მეცნიერებმა ნეირონთა "ფარული სისტემები" აღმოაჩინეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეცნიერებმა ნეირონთა "ფარული სისტემები" აღმოაჩინეს

"ფარული სისტემები", რომლებიც ცვლის თავის ტვინის "მუშაობის" მექანიზმებზე წარმოდგენას.

როგორც აღნიშნული ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, ამჟამად ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი სვიატოსლავ მედვედევი აღნიშნავს, ნეირონთა ახალი კლასის სისტემები, სრულიად განსხვავებული სისტემებია.

"ჩვენ აქამდე მიგვაჩნდა, რომ კონკრეტული ფუნქციის შესრულებაზე პასუხისმგებელი ტვინის გარკვეული უბნები ამოცანის შესრულებისას აქტიურდებოდნენ და მეტ ენერგიას მოიხმარდნენ. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, არსებობს უბნები, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია მეტყველების ფუნქციასთან, თუმცა, ისინი არ იცვლიან ენერგომომხარებას.

უფრო გასაგები რომ გახდეს ადამიანებისთვის, მოვიყვან ანალოგიისთვის ერთ მაგალითს: პრეზიდენტი იბარებს მინისტრს და აძლევს სასწრაფო დავალებას. მინისტრი ბრუნდება ოფისში და იწყეს გაშმაგებულ აქტივობას - ზარები, თათბირები, თანამშრომელთა დაბარება და ა. შ. ეს ყოველივე ენერგეტიკული აქტივობაა, მაგრამ მინისტრის ყველა ეს აქტივობა სამინისტროს განყოფილებებში, მასზე დაქვემდებარებულ დაწესებულებებში მიემართება და თქვენ გგონიათ დაქირავებული თანამშრომლები ანთებული თვალებით უმალ იწყებენ დავალებების შესრულებას, არ მიდიან სამსახურიდან დღეობით იმისათვის, რომ მიღებული დავალება შეასრულონ? რა თქმა უნდა არა! ისინი ჩვეულ რიტმში 9-დან 18 საათამდე აგრძელებენ მუშაობას, არც შესვენებასა და სადილზე აცხადებენ უარს ანუ სრულებით არ მიმართავენ ზედმეტ ძალისხმევას, რაც ენერგეტიკული აქტივაციის არარსებობას ნიშნავს. მათი მუშაობა პრაქტიკულად არ იცვლება, მხოლოდ აზრობრივად არის დაკავშირებული მინისტრის ახალ ბრძანებასთან.

ასევე ხდება ტვინშიც "ენერგიული და ფარული სისტემების" მონაწილეობით. ჩვენ, მეცნიერები უწინ მხოლოდ აისბერგის წყლისზედა ნაწილს ვხედავდით, ტვინი ბევრად ღრმა და იდუმალებით მოცული სისტემაა!", - ამბობს მეცნიერი.

თინათინ გოცაძე