თავის ტვინის კისტა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თავის ტვინის კისტა

თანდაყოლილი კისტის ფორმირების მიზეზად მიიჩნევენ ანტენატალურ (მუცლადყოფნის, ჩანასახის სიცოცხლის პერიოდი მშობიარობამდე) პერიოდში ნაყოფზე მავნე (არასასურველ) ფაქტორთა ზემოქმედებას. პათოლოგიის განვითარების პროვოცირება შეიძლება მოახდინოს ფეტოპლაცენტურმა უკმარისობამ, ინფექციებმა, ორსულის მიერ ტერატოგენული მოქმედების მედიკამენტების მიღებამ, რეზუს-კონფლიქტმა, ნაყოფის ჰიპოქსიამ და სხვა.

ემბრიონული განვითარების პერიოდში სხვადასხვა სახის ინტოქსიკაციამ (ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ნიკოტინური), ასევე ორსულის ქრონიკულმა დეკომპენსირებულმა დაავადებებმა, შეიძლება გამოიწვიოს როგორც თავის ტვინის თანდაყოლილი კისტის, ასევე ტვინის განვითარების სხვა ანომალიების ფორმირება.

შეძენილი კისტები აღმოცენდება ქალა-ტვინის ტრავმის საფუძველზე, ანთებითი დაავადებების, სამშობიარო ტრავმების, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის დროს. ზოგჯერ თავის ტვინში მიმდინარე დეგენერაციული და დისტროფიული პროცესები იწვევს ცერებრული ქსოვილის კისტით ჩანაცვლებას.

ცალკე გამოიყოფა ის ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს (პროვოცირებას უწევს) ინტრაკრანიალური კისტოზური წარმონაქმნების მოცულობის ზრდას. ასეთ ტრიგერებად შეიძლება მოგვევლინოს ნეიროინფექციები, თავის ტრავმები, ჰიდროცეფალია, ქალასშიდა ანთებითი პროცესები, სისხლძარღვოვანი დარღვევები, მაგალითად, ინსულტი, ასევე ქალას ღრუდან ვენური სისხლის გამოდენის შეფერხება.

როგორ ვლინდება თავის ტვინის კისტა?

დაავადება იწყება ქალასშიდა (ინტრაკრანიალური) ჰიპერტენზიის ნიშნებით. ავადმყოფებს აწუხებთ მუდმივი თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, რომელიც არ არის დაკავშირებული საკვების მიღებასთან, თვალის კაკლებზე ზეწოლის შეგრძნება, შრომისუნარიანობის დაქვეითება. პაციენტები ასევე უჩივიან ძილის დარღვევას, ხმაურსა და პულსაციის შეგრძნებას თავის არეში, უმნიშვნელოდ სმენის დაქვეითებას, თავბრუხვევას, მსუბუქ ტრემორს (კანკალს), ცნობიერების დაბინდვას, მხედველობის დარღვევას, მხედველობის სიმახვილის დაქვეითებით, თვალებში გაორებას, მხედველობის არის შევიწროებას, ფოტოფსიისა და მხედველობითი ჰალუცინაციების აღმოცენებას, ქალასშიდა მაღალი ჰიპერტენზიის განვითარების შემთხვევაში შესაძლოა პაციენტს დაეწყოს განმეორებითი ღებინება.

ზოგჯერ თავის ტვინის კისტა ვლინდება პირველად აღმოცენებული ეპილეფსიური პაროქსიზმებით, რომლებსაც მოსდევს ეპილეფსიური გულყრები. უმრავლეს შემთხვევაში პაროქსიზმებს აქვთ პირველადად გენერალიზებული ხასიათი, აბსანსის ტიპის ან ჯექსონის ტიპის (ფოკალური) ეპილეფსიის სახით. კეროვანი სიმპტომატიკის გამოვლენა უფრო იშვიათად ხდება, ვიდრე ზოგადცერებრული გამოვლინებებისა. კისტის ლოკალიზაციის მიხედვით შესაძლოა განვითარდეს ჰემი და/ან მონოპარეზები, სენსორული დარღვევები, ნათხემისეული ატაქსია, ღეროვანი სიმპტომები.

თავის ტვინის კისტის ყველაზე საშიში გართულებაა წარმონაქმნის გახეთქვა, თავის ტვინზე ზეწოლა, ოკლუზიური ჰიდროცეფალიის განვითარება, სისხლძარღვის გახეთქვა და კისტაში სისხლჩაქცევა, მყარი ეპილეფტოგენური კერის ჩამოყალიბება. ბავშვებთან თავის ტვინის კისტების არსებობას შესაძლოა თან ერთვოდეს ქალასშიდა გამოხატული ჰოპერტენზია ან ეპისინდრომი, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის ფსიქიკური განვითარების შეფერხება ოლიგოფრენიის ფორმირებით.

როგორ დიაგნოსტირდება თავის ტვინის კისტა?

დიაგნოზი ეფუძნება პაციენტის ძირითად კლინიკურ სიმპტომებსა და ნევროლოგიური სტატუსის მონაცემებს. ინტრაკრანიალურ მოცულობით წარმონაქმნზე ეჭვისას პაციენტი იგზავნება სმენისა და მხედველობის შესამოწმებლად, შესაბამისად, ოტოლოგთან და ოფთალმოლოგთან, ენიშნება აუდიომეტრია, ვიზიომეტრია, პერიმეტრია და ოფთალმოსკოპია. ეს უკანასკნელი გამოხატული ჰიდროცეფალიის შემთხვევაში ავლენს მხედველობითი ნერვების შეგუბებით დისკებს. ქალასშიდა წნევის მომატებას ავლენენ ექოენცეფალოგრაფიის დახმარებით, ეპილეფსიური პაროქსიზმების არსებობისას კი ნიშნავენ ელექტროენცეფალოგრაფიას. კისტის ლოკალიზაციისა და ზომების განსაზღვრისათვის ნაჩვენებია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება.

მკურნალობა

კონსერვატული მკურნალობა ნაკლებეფექტურია. კისტის სრულად ლიკვიდაცია შესაძლებელია მხოლოდ ქირურგიული ჩარევით.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგი კისტა არ საჭიროებს აქტიურ მკურნალობას, რადგან მცირე ზომისაა და არ აქვს ზრდისკენ მიდრეკილება. ასეთი წარმონაქმნები მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებს დინამიკაში (პერიოდულად კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოყენებით).

ნეიროქირურგიული მკურნალობა სჭირდება იმ კისტებს, რომლებსაც თან ახლავს ჰიდროცეფალიის სიმპტომები, პროგრესულად იმატებს ზომაში, საშიშია გახეთქვისა და სისხლდენის თვალსაზრისით, აწვება ტვინის შესაბამის უბანს. ქირურგიული ტაქტიკა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად განისაზღვრება.

პროფილაქტიკა

საზოგადოდ, პროფილაქტიკა, მით უფრო, თანდაყოლილი კისტებისას, გულისხმობს ცხოვრების ჯანსაღ წესს, არა მხოლოდ ორსულობის პერიოდში, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე.

იმის გამო, რომ შეძენილი კისტების უმრავლესობას ინფექციური, სისხლძარღვოვანი ან პოსტტრავმული გენეზი აქვს, პროფილაქტიკა გულისხმობს აღნიშნული დაავადებების დროულ და რაციონალურ მკურნალობას.