რატომ არის მენინგიტი საშიში - ნახეთ ვიდეო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არის მენინგიტი საშიში - ნახეთ ვიდეო

ორგანიზმში შეჭრისა და გავრცელების სისწრაფე მენინგიტს ხდის ერთ-ერთ საშიშ დაავადებად. ელვისებური ფორმის შემთხვევაში სიკვდილი დგება ერთ დღეში; საბედნიეროდ, ეს ფორმა იშვიათია, როდესაც მკურნალობა ადრეულ ეტაპზე იწყება.

მენინგიტის განვითარების მიზეზი შესაძლოა გახდეს ვირუსული, სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექციები.

ეს უკანასკნელი დღესდღეობით ყველაზე ვერაგ ფორმად ითვლება ვინაიდან ხშირად ახასიათებს დაავადების მძიმე მიმდინარეობა. დღეს სწორედ მასზე გვექნება საუბარი.

მწვავე ბაქტერიული მენინგიტი ვითარდება, როცა გამომწვევი ბაქტერია შეაღწევს სისხლში და გამრავლდება თავისა და ზურგის ტვინში.

ინფიცირების გზაა ლორწოსა და ნერწყვის უწვრილესი ნაწილაკები, რომელიც იფანტება ჰაერში, როცა დაავადებული ან მტარებელი ახველებს და აცემინებს. გადადება ხდება კოცნით და საერთო მოხმარების საგნებითაც.

ინფექციის მტარებლებს ზოგჯერ არ უვლინდებათ დაავადების ნიშნები, რაც განაპირობებს მის სწრაფ და მასიურ გავცელებას.

როგორც კი ბაქტერიები ხვდება ცხვირში, პირში და ყელში ისინი გადალახავენ მემბრანულ ბარიერს, ხვდებიან სისხლის მიმოქცევის სისტემაში და შემდეგ ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილებში. მათ აქვთ უნარი, გადალახონ ჰემატოენცეფალური ბარიერი - უჯრედების მჭიდრო ბადე, რომელიც იცავს ცენტრალურ ნერვულ სისტემას უცხო ნივთიერების შეღწევისაგან. ეს რთულად ორგანიზებული სისტემა აკავებს მრავალ ნაწილაკს, გარდა ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ნივთიერებებისა, როგორიცაა მაგალითად წყლის მოლეკულები და ზოგიერთი აირი. მიუხედავად ამისა, მენინგიტის გამომწვევ ბაქტერიებს შეუძლით ამ ბარიერის მოტყუება და მისი გადალახვა.

ბაქტერიები სწრაფად აავადებენ ტვინის გარსს, ეს იწვევს ანთებას, რაც გამოიხატება მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი თავის ტკივილის სახით. ტვინის გარსების შეშუპების მომატებასთან ერთად, კისრის დაჭიმულობა/გაშეშება იჩენს თავს; ტვინის შეშუპება მის ნორმალურ ფუნქციონირებას არღვევს, ქვეითდება სმენა და მატულობს სინათლის მიმართ მგრძნობელობა.

თავის ქალაში წნევის მატების პარალელურად შესაძლებელია ცნობიერების არევა – დაავადების ერთ-ერთი ნიშანი. სწრაფად გამრავლებადი ბაქტერიები იწყებენ ტოქსინების გამოყოფას, რაც იწვევს სეპტიცემიას ანუ სისხლის მოწამვლას. ირღვევა სისხლძარღვების მთლიანობა, რაც თავდაპირველად გამოიხატება გამონაყარის სახით, ხოლო შემდეგ ჩნდება სხვადასხვა ზომისა და ფორმის სისხლჩაქცევები; ზოგიერთი მათგანი წერტილოვანია, ზოგი – ლაქოვანი.

სეპტიცემიის გავრცელების კვალდაკვალ ჩნდება ჩირქოვანი კერები ფილტვებში, თირკმელებში, ღვიძლში და აშ.

ვითარდება პოლიორგანული უკმარისობა და მდგომარეობა ლეტალურ დასასრულამდე მიდის.

ასეთი მძიმე განვითარების მიუხედავად მენინგიტის მკურნალობა შესაძლებელია, საავადმყოფოში დროული მოხვედრა სიკვდილის რისკს ამცირებს. თუმცა, დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში ჯანმრთლობას დიდი და ხშირად გამოუსწორებადი ზიანი ადგება.

სისხლში ჟანგბადის კონცენტრაციის დაწევამ შეიძლება გამოიწვევს კიდურების უჯრედების ნეკროზი - კვდომა, რაც ზრდის თითების ამპუტაციის რისკს. ხოლო ბაქტერიული ტოქსინების ტვინში დაგროვება იწვევს ტვინის დაზიანებას და მეხსიერების დაკარგვას.

პროფილაქტიკასა და დროულ მკურნალობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პრევენციის მიზნით მრავალ ქვეყანაში არსებობს ვაქცინა, რაც საუკეთესო დაცვაა დაავადებისგან. განსაკუთებით დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ვაქცინაციას მაღალი რისკის მქონე ჯგუფებში, კერძოდ, მცირე ასკის ბავშვები, დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პირები, ან ადამიანები, რომელთაც ხშირად უწევთ მასიური თავშეყრის ადგილებში ყოფნა.

მენინგიტის ცხელი წერტილი, სადაც მისი გავრცელება ყველაზე მაღალია, არის აფრიკა. ამის გამო მას მენინგიტის სარტყელსაც უწოდებენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შემთხვევები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხდება.

მენინგიტის ნიშნებზე ეჭვის შემთხვევაში სამკურნალო დაწესებულებაში დაუყოვნებლივ ვიზიტია საჭირო.