დიაბეტური ნეიროპათია შაქრიანი დიაბეტის საშიში გართულება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიაბეტური ნეიროპათია შაქრიანი დიაბეტის საშიში გართულება

როგორია დიაბეტური ნეიროპათიის გამოვლინება, დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პრევენციის საშუალებები გვესაუბრება ექიმი ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი მანანა გორდეზიანი.

- ქალბატონო მანანა, რა მდგომარეობაა დიაბეტური ნეიროპათია?

- დიაბეტური ნეიროპათია შაქრიანი დიაბეტის ოთხი გართულებიდან ერთ-ერთია, რაც გულისხმობს თავის ტვინისა და პერიფერიული ნერვების დაზიანებას.

- რატომ ვითარდება დიაბეტური ნეიროპათია და ვინ შეიძლება აღმოჩნდეს რისკ-ჯგუფში?

- დიაბეტური ნეიროპათიის განვითარებას საფუძვლად უდევს ნერვების უწვრილესი სისხლძარღვების იშემიური დაზიანება, ანუ მიკროანგიოპათია და ნერვულ უჯრედებში - ნეირონებში ნივთიერებათა ცვლის, ანუ მეტაბოლიზმის დარღვევა.

პაციენტების რისკ-ჯგუფია:

  • ხანგრძლივად და მძიმედ მიმდინარე შაქრიანი დიაბეტი, როდესაც გლუკოზის შემცველობა სისხლში დაურეგულირებელია;
  • რისკ-ჯგუფს წარმოადგენს ლატენტურად მიმდინარე დიაბეტისა და
  • მსუბუქი ჰიპერგლიკემიის შემთხვევებიც.

- როგორ შეიძლება გამოვლინდეს კლინიკურად დიაბეტური ნეიროპათია?

- ხშირად ვლინდება ქვედა კიდურების პერიფერიული ნერვები დაზიანებით, რაც გამოიხატება უპირატესად ტერფებში და შედარებით იშვიათად ტერფის ზურგის არეში:

  • დაბუჟება და ტკივილი;
  • ჭიანჭველების ცოცვის;
  • ჩხვლეტის;
  • წვის და სიმხურვალის;
  • სიცივეს შეგრძნება.

რაც შეეხება თავის ტვინის ნერვების დაზიანებას - ყველაზე ხშირად ზიანდება თვალის მამოძრავებელი და სახის ნერვები, რაც გამოიხატება:

  • გაორებით და სიელმით;
  • თვალის კაკლის მოძრაობის შეზღუდვით, ასევე
  • სახის ასიმეტრიითა და
  • ღეჭვის გაძნელებით.

- რა სადიაგნოსტიკო საშუალებებია?

- დიაგნოსტიკა ხდება კლინიკური ნევროლოგიური გასინჯვით, როდესაც სხვადასხვა სისტემების კვლევასთან ერთად, ზერელე და ღრმა მგრძნობელობის სხვადასხვა სახის გამოკვლევა ტარდება, როგორიცაა შეხების, ტკივილის, პოზიციის შეგრძნების, ტემპერატურისადა ვიბრაციული მგრძნობელობის კვლევა სპეციალური ხელსაწყოებით და რეფლექსების შეფასება.

ინსტრუმენტული მეთოდებიდან ინფორმაციულია ელექტრონეირომიოგრაფიული კვლევა, რაც გამოავლენს პერიფერიულ ნერვებში იმპულსების გადაცემის შეფერხებას.

- როგორია დიაბეტური ნეიროპათიის მკურნალობა?

- მკურნალობა ხორციელდება ანტიდიაბეტური და დამატებით მედიკამენტური თერაპიით, როგორიცაა ალფა-ლიპოის მჟავაჯგუფის ვიტამინები და ანტიეპილეფსიური საშუალებებით, რაც ყველაზე ეფექტურია ტკივილის კუპირებისათვის.

- რამდენადაა შესაძლებელი დიაბეტური ნეიროპათიის პრევენცია?

- დიაბეტური ნეიროპათიის პრევენცია გულისხმობს გლუკოზის მაჩვენებლების რეგულაციას, ენდოკრინოლოგის ინსტრუქციების შესაბამისად ხშირი კონტროლით და ჯანსაღი ცხოვრებისა და კვების წესების დაცვით.

- როგორია პროგნოზი?

- პროგნოზი კეთილსაიმედოა, თუ არ არის გამოხატული მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანება, ე.წ. მაკროანგიოპათია, სხვადასხვა სახის ინფექციები, ჭრილობები და ჩირქგროვები ქვედა კიდურებზე.