როგორ ვავარჯიშოთ ტვინი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვავარჯიშოთ ტვინი

ადამიანის ტვინიც სუსტდება სხვადასხვა გონებრივი აქტივობის გარეშე და პირიქით, თურმე, რაც უფრო მეტად ვავარჯიშებთ ტვინს, მით მეტი ნერვული კავშირი წარმოიქმნება ნეირონებს შორის; რაც უფრო მაღალია თავის ტვინის აქტივობა, მით მეტადაა გააქტიურებული მისი სისხლით მომარაგება და შესაბამისად, ჟანგბადით გაჯერება, ამაზე კი რეალურად არის დამოკიდებული ადამიანის ინტელექტუალური ჯანმრთელობა.

წვრილმან დეტალებზე კონცენტრირების, ინფორმაციათა ნაკადებში ორიენტირების, გარემოების ცვლილებაზე მომენტალურად რეაგირებისა და ეფექტურ გადაწყვეტილებათა სწრაფად მიღების უნარი – ტვინის უმაღლესი ფუნქციაა, რომელიც ეხმარება ადამიანს დასახული მიზნების მიღწევაში. ყველა ჩამოთვლილი უნარი რომ განავითაროთ, საჭიროა რეგულარულად ავარჯიშოთ ტვინი, ეს ე. წ. ფიტნესია თავისათვის!

ახალი ინფორმაციის მიღება ტვინის წვრთნისა და ვარჯიშის სტაბილური საშუალებაა. ის სკოლასა თუ ინსტიტუტში სწავლისას ადვილად მიიღწევა, ანუ ამ პერიოდში ტვინი ეფექტურად ფუნქციობს და ვითარდება, შესაბამისად, ახალი ნერვული კავშირების ჩამოყალიბება სპეციალური აქტივობების დახმარებით ადვილად მიიღწევა. ზრდასრული ადამიანებისთვის კი, რომელთა ცხოვრებასა თუ სამსახურში ჭარბობს რუტინული პროცესები, ინტელექტის საუკეთესო ფორმაში შესანარჩუნებლად საჭიროა ტვინის დამატებითი სტიმულაცია, ანუ ტვინის განვითარებისათვის სპეციალური სავარჯიშო კომპლექსის გამოყენება.

გთავაზობთ ტვინის გასააქტიურებელ ვარჯიშებს

უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ტვინის მოქნილობისათვის მნიშვნელოვანია საკვებ რაციონსა და, საზოგადოდ, ცხოვრების წესს მიექცეს ყურადღება. სუფთა ჰაერი, ჯანსაღი საკვები, სრულფასოვანი ძილი, ფიზიკური აქტივობა და ცხოვრების ჯანსაღი წესი ტვინის მოქნილობისათვის უმნიშვნელოვანესია.

ტვინის ეფექტური წვრთნა ეფუძნება მეხსიერებისა და ყურადღების ფუნქციათა განვითარებისათვის განკუთვნილ სპეციალურ ვარჯიშებს, ასევე ცალ-ცალკე, ტვინის მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროების განვითარებას.

თავის ტვინის მარცხენა ჰემისფეროს ძირითადი სპეციალიზაცია – ლოგიკური აზროვნებაა. ის აგრეთვე პასუხისმგებელია ისეთ ფუნქციებზე, როგორებიცაა:

  • ენა და მეტყველება;
  • ლოგიკა და ანალიზი;
  • სიტყვების ბგერითი აღქმა-გაგება;
  • მათემატიკური უნარები;
  • ინფორმაციის მიმდევრობითი დამუშავება.

მარცხენა ჰემისფერო აკონტროლებს სხეულის მარჯვენა ნახევრის მოძრაობას, მარჯვენა კი, შესაბამისად, სხეულის მარცხენა ნაწილისას. თავის მხრივ, თავის ტვინის მარჯვენა ჰემისფერო პასუხისმგებელია ინტუიციასა და შემოქმედებით უნარებზე, ასევე ასრულებს ისეთ ფუნქციებს, როგორებიცაა:

  • არავერბალური ინფორმაციის დამუშავება;
  • სივრცეში ორიენტაცია;
  • მუსიკალურობა;
  • მეტაფორული აზრების შეცნობა;
  • წარმოსახვა და მხატვრული უნარები;
  • ემოციები;
  • ინფორმაციის პარალელურად დამუშავება;
  • პიროვნებების ამოცნობა.

როგორ ვავარჯიშოთ თავის ტვინის მარჯვენა ჰემისფერო

მოცემული ვარჯიშები ეხმარება ინტუიციისა და შემოქმედებითი უნარების გაძლიერებას.

სარკისებრი ხატვა

აიღეთ დიდი ზომის ფურცელი და ფანქრები ორივე ხელში. დაიწყეთ ერთნაირი ფიგურების ხატვა ერთდროულად მარცხენა და მარჯვენა ხელებით. თავდაპირველად ეს შეიძლება იყოს წრეები, კვადრატები, დროთა განმავლობაში კი დავალება რამდენადმე გაართულეთ და ორივე ხელით სრულფასოვანი სურათები დახატეთ.

რეალობის აღდგენა წარმოსახვაში

მარჯვენა ჰემისფეროს განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია ვარჯიში ვიზუალიზაციაზე. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია წარმოსახვის, მხედველობითი, სმენითი და ყნოსვითი მეხსიერების ჩართვა. თავდაპირველად უნდა განერიდოთ ზედმეტ გამღიზიანებლებს და დახუჭოთ თვალები. როცა მშვიდად მოკალათდებით, გაიხსენეთ თქვენთვის კარგად ნაცნობი პიროვნება, მისი სახის ნაკვთები, თმისა და თვალების ფერი. მას შემდეგ, რაც წარმოდგენაში (წარმოსახვაში) შექმნით მის სახეს (პორტრეტს), შეეცადეთ მეხსიერებაში აღიდგინოთ მისი ხმის ტემბრი და პარფიუმის სუნი. მისი იერსახე მაქსიმალური სიზუსტით დაამუშავეთ. როდესაც ისწავლით ადამიანთა სახეების აღდგენას, წინ უნდა წაიწიოთ, ანუ ფანტაზიაში უნდა შექმნათ მთელი პარალელური რეალობა. ვარჯიშთა ეს კომპლექსი საუკეთესოდ ავითარებს კრეატიულობას, შემოქმედებით ხედვასა და წარმოსახვას.

შემთხვევითი სიტყვები

ვარჯიშის არსი ისაა, რომ უნდა ამოარჩიოთ სრულიად შემთხვევითი სიტყვები და ისინი აზრობრივად თხრობით დააკავშიროთ ერთმანეთს. ეს არც ისე იოლია, თავდაპირველად შეიძლება გაგიჭირდეთ და გრძელი წინადადებებისა და ისტორიების მოფიქრება დაგჭირდეთ, მაგრამ წვრთნის კვალად ვარჯიში გაგიმარტივდებათ და სულ ორიოდე ფრაზით შეძლებთ სრულიად დაუკავშირებელი სიტყვების აზრობრივად თხრობით ერთმანეთთან დაკავშირებას.

* * *

თავის ტვინის მარცხენა ჰემისფეროს წვრთნაზე საუბრისას, უპირველესად, იგულისხმება მათემატიკური ამოცანების, რებუსებისა და კროსვორდების ამოხსნა, ასევე ლოგიკური თამაშების შესრულება და ჭადრაკის თამაში. აღსანიშნავია, რომ სწორედ მარცხენა ჰემისფერო დომინირებს ბევრ ადამიანთან. ამიტომაც მის ცალკე განვითარებას არ აქვს მნიშვნელობა. უმჯობესია ტვინის გასავარჯიშებელი კომპლექსური ვარჯიშების გამოყენება.

ნეირობიკა

ეს ტვინის ისეთი ვარჯიშია, რომელიც ერთდროულად გრძნობათა ხუთივე ორგანოს ჩართვას მოითხოვს. მეთოდი ამერიკელი ნეირობიოლოგის – ლოურენს კატცის მიერ არის თავის დროზე შემუშავებული. ვარჯიშის არსია – ყველა მოქმედება თუ ქცევა უჩვეულო მეთოდით უნდა შეასრულოთ-განახორციელოთ, მაგალითად:

  • სახლში გადაადგილდეთ დახუჭული თვალებით;
  • თუ მემარჯვენე ხართ, წეროთ მარცხენა ხელით, თუ მემარცხენე, პირიქით – მარჯვენით;
  • შეცვალოთ ჩვეული მარშრუტი;
  • შეისუნთქოთ და შეიგრძნოთ საკვების, ყვავილებისა და სუნამოების არომატები;
  • განსაზღვროთ საგნები შეხებით;
  • შეასრულოთ ნაკლებად ნაცნობი სამუშაო;
  • უპასუხოთ არასტანდარტულად ჩვეულ შეკითხვებს.

ფერადი სიტყვები

ტვინისათვის მეტად სასარგებლო წვრთნაა ყურადღების ვარჯიში. ის ამაღლებს კონცენტრაციის უნარს, აუმჯობესებს ყურადღებას, ავითარებს ტვინის ორივე ჰემისფეროს. ამ ვარჯიშის არსი შემდეგია – უნდა სწრაფად დაასახელოთ მოცემული სიტყვების ფერები, ერთი შეხედვით ეს თითქოს ძალიან მარტივია, მაგრამ შეეცადეთ დავალება მაქსიმალურად სწრაფად შეასრულოთ, მარცხენა ჰემისფერო იმავე წამს დაიწყებს სიტყვებზე კონცენტრირებას და მთავარი ამოცანიდან თქვენს გადაცდომას. გახსოვდეთ, თქვენ გჭირდებათ ორივე ჰემისფეროს მუშაობის (ფუნქციობის) სინქრონიზება.

ანბანი

ეს ვარჯიში აზროვნებისა და ყურადღების განვითარებისათვის, შრომისუნარიანობის გაუმჯობესებისთვისაა მოწოდებული. გარდა ამისა, ანბანი ხსნის ემოციურ დაძაბულობას და ტვინის განტვირთვას უწყობს ხელს.

ვარჯიშის არსი ასეთია – ყოველი ასოს ქვეშ მითითებაა, მაგალითად – მ, კ, ლ. „მ“ აღნიშნავს მარჯვენა ხელის აწევას, „კ“ – მარცხენა ხელის აწევას, „ლ“ – ორივე ხელის აწევას. თქვენ გევალებათ ერთდროულად ბგერის წარმოთქმა და შესაბამისი ხელის აწევა (რა მითითებაცაა ასო-ბგერის ქვეშ). ვარჯიშის პირველ ნაწილში გევალებათ ა-დან ჰ-მდე ანუ ანიდან ჰაემდე „გავლა“, მეორე ნაწილში კი პირიქით, ბოლოდან ანუ ჰ-დან ა-მდე „გავლა“.

ალოგიკური ჯაჭვი

ეს ვარჯიში ერთგვარი ტესტია ტვინისა და მეხსიერების წვრთნისთვის. შეხედეთ სიტყვების სიას 90 წამის განმავლობაში. ერთი რჩევა: გაყავით სიტყვები წყვილებად და შეეცადეთ ისინი დააკავშიროთ ვიზუალური ასოციაციით. შემდეგ სიტყვები წარმოთქვით მიმდევრობით, თუ ვერ შეძლებთ, ჩამოწერეთ ფურცელზე ყველა სიტყვა, რომელსაც გაიხსენებთ, შემდეგ დაითვალეთ, თუ 15-20 სიტყვას გაიხსენებთ – თქვენ კარგად გაქვთ მეხსიერება განვითარებული, 10-14 სიტყვა – საშუალო სტატისტიკური შედეგია, 10 სიტყვაზე ნაკლები კი იმაზე მიანიშნებს, რომ თქვენ ვერ იყენებთ სათანადოდ მეხსიერებას.

თუ მოცემულ მარტივ ვარჯიშებს რეგულარულად შეასრულებთ, ძალიან მალე შეატყობთ თავის ტვინის ორივე ჰემისფეროს მუშაობის (ფუნქციობის), აზროვნებისა და მეხსიერების გაუმჯობესებას.

გახსოვდეთ, ტვინის სავარჯიშოდ აუცილებელია რუტინული რაღაცების უჩვეულო მეთოდებით შესრულება, ახალი ქმედებების დაუფლება, კითხვა, ინტელექტუალური თამაშები, ტვინის მოქნილობას ეფექტურად ავითარებს ახალი ენების შესწავლა, მუსიკით დაკავება. ყოველივე ეს აიძულებს ტვინს ახალი ნერვული კავშირების განვითარებას, ანუ აქტიურად და ეფექტურად ფუნქციობას.