ეპილეფსიური გულყრების განსაზღვრა შესაძლებელია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

ეპილეფსიური გულყრების განსაზღვრა შესაძლებელია

ეპილეფსიური გულყრების განსაზღვრა შესაძლებელია
მსოფლიოში 50 მილიონზე მეტი ადამიანი იტანჯება ეპილეფსიით და ამ პრობლემასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ასპექტი მისი წინასწარ განუსაზღვრელობაა. ეპილეფსიით დაავადებულებმა ზუსტად არ იციან, როდის დაეწყებათ შეტევა; ეს კი დიდ დარტყმას აყენებს მათი ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

ირლანდიის ქირურგთა სამეფო კოლეჯის FutureNeuro კვლევითი ინსტიტუტის მოლეკულური ბიოლოგი მერიონ ჰოგი და მისი კოლეგები აქვეყნებენ საინტერესო კვლევის შედეგებს. მათ აღმოაჩინეს გარკვეული მოლეკულები, რომელთა რაოდენობაც იზრდება შეტევის წინ და უმალ მცირდება შეტევის დასრულებისთანავე.

მკვლევარებმა გააანალიზეს ეპილეფსიით დაავადებულთა სისხლის პლაზმის ნიმუშები და გაარკვიეს, რომ მოლეკულა-ტრანსფერული რნმ-ის (ტრნმ) გარკვეული ფრაგმენტები,
რომლებიც მონაწილეობენ რნმ-ის ცილებად ტრანსლაციაში, ინტენსიურად ჩნდებიან შეტევის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, შეტევის დასრულების შემდეგ კი ნორმალურ დონეს უბრუნდებიან. ეს ფრაგმენტები წარმოიქმნება სტრესის საპასუხოდ ტრნმ-ის ფერმენტებით დახლეჩვის დროს, სავარაუდოდ მაშინ, როდესაც ტვინის აქტივობა იზრდება.

FutureNeuro-ს მკვლევრები მუშაობენ ეპილეფსიური გულყრების შეტევათა განმსაზღვრელ მოწყობილობაზე, რომელიც გამოიყენებს სახლის
პირობებში ნემსით აღებულ სისხლს, დაახლოებით ისე, როგორც შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები ახდენენ გლუკოზის დონის შემოწმებას.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 5 წლის შემდეგ ეპილეფსიით დაავადებული პაციენტებისათვის ეს მოწყობილობა ხელმისაწვდომი გახდება.

თინათინ გოცაძე

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული კლინიკები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
კატეგორიის სხვა სტატიები
თავის ტვინის კისტა ქალასშიდა სითხით სავსე ღრუ წარმონაქმნია. შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი.
ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით კი ეპიდემიების დროს, სტრესული აშლილობა, რომლის ძირითადი
ტოკიოს სამედიცინო მეცნიერებების ინსტიტუტმა დაამტკიცა, რომ 50 წლის ასაკში პოზიტიური განწყობა, 70 წლის ასაკში ჭკუასუსტობის განვითარების რისკს ამცირებს.
ტორონტოს უნივერსიტეტის სპეციალისტები იზიარებენ აუტიზმის განვითარების ცილოვანი პათოლოგიის თეორიას და ხსნიან უცნობი ეტიოლოგიის დაავადების
მენინგიტი ტვინის გარსების ანთებაა, სამი ქსოვილოვანი გარსის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თავისა და ზურგის ტვინის დაცვაზე.
თირკმლის კისტა კეთილთვისებიანი მომრგვალო ახალწარმონაქმნია,
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად