ინსულტიანთა სამკურნალოდ შესაძლოა ღეროვანი უჯრედები გამოიყენონ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

ინსულტიანთა სამკურნალოდ შესაძლოა ღეროვანი უჯრედები გამოიყენონ

ინსულტიანთა სამკურნალოდ შესაძლოა ღეროვანი უჯრედები გამოიყენონ
ყოველწლიურად მსოფლიოში 15 მილიონი ადამიანი იტანჯება ინსულტით. მათგან 6 მილიონი იღუპება, დანარჩენი კი რთულ და ხანგრძლივ რეაბილიტაციაზეა დამოკიდებული, რადგან, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა აუარესებს მოძრაობით, მეტყველებით და სხვა მრავალ ფუნქციას.

რაც შეეხება ტვინს, მისი აღდგენა ნეიროპლასტიკურობის წყალობით ხდება – ადამიანის თავის ტვინში მთელი ცხოვრების მანძილზე ჯანმრთელ ნეირონებს შორის ახალი კავშირები ყალიბდება (მყარდება) და ფაქტობრივად, ინფორმაციის გადაცემის ახალი გზები (ჯაჭვები) ფორმირდება. ხდება ისეც, რომ ტვინს არ შეუძლია სრულად თვითაღდგენა. ასეთ დროს მას დამხმარედ ღეროვანი უჯრედები ევლინება.

მეცნიერებმა ჩაატარეს ასეთი კვლევა
- ინსულტგადატანილ ვირთაგვებს თავის ტვინში შეუყვანეს გარკვეული ტიპის მეზენქიმური ღეროვანი (სტრომული) უჯრედები. მათში მიტოქონდრიები მონიშნული იყო მწვანე ფლუორესცენტული ცილით GFP (green fluorescent protein). მოგვიანებით ცხოველთა თავის ტვინში შესაძლებელი გახდა აღნიშნული მიტოქონდრიების აღმოჩენა. ამ მიტოქონდრიებს ნერვულ უჯრედებს ღეროვანი უჯრედები გადასცემდნენ, შესაბამისად, უჯრედთა ენერგეტიკა და განახლება აქტიურდებოდა.

ვირთაგვებს, რომელთა ტვინშიც შეჰყავდათ ღეროვანი უჯრედები, ბევრად ნაკლები ნევროლოგიური დეფექტები აღენიშნებოდათ ინსულტის შემდეგ, მაგალითად, ცხოველები უკეთ იყენებდნენ კიდურს, რომელიც ტვინის შესაბამისი სენსომოტორული უბნის დაზიანების გამო ჰქონდათ დაავადებული. მეცნიერებს სჯერათ, რომ მათი მიგნება, საბოლოოდ, კლინიკურ პრაქტიკაშიც დაინერგება ინსულტგადატანილი ადამიანების გადასარჩენად.

თინათინ გოცაძე


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
თავის ტვინის კისტა ქალასშიდა სითხით სავსე ღრუ წარმონაქმნია. შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი.
ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით კი ეპიდემიების დროს, სტრესული აშლილობა, რომლის ძირითადი
ტოკიოს სამედიცინო მეცნიერებების ინსტიტუტმა დაამტკიცა, რომ 50 წლის ასაკში პოზიტიური განწყობა, 70 წლის ასაკში ჭკუასუსტობის განვითარების რისკს ამცირებს.
შაქრიანი დიაბეტის ერთერთი ვერაგი გართულება დიაბეტური ნეიროპათიაა.
ზამთარი დასასრულს უახლოვდება, თუმცა, სიცივე ჯერ კიდევ შემაწუხებელია, ფანჯრიდან ისევ გაცრეცილი პეიზაჟი და ღრუბლიანი ცა ჩანს.
ტორონტოს უნივერსიტეტის სპეციალისტები იზიარებენ აუტიზმის განვითარების ცილოვანი პათოლოგიის თეორიას და ხსნიან უცნობი ეტიოლოგიის დაავადების
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად