თირკმლის კისტა – კლინიკური გამოვლინება, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

თირკმლის კისტა – კლინიკური გამოვლინება, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები

თირკმლის კისტა – კლინიკური გამოვლინება, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები
თირკმლის კისტა კეთილთვისებიანი მომრგვალო ახალწარმონაქმნია, რომელიც შემოსაზღვრულია გამჭვირვალე შიგთავსით სავსე შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულით.

კლინიკურ პრაქტიკაში ყველაზე ხშირად გვხვდება თირკმლის ერთეული კისტა, რომლის ზომაც მერყეობს 1-10 სმ დიაპაზონში. როგორც წესი, კისტები ფორმირდება თირკმლის ზედა და ქვედა პოლუსში.


რამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის კისტის განვითარება

თირკმლის კისტის გამომწვევი მიზეზი უცნობია, სპეციალისტების აზრით, ეს პროცესი შეძენილია. როგორც წესი, კისტები ვლინდება ტრავმების, თირკმლისა და შარდგამომყოფი გზების ინფექციური დაავადებების შემდეგ. ამასთან, შემთხვევათა 5%-ში თირკმლის კისტა თანდაყოლილი ანომალია შეიძლება იყოს, ასევე ის შეიძლება აღმოცენდეს იმ პაციენტებთან, რომლებსაც დამძიმებული გენეტიკური
მემკვიდრეობა აქვთ.


როგორი შეიძლება იყოს თირკმლის კისტა (კლასიფიკაცია)

თანდაყოლილი


წარმოშობის მიხედით თირკმლის კისტოზური ახალწარმონაქმნები იყოფა თანდაყოლილად და შეძენილად. თანდაყოლილ კისტებს მიეკუთვნება შემდეგი ფორმირებები:

1. თირკმლის სოლიტარული კისტა – კეთილთვისებიანი ოვალური ან მრგვალი ფორმის სეროზული სითხით სავსე წარმონაქმნია, რომელიც არ უერთდება სადინარებს. როგორც წესი, ამ დროს
მხოლოდ ერთ თირკმელზეა კისტა. ზოგჯერ სეროზულ შიგთავსში შეიძლება აღმოჩნდეს ჩირქი ან სისხლი (ტრავმის შემდეგ). ზოგჯერ თირკმელზე შეიძლება ერთდროულად რამდენიმე კისტა განვითარდეს.
2. მულტიკისტოზი – ერთი თირკმლის დაზიანებაა და საკმაოდ იშვიათად გვხვდება. მძიმე შემთხვევაში თავად თირკმელს კისტის შესახედაობა აქვს. ცხადია, ამ შემთხვევაში ის საერთოდ უმოქმედოა. თუმცა, ზოგჯერ თირკმელში ნარჩუნდება მცირე ზომის ჯანსაღი უბანი, რომელიც შარდის უმნიშვნელო რაოდენობას პროდუცირებს.
3. პოლიკისტოზი – მდგომარეობაა, რომლის დროსაც ორივე თირკმელი ზიანდება. თირკმელი ემსგავსება ყურძნის მტევანს. აღნიშნული მდგომარეობა დამძიმებული გენეტიკური მემკვიდრეობის მქონე პაციენტებს აღენიშნებათ.
4. ღრუბლისებრი თირკმელი ანუ ტვინოვანი ნივთიერების მულტიკისტოზი – თანდაყოლილი პათოლოგიაა, რომლის დროსაც თირკმლის შემკრები არხები ფართოვდება მრავალი მცირე ზომის კისტის წარმოქმნით.
5. დერმოიდი თანდაყოლილი დაავადებაა, რომლის დროსაც ფორმირდება ექტოდერმის ელემენტებით სავსე კისტა. ეს შეიძლება იყოს ძვლის ჩანართები, ცხიმი, თმა, კბილები, ეპიდერმისი და სხვა.
6. თირკმლის კისტოზური ახალწარმონაქმნი მემკვიდრეობითი სინდრომისას აღმოცენდება (მეკელის სინდრომი, ცელვეგერის სინდრომი, ტუბერკულოზური სკლეროზი).


შეძენილი

როგორც წესი, ასეთი კეთილთვისებიანი წარმონაქმნები აღმოცენდება თირკმლის სხვადასხვა პათოლოგიის ფონზე (გლომერულონეფრიტი, ტუბერკულოზი, პარაზიტული ინფექციები).

შეძენილი კისტები შეიძლება იყოს ცალ- და ორმხრივი, ერთეული და მრავლობითი.


როგორია სიმპტომები და შედეგები

სამწუხაროდ, თირკმლის კისტოზური წარმონაქმნები ფორმირდება ხილული პათოგნომური კლინიკური ნიშნების გარეშე და ზოგჯერ მრავალი წლის განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ასეთ შემთხვევაში ისმის კითხვა – „საშიშია თუ არა თირკმელზე კისტა?“ ეს დამოკიდებულია მის ლოკალიზაციასა და ზომაზე. ზოგჯერ იგი შეიძლება ტკივილის აღმოცენების მიზეზი გახდეს, ან ჰიდროენფროზის ან პიელონეფრიტის განვითარების პროვოცირება გამოიწვიოს. კისტოზურმა წარმონაქმნმა შეიძლება თირკმლის უკმარისობა გამოიწვიოს.


როგორია თირკმლის კისტის მკურნალობა

კისტოზური წარმონაქმნების უმეტესობა არ საჭიროებს მკურნალობას და მოითხოვს დინამიკაში დაკვირვებას. თუ კისტის აღმოცენებას თან ახლავს ისეთი გართულებები, როგორებიცაა მწვავე ან ქრონიკული პიელონეფრიტი, შარდკენჭოვანი დაავადება ან თირკმლისმიერი არტერიული ჰიპერტენზია, პაციენტს უტარდება სიმპტომური მკურნალობა.

კისტის შიგთავსის ასპირაციისთვის ინიშნება პუნქცია. ამ შემთხვევაში კისტის კაფსულაში იდგმება დრენაჟი (მის დასაცლელად). ამასთან ხდება კისტის ჩაფუშვა და კედლების დანაწიბურება. თუმცა, ეს მეთოდი საკმაოდ სახიფათოა, რადგანაც არსებობს თირკმლის ინფიცირების რისკი.

სიმპტომური და მორეციდივე კისტების მოსაშორებლად ყველაზე ხშირად ლაპაროსკოპიული მეთოდი გამოიყენება, რომელიც მუდმივ სრულყოფას განიცდის.

უროლოგიაში უახლესი ლაპაროსკოპიული მოწყობილობების დანერგვის შედეგად შეიცვალა თირკმლის კისტოზური წარმონაქმნების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პრინციპები. ეს მეთოდი გულისხმობს ნაკლებინვაზიური ჩარევით რადიკალური ოპერაციის შესრულებას.

თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში ნაჩვენებია ღიაოპერაციული ჩარევა, როდესაც კისტა ჩირქდება ან სკდება, ავთვისებიანად გადაგვარდება ან ისეთი კისტა ვლინდება, რომელიც თირკმლის პარენქიმის დაკარგვის ან თრიკმლისმიერი ჰიპერტენზიის მიზეზი ხდება. ღია ოპერაცია აუცილებელია შარდკენჭოვანი დაავადების ზოგიერთი კლინიკური ფორმის დროს. ასეთი ქირურგიული მეთოდი გულისხმობს ნეფრექტომიას (თირკმლის ამოღება), რეზექციას, კისტის თავისუფალი კედლის ამოკვეთას.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
თავის ტვინის კისტა ქალასშიდა სითხით სავსე ღრუ წარმონაქმნია. შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი.
ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით კი ეპიდემიების დროს, სტრესული აშლილობა, რომლის ძირითადი
ტოკიოს სამედიცინო მეცნიერებების ინსტიტუტმა დაამტკიცა, რომ 50 წლის ასაკში პოზიტიური განწყობა, 70 წლის ასაკში ჭკუასუსტობის განვითარების რისკს ამცირებს.
შაქრიანი დიაბეტის ერთერთი ვერაგი გართულება დიაბეტური ნეიროპათიაა.
ზამთარი დასასრულს უახლოვდება, თუმცა, სიცივე ჯერ კიდევ შემაწუხებელია, ფანჯრიდან ისევ გაცრეცილი პეიზაჟი და ღრუბლიანი ცა ჩანს.
ტორონტოს უნივერსიტეტის სპეციალისტები იზიარებენ აუტიზმის განვითარების ცილოვანი პათოლოგიის თეორიას და ხსნიან უცნობი ეტიოლოგიის დაავადების
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად