულისხმობს ჰიგიენის წესების სრულად დაცვას, ცხოვრების აქტიურ და ჯანსაღ წესს, დაავადებულებთან კონტაქტის არიდებას.