თავბრუხვევის სამკურნალო საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თავბრუხვევის სამკურნალო საშუალებები

ყურის დაავადებებმა, ოსტეოქონდროზმა ან არტერიული წნევით გამოწვეულმა პრობლემებმა. ამ სიას შეიძლება დავუმატოთ დეპრესია, სტრესული ფაქტორები და მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოქმედების მექანიზმისა და ადამიანის ტვინის ჰისტამინერგიული ტიპის მიხედვით, თავბრუხვევის საშუალებები (იაფი და მაღალფასიანი) იყოფა რამდენიმე ძირითად ჯგუფად. აღსანიშნავია, რომ თავბრუხვევის პრეპარატთა უმრავლესობა მხოლოდ ხსნის უსიამოვნო სიმპტომს, მაგრამ არ კურნავს მისი აღმოცენების მიზეზს. ამას გარდა, ზოგიერთ მედიკამენტს გააჩნია ბევრი უკუჩვენება და გვერდითი ეფექტი. ამიტომ მათი მიღება ექიმის რეკომენდაციის გარეშე დაუშვებელია.

თავბრუხვევისა და თავის ტკივილის შეტევის მომხსნელი წამლების სამ ძირითად სახეს გამოყოფენ, მათ მიეკუთვნება პრეპარატები, რომლებიც:

  • აწესრიგებს ვესტიბულურ აპარატს და დადებითად მოქმედებს სხეულის წონასწორობის შენარჩუნებაზე;
  • ანტიჰისტამინები, რომლებიც თრგუნავს თავბრუხვევის მედიატორ ჰისტამინს;
  • ასევე თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი საშუალებები.

ანტიჰისტამინური საშუალებები

ალერგიული გამოვლინების აღკვეთის გარდა (რომელიც შეიძლება თავისთავად გახდეს თავბრუხვევის ერთ-ერთი მიზეზი), ეს პრეპარატები ნერვული სისტემის დაავადებების, ასევე ვერტიგოს სინდრომის, ღებინებისა და გულისრევის სამკურნალოდაც გამოიყება. ჰისტამინის რეცეპტორების ბლოკადა აქვეითებს მათ ზემოქმედებას ბრონქ-ფილტვის, სისხლძარღვებისა და საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე.

ვერტიგოს საწინააღმდეგო ძირითად ანტიჰისტამინურ საშუალებებად ითვლება პრომეთაზინი და მეკლოზინი. ეს პრეპარატები ხსნის თავის ტკივილსა და რყევის სინდრომსაც. მათი მიღება უკუნაჩვენებია ორსულებისთვის, თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობით დაავადებულთა და 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ანტიჰისტამინური პრეპარატები, ასევე მათი წარმოებულები, არ არის ყველაზე ეფექტური საშუალებები ამ თვალსაზრისით. ამის მიზეზია ის, რომ მათი ძირითადი ამოცანაა ალერგიის შედეგებთან გამკლავება, თავბრუხვევა კი თანდართული სიმპტომია.

თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის სტიმულაცია

ვერტიგოს სინდრომის აღმოცენება შეიძლება უკავშირდებოდეს სისხლძარღვების ცვლილებებს, ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას, სისხლის მიმოქცევის დარღვევას ხერხემლის ან ბაზილარულ არტერიებში და სხვა. ამგვარი პროცესების შედეგი ტვინის ჟანგბადით შიმშილია, რომელიც სისხლძარღვების სპაზმის პროვოცირებას და თავბრუხვევის შეგრძნებას იწვევს. სისხლძარღვების გამაფართოებელ საშუალებებთან ერთად, მკურნალობა გულისხმობს კალციუმის არხების ბლოკატორების, სპაზმოლიზებისა და ალფა-ადრენობლოკატორების გამოყენებასაც.

ვესტიბულური აპარატისთვის განკუთვნილი მედიკამენტები

თავბრუხვევის გავრცელებული მიზეზი შეიძლება იყოს ვესტიბულური აპარატის პრობლემები, ამიტომ მკურნალობის ან უსიამოვნო სიმპტომების მოსაშორებლად საჭიროა პრეპარატების მიღება, რომელთა აქტიური ნივთიერება ურთიერთქმედებს თავის ტვინისა და შიგნითა ყურის ჰისტამინის რეცეპტორებთან. ამ პრეპარატებს მიეკუთვნება:

  • ბეტასერკი - ის აუმჯობესებს შიგნითა ყურის სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს გონებრივი პროცესების სტიმულაციას და ებრძვის ასთენიას.
  • დრამინა - ეხმარება ვესტიბულური აპარატისა და შიგნითა ყურის მუშაობას.

ვერტიგო ოსტეოქონდროზისას

კისრის მალების პათოლოგიისას შეიძლება აღინიშნებოდეს თავბრუხვევა, გულისრევა და ღებინება. თავის გვერდზე მობრუნებისას სიმპტომების ინტენსივობა იზრდება. დაავადების განვითარება შეიძლება გამოიწვიოს მალათაშუა თიაქრის ჩამოყალიბებამ, რომელიც ძირითადი არტერიების ზეწოლის გამო იწვევს ტვინის სისხლის მიმოქცევის გაუარესებას, რითაც ზიანდება ვესტიბულური აპარატი.

კისრის არეში ტკივილის დროს, რომელსაც ახლავს ზოგადი მდგომარეობის გაურესება, ღებინება, თავბრუხვევა და გულისრევა, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

სტრესული თავბრუხვევა

უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად გახშირდა დაავადებები, რომელთა აღმოცენებაც გადაჭარბებულ ნერვულ განცდებსა და დისკომფორტს უკავშირდება. თავბრუხვევა, წონასწორობის დარღვევა, გულისრევა შეიძლება სტრესის შედეგად განვითარდეს. ასეთ შემთხვევაში წამალი კომპლექსურად უნდა მოქმედებდეს - როგორც თავის ტვინის სისხლძარღვებზე, ისე ნერვულ სისტემაზე უნდა ახდენდეს სედაციურ ეფექტს, ხსნიდეს დაძაბულობასა და შფოთვას.

გონების დაბინდვის შეგრძნება, შფოთვის სიმპტომები, ხელების ტრემორი, პანიკის შეტევები შეიძლება განვითარებული ნევროზის, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის, ასევე ზოგიერთი ფსიქიკური დაავადების მაჩვენებელი იყოს.