ეპილეფსიური გულყრების განსაზღვრა შესაძლებელია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ეპილეფსიური გულყრების განსაზღვრა შესაძლებელია

განუსაზღვრელობაა. ეპილეფსიით დაავადებულებმა ზუსტად არ იციან, როდის დაეწყებათ შეტევა; ეს კი დიდ დარტყმას აყენებს მათი ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

ირლანდიის ქირურგთა სამეფო კოლეჯის FutureNeuro კვლევითი ინსტიტუტის მოლეკულური ბიოლოგი მერიონ ჰოგი და მისი კოლეგები აქვეყნებენ საინტერესო კვლევის შედეგებს. მათ აღმოაჩინეს გარკვეული მოლეკულები, რომელთა რაოდენობაც იზრდება შეტევის წინ და უმალ მცირდება შეტევის დასრულებისთანავე.

მკვლევარებმა გააანალიზეს ეპილეფსიით დაავადებულთა სისხლის პლაზმის ნიმუშები და გაარკვიეს, რომ მოლეკულა-ტრანსფერული რნმ-ის (ტრნმ) გარკვეული ფრაგმენტები, რომლებიც მონაწილეობენ რნმ-ის ცილებად ტრანსლაციაში, ინტენსიურად ჩნდებიან შეტევის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, შეტევის დასრულების შემდეგ კი ნორმალურ დონეს უბრუნდებიან. ეს ფრაგმენტები წარმოიქმნება სტრესის საპასუხოდ ტრნმ-ის ფერმენტებით დახლეჩვის დროს, სავარაუდოდ მაშინ, როდესაც ტვინის აქტივობა იზრდება.

FutureNeuro-ს მკვლევრები მუშაობენ ეპილეფსიური გულყრების შეტევათა განმსაზღვრელ მოწყობილობაზე, რომელიც გამოიყენებს სახლის პირობებში ნემსით აღებულ სისხლს, დაახლოებით ისე, როგორც შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები ახდენენ გლუკოზის დონის შემოწმებას.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 5 წლის შემდეგ ეპილეფსიით დაავადებული პაციენტებისათვის ეს მოწყობილობა ხელმისაწვდომი გახდება.

თინათინ გოცაძე