რა არის პლექსიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის პლექსიტი

დაავადების კლინიკური ნიშნების განხილვამდე უმჯობესია გავერკვეთ, თუ არის საკუთრივ ნერვული წნული.

მოგეხსენებათ, ზურგის ტვინიდან გამომავალი, ანუ სპინალური ნერვები შერეული ხასიათისაა, რადგანაც მათ შექმნაში განსხვავებული მოქმედებისა და თვისების მქონე ფესვები მონაწილეობს. კერძოდ, უკანა ფესვი შეიცავს მგრძნობიარე ბოჭკოებს, რაც იმას გულისხმობს, რომ მას გადააქვს ნერვული იმპულსი პერიფერიიდან ცენტრისკენ (ზურგის ტვინისკენ). წინა ფესვი შეიცავს მამოძრავებელ ბოჭკოებს და გაღიზიანება გადააქვს ზურგის ტვინიდან პერიფერიისაკენ. ამგვარად, სპინალურ ნერვში ერთიანდება როგორც მგრძნობიარე (უკანა), ასევე მამოძრავებელი (წინა) ფესვი, ამიტომაც ყოველი სპინალური ნერვი თავისი მოქმედებით შერეულია და ატარებს როგორც აღმავალ (აფერენტულ), ასევე დაღმავალ (ეფერენტულ) იმპულსებს. ყოველ სპინალურ ნერვს ახასიათებს ერთგვაროვანი პირველადი დატოტიანება. თითოეული მათგანი ხერხემლის არხიდან, კერძოდ, მალათაშუა ხვრელიდან გამოსვლისთანავე იყოფა ოთხ ტოტად. სწორედ სპინალური ნერვის წინა ტოტები ორგანოსთან დაკავშირებამდე ერთიანდებიან ე.წ. ნერვული წნულების სახით. შესაბამისად, არსებობს კისრის, მხრის, წელის, გავა-წელის, გავის წნულები (ზოგჯერ ცალკე გამოყოფენ სასირცხო წნულსაც). ამგვარად, პლექსიტი ნერვული წნულის ანთებაა.

ის შეიძლება იყოს:

  • ინფექციური (გრიპის, ტუბერკულოზის, ბრუცელოზის და სხვა ინფექციის შედეგად განვითარებული);
  • ინფექციურ-ალერგიული (მაგალითად, ვაქცინაციის შემდგომი ანუ პოსტვაქცინური);
  • ინტოქსიკაციური (დარიშხანით, ალკოჰოლით, ნახშირჟანგით, ტყვიით მოწამვლისას და სხვა);
  • ტრავმული (ცეცხლსასროლი თუ ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად განვითარებული და ა. შ.);
  • კომპრესიულ-იშემიური (როდესაც წნულზე ზეწოლას განიცდის ინფილტრატი, სიმსივნური წარმონაქმნი, ძვლის მოტეხილი ნაწილი და ა. შ.).

კლინიკურად პლექსიტი ხასიათდება როგორც მამოძრავებელი, ასევე მგრძნობიარე და ვეგეტატურ-ტროფიკული დარღვევებით (რადგანაც სომატური დანიშნულების ანუ სხეულისათვის განკუთვნილი ბოჭკოების გარდა, სპინალურ ნერვებში წარმოდგენილია ვეგეტატური ხასიათის ანუ შინაგანი ორგანოების მაინერვირებელი ბოჭკოებიც). ნერვული წნულის დაზიანება ტოტალური ან ნაწილობრივი ხასიათისაა. ამ უკანასკნელის დროს ზიანდება ცალკეული ნერვული ღეროები, ტოტები ან კონები.

პლექსიტი შესაძლოა იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი. დაავადების მიმდინარეობაში განასხვავებენ ნევრალგიურ და პარალიზურ სტადიებს. ნევრალგიურ სტადიაზე აღინიშნება სპონტანური ხასიათის ტკივილები, რომლებიც მოძრაობისა და წნულზე ზეწოლისას ძლიერდება. პარალიზურ სტადიაზე ვითარდება პერიფერიული პარეზები ანუ არასრული, ნაწილობრივი დამბლა იმ კუნთებისა, რომელთაც აინერვირებს წნულის შემადგენლობაში შემავალი ნერვული ბოჭკოები. პარალიზური სტადიისთვის დამახასიათებელია აგრეთვე შესაბამისი ღრმა რეფლექსების დაქვეითება, ინერვაციის ზონაში ყველა სახის მგრძნობელობისა და ტროფიკის დარღვევა, რაც გამოიხატება პასტოზურობით ანუ ცომისებურობით, შეშუპებით, ვაზომოტორული ანუ სისხლძარღვთა მამოძრავებელი ნერვების დაზიანებით და სხვა სიმპტომებით.

თითოეული წნულის პლექსიტს მისთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი აქვს. მაგალითად, კისრის წნულის დაზიანებისას ტკივილი გრძელდება კეფის არეში, ვითარდება კისრის ღრმა კუნთებისა და დიაფრაგმის პარეზი. დიაფრაგმის ნერვის გაღიაზიანების შედეგად ვლინდება სლოკინი. მხრის წნულის პლექსიტის დროს ტკივილი მოიცავს ლავიწზედა და ლავიწქვედა არეებს, ზედა კიდურში ირადიაციით (გავრცელებით). ზიანდება მხრის სარტყლისა და ზედა კიდურის კუნთები, ქვეითდება ან ქრება ხელის ღრმა რეფლექსები, ვითარდება ვეგეტატურ-ტროფიკული დარღვევები ხელის ციანოზის, გაფერმკრთალების, პასტოზურობის, ოფლიანობის სახით, ტროფიკულ დაზიანებას განიცდის ფრჩხილები და სხვა.

პლექსიტის დიაგნოსტიკა

პლექსიტის დიაგნოსტიკა ეფუძნება ტკივილის ლოკალიზაციასა და მოძრაობის დარღვევებს, ელექტროფიზიოლოგიურ (ელექტრომიოგრაფიულ, ელექტრონეიროგრაფიულ) მონაცემებსა და რენტგენოლოგიური კვლევის შედეგებს.

მკურნალობა

მკურნალობა ტარდება ამბულატორიულად, მძიმე შემთხვევაში საჭირო ხდება პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და სტაციონარულ პირობებში მისი მკურნალობა. ინფექციური პლექსიტის დროს მიმართავენ ანთების საწინააღმდეგო თერაპიას, გამოიყენება ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, ფიზიოთერაპიული პროცედურები (იონოფორეზი სხვადასხვა ხსნარით, დიადინამიური დენები, ამპლიპულსთერაპია), მედიკამენტური ბლოკადები. მწვავე მოვლენების მოხსნის შემდეგ ინიშნება სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, ბალნეოთერაპია, B1 და B12 ვიტამინები. პარეზების დროს – ანტიქოლინესთერაზული საშუალებები, ატფ, ლიდაზა, ნოოტროპული პრეპარატები. ანალოგიური მკურნალობა ტარდება ინფექციურ-ალერგიული და ინტოქსიკაციური პლექსიტის შემთხვევებშიც. ტრავმული გენეზის დაზიანებების და კომპრესიული პროცესების დროს (მალებისა და ლავიწის ძვლის მოტეხილობისას, არტერიის ანევრიზმის ან სიმსივნური წარმონაქმნის არსებობისას) მიმართავენ ოპერაციულ მკურნალობას, ზეწოლის განმაპირობებელი ფაქტორის (მიზეზის) მოხსნისა და ნერვული წნულის გამტარებლობის აღდგენის მიზნით.

პლექსიტის ქრონიკული მიმდინარეობისას ნაჩვენებია სანატორიულ-კურორტული მკურნალობა (რადონის და გოგირდწყალბადოვანი აბაზანები, ტალახის აპლიკაციები).

დროულად დაწყებული სათანადო, ინტენსიური და სრულფასოვანი მკურნალობით პროგნოზი კეთილსაიმედოა.