მეცნიერებმა ნეირონთა "ფარული სისტემები" აღმოაჩინეს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

მეცნიერებმა ნეირონთა "ფარული სისტემები" აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ნეირონთა "ფარული სისტემები" აღმოაჩინეს
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ადამიანის ტვინის ინსტიტუტის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს ნეირონთა "ფარული სისტემები", რომლებიც ცვლის თავის ტვინის "მუშაობის" მექანიზმებზე წარმოდგენას.
როგორც აღნიშნული ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, ამჟამად ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი სვიატოსლავ მედვედევი აღნიშნავს, ნეირონთა ახალი კლასის სისტემები, სრულიად განსხვავებული სისტემებია.

"ჩვენ აქამდე მიგვაჩნდა, რომ კონკრეტული ფუნქციის შესრულებაზე პასუხისმგებელი ტვინის გარკვეული უბნები ამოცანის შესრულებისას აქტიურდებოდნენ და მეტ ენერგიას მოიხმარდნენ. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, არსებობს უბნები, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია მეტყველების ფუნქციასთან, თუმცა, ისინი არ იცვლიან ენერგომომხარებას.

უფრო გასაგები რომ გახდეს ადამიანებისთვის, მოვიყვან ანალოგიისთვის ერთ
მაგალითს: პრეზიდენტი იბარებს მინისტრს და აძლევს სასწრაფო დავალებას. მინისტრი ბრუნდება ოფისში და იწყეს გაშმაგებულ აქტივობას - ზარები, თათბირები, თანამშრომელთა დაბარება და ა. შ. ეს ყოველივე ენერგეტიკული აქტივობაა, მაგრამ მინისტრის ყველა ეს აქტივობა სამინისტროს განყოფილებებში, მასზე დაქვემდებარებულ დაწესებულებებში მიემართება და თქვენ გგონიათ დაქირავებული თანამშრომლები ანთებული თვალებით
უმალ იწყებენ დავალებების შესრულებას, არ მიდიან სამსახურიდან დღეობით იმისათვის, რომ მიღებული დავალება შეასრულონ? რა თქმა უნდა არა! ისინი ჩვეულ რიტმში 9-დან 18 საათამდე აგრძელებენ მუშაობას, არც შესვენებასა და სადილზე აცხადებენ უარს ანუ სრულებით არ მიმართავენ ზედმეტ ძალისხმევას, რაც ენერგეტიკული აქტივაციის არარსებობას ნიშნავს. მათი მუშაობა პრაქტიკულად არ იცვლება, მხოლოდ აზრობრივად არის დაკავშირებული მინისტრის ახალ ბრძანებასთან.
ასევე ხდება ტვინშიც "ენერგიული და ფარული სისტემების" მონაწილეობით. ჩვენ, მეცნიერები უწინ მხოლოდ აისბერგის წყლისზედა ნაწილს ვხედავდით, ტვინი ბევრად ღრმა და იდუმალებით მოცული სისტემაა!", - ამბობს მეცნიერი.

თინათინ გოცაძე

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული კლინიკები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
თავის ტვინის კისტა ქალასშიდა სითხით სავსე ღრუ წარმონაქმნია. შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი.
ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით კი ეპიდემიების დროს, სტრესული აშლილობა, რომლის ძირითადი
ტოკიოს სამედიცინო მეცნიერებების ინსტიტუტმა დაამტკიცა, რომ 50 წლის ასაკში პოზიტიური განწყობა, 70 წლის ასაკში ჭკუასუსტობის განვითარების რისკს ამცირებს.
შაქრიანი დიაბეტის ერთერთი ვერაგი გართულება დიაბეტური ნეიროპათიაა.
ზამთარი დასასრულს უახლოვდება, თუმცა, სიცივე ჯერ კიდევ შემაწუხებელია, ფანჯრიდან ისევ გაცრეცილი პეიზაჟი და ღრუბლიანი ცა ჩანს.
ტორონტოს უნივერსიტეტის სპეციალისტები იზიარებენ აუტიზმის განვითარების ცილოვანი პათოლოგიის თეორიას და ხსნიან უცნობი ეტიოლოგიის დაავადების
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად