რატომ არის ლექსების დაზეპირება აუცილებელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არის ლექსების დაზეპირება აუცილებელი

ისიც გსმენიათ, ალბათ, რომ ტვინის დაბერების გადავადებისათვის მეტად მნიშვნელოვანია მისი ვარჯიში, უცხო ენათა სიტყვებისა თუ მშობლიურ ენაზე ახალი სტრიქონების დაზეპირება.

ლექსების დაზეპირებას რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ეს კარგა ხანია მეცნიერულ, ნეიროფიზიოლოგიურ დონეზეა დადასტურებული, რაც მთავარია, იმდენად მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ აღარც კი საჭიროებს რამის ახსნას და დიდ განმარტებას. თუმცა, როდესაც ამას მეცნიერულად ასაბუთებენ, თითქოს უფრო დამაჯერებელი და რეალური ხდება ადამიანებისათვის.

და მაინც, რატომ უნდა ვიზეპიროთ პერიოდულად ახალი სტრიქონები, რატომ არის ეს ყველასათვის აუცილებელი, მიუხედავად ასაკისა და სტატუსისა:

1. ავითარებს მეტყველების კულტურას!

mkurnali.ge

ლექსების დამახსოვრებისას ჩვენი ტვინი პოეტების ნააზრევის მსგავსად სინქრონიზდება. რითმების დასწავლისას მეტყველება უფრო მეტად ვითარდება, ბევრად კოლორიტული ხდება და იხვეწება.

2. გვიადვილებს უცხო ენების შესწავლას!

mkurnali.ge

ლექსების დაზეპირება წვრთნის ჩვენს ტვინს, ისევე როგორც ვარჯიშისას იწრთობა კუნთები. ამასთან, იზრდება ახალი ინფორმაციის დამახსოვრების უნარი.

3. გვივითარებს ემოციურ ინტელექტს!

mkurnali.ge

იოსებ ბროდსკი აღნიშნავდა – „ყოველი დაზეპირებული ლექსი შეიძლება საკუთარ ლექსად მივიჩნიოთ; ლექსის დასწავლისას ჩვენ მას ჩვენ შიგნით ვუშვებთ (ვატარებთ), ლექსთან ერთად კი ჩვენში გადის განსხვავებულ ემოციათა მთელი პალიტრა!“

4. კვებავს ჩვენს წარმოსახვას!

mkurnali.ge

აზროვნება უფრო ნათელი და მრავალფეროვანი ხდება, გვივითარდება ასოციაციათა შექმნის უნარი. მოქნილი აზროვნება კი გვეხმარება როგორც შემოქმედებაში, ასევე ყოველდღიურ ამოცანათა გადაჭრაში.

5. გვეხმარება ჩვენივე პიროვნების წარმოჩენაში!

mkurnali.ge

როდესაც ლექსებს მეგობრებსა თუ ახლობლებს უყვებით, საკუთარ პიროვნებას წარმოაჩენთ. ლექსების ზეპირად წარმოთქმა საზოგადოების წინაშე წარდგომისათვის საუკეთესო ვარჯიში და წვრთნაა.