როგორ მოქმედებს ხანგრძლივად ჯდომა ვესტიბულურ აპარატსა და საზოგადოდ, ტვინზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოქმედებს ხანგრძლივად ჯდომა ვესტიბულურ აპარატსა და საზოგადოდ, ტვინზე

რომ მცირე მოძრაობაც კი შემდგომში მის „გადატვირთვასა“ და უსიამოვნო სიმპტომებს იწვევს.

ვესტიბულური აპარატი წონასწორობის შენარჩუნებასა და ორიენტაციაში გვეხმარება. მისი რეცეპტორები რეაგირებს თავისა (დახრა-გადახრა, მობრუნება) და სხეულის მოძრაობაზე, ყველა ინფორმაციას აწვდის ცენტრალურ ნერვულ სისტემას, საპასუხოდ ირთვება სხვადასხვა რეფლექსი, რომელიც სხეულის წონასწორობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ვესტიბულური აპარატის „გადაძაბვა“ ადვილად შეიძლება სხეულის ინტენსიური მოძრაობისას, საქანელათი ქანაობისას, სიმაღლის სწრაფად შეცვლისას, ჩქაროსნული ლიფტით მგზავრობისას, თავის ინტესიური მოძრაობისას, გემზე ყოფნის დროს და სხვა. შედეგად ადამიანს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ფეხქვეშ მიწა ეცლება, ასეთ დროს ორიენტაცია და წონასწორობის შენარჩუნება ძნელდება, შეიძლება განვითარდეს თავბრუხვევა, გულისრევა, თავის ტკივილი.

ყველა ეს სიმპტომი შესაძლოა ასაკთან ერთად გამოვლინდეს, თუმცა, უმოძრაო ცხოვრება (ჰიპოდინამია) მას ადრეულ ასაკშივე ავითარებს. ხანგრძლივად უმოძრაოდ ჯდომა, რაც ხშირად ხდება კომპიუტერთან მუშაობისა თუ გართობისას, უარყოფითად მოქმედებს ვესტიბულურ აპარატზე.

ამ უკანასკნელის გავარჯიშება ძალზე მარტივად, სახლის პირობებშიც კი შეიძლება.

უნდა დაიწყოთ თვალების ვარჯიშით. თვალებით რამდენიმე მოძრაობა შეასრულეთ მარცხნივ-მარჯვნივ, ზევით-ქვევით. შემდეგ შეეცადეთ მზერით რვიანი შემოხაზოთ, ჯერ ზევით და მარცხნივ აიხედეთ, შემდეგ დაუშვით თვალები მარცხნივ ქვევით, მზერა გადაიტანეთ მარჯვნივ ზევით, მარჯვნივ ქვევით, დასასრულ კი საწყის წერტილს დაუბრუნდით, საიდანაც დაიწყეთ ვარჯიში. გარდა იმისა, რომ თვალების ვარჯიში ზრდის ვესტიბულური აპარატის გამძლეობას, სასარგებლოა თვალის კუნთების ჯანმრთელობისათვის და კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს მხედველობაზე.

თვალების გავარჯიშების შემდეგ წონასწორობის წვრთნაზე გადადით. დახუჭეთ თვალები და 30-45 წამის განმავლობაში მშვიდად იდექით. შეეცადეთ არ იმოძრაოთ, სხეული მაქსიმალურად გაუნძრევლად შეინარჩუნეთ. იგივე ვარჯიში სასურველია ფეხის წვერებზეც შეასრულოთ, შემდეგ კი ცალ ფეხზე (ჯერ ერთ, შემდეგ კი - მეორე ფეხზე).

ვესტიბულური აპარატისათვის მომდევნო ვარჯიში სიარულია. იარეთ წინ, თავი მარცხნივ მოაბრუნეთ და ისე განაგრძეთ გზა. 5-10 ნაბიჯის შემდეგ თავი მარჯვნივ შემოაბრუნეთ, ისე რომ სიარული არ შეწყვიტოთ. ვარჯიშის მთავარი მიზანი თავის მობრუნებების დროს სწორად და პირდაპირ სიარულია. ამის შემდეგ გაჩერდით და ოდნავ მოხარეთ მუხლები, დაიწყეთ ნელა შემობრუნება მარცხნივ, თანდათან გაზარდეთ ბრუნვების სიჩქარე, 5-10 ბრუნის შემდეგ შეისვენეთ და იგივე მარჯვენა მხარეს გაიმეორეთ. კარგი იქნება, თუ 5-10 მეტრი სიგრძის სწორ ხაზს მაქსიმალურად სწორად გაუყვებით (ეს სპორტულ მოედანზეა შესაძლებელი).

მითითებული ვარჯიშები ყოველდღე უნდა შეასრულოთ. თუ ვარჯიშის დროს თავბრუხვევას იგრძნობთ, ვარჯიშებს შორის დასვენების პერიოდები გაზარდეთ. თითოეულ მეთოდს თავბრუხვევის გავლის შემდეგ დაუბრუნდით. 2-3 კვირაში იგრძნობთ ცვლილებას, თავბრუხვევა მნიშვნელოვნად შეგიმცირდებათ ან სრულად ალაგდება.

ხანგრძლივად ჯდომა და ტვინის ფუნქციობა

ხანგრძლივად ჯდომა აქვეითებს თავის ტვინის ფუნქციობის პროდუქტიულობას. ეს ექსპერიმენტულად არის დადასტურებული კვლევებით, რომელთა შედეგებიც გამოქვეყნებულია ჟურნალში თჰე ჟოურნალ ოფჩომპარატივე Nეუროლოგყ. ამ მონაცემების მიხედვით, უმოძრაობის დროს თავის ტვინის გარკვეულ სტრუქტურებში ნერვული კავშირები სუსტდება და დეფორმირდება. ეს ტვინის ის უბნებია, რომლებიც გარკვეულწილად სიმპათიკური ნერვული სისტემის ფუნქციობაზეა პასუხისმგებელი, იმ სისტემის, რომელიც აკონტროლებს სისხლის წნევას სისხლძარღვთა შევიწროების გზით.

ამის გამო, ტვინის ფუნქციური დარღვევების გარდა, მჯდომარე ცხოვრება გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვისაც დიდ საფრთხეებს ქმნის.

გახსოვდეთ, ფიზიკური აქტივობა კონსტრუქციულად მოქმედებს ტვინის მდგომარეობაზე, ასტიმულირებს ახალი ნერვული კავშირების ჩამოყალიბებას.

მაქსიმალურად შეეცადეთ ჯდომის (მით უფრო, კომპიუტერთან) დროის შემოკლებას, პერიოდულად გააქტიურდით და აუცილებლად ამოძრავდით. ამით აირიდებთ ნაადრევ სიკვდილს, გაიხანგრძლივებთ სიცოცხლეს, შეუნარჩუნებთ ტვინს პლასტიკურობას.

ხანგრძლივად ჯდომა და მეხსიერება

ამერიკელმა მეცნიერებმა ისიც გაარკვიეს, რომ ხანგრძლივად ჯდომა უარყოფითად მოქმედებს მეხსიერების ფუნქციაზე. გარდა ამისა, მოწევის მავნე ჩვევის მსგავსად, ზრდის შაქრიანი დიაბეტის, თავის ტვინისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარების რისკს.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ლოს-ანჯელესიდან გამოიკვლიეს 45-დან 75 წლამდე ასაკის 35 პირი. შეისწავლეს მათი ფიზიკური აქტივობის განრიგი და ჯდომის საათები. თითოეულ პირს მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა უტარდებოდა. საფუძვლიანად ანალიზდებოდა საფეთქლის მედიალური წილის მდგომარეობა. ტვინის აღნიშნული უბანი, ჰიპოკამპთან ერთად, ხანგრძლივი მეხსიერების ფორმირებაში მონაწილეობს.

მოხალისეების გამოკვლევამ აჩვენა, რომ ხანგრძლივად ჯდომა ათხელებს ტვინის დასახელებულ უბანს, იმდენად ნეგატიურად მოქმედებს, რომ შემდგომ ინტენსიური ფიზიკური აქტივობაც კი ვეღარ აკომპენსირებს ჯდომის მავნე შედეგებს. თავის აღნიშნული უბნის გათხელება აუარესებს კოგნიტიურ ფუნქციებს და იწვევს დემენციის განვითარებას საშუალო და უფროსი ასაკის პირებთან.

მეცნიერთა განმარტებით, ფიზიკური აქტივობით შეიძლება ავირიდოთ ალცჰაიმერის დაავადება. ეს კვლევა ცალსახად ვერ ამტკიცებს იმას, რომ ხანგრძლივად ჯდომა აუცილებლად ათხელებს ტვინის გარკვეულ უბანს, მაგრამ კავშირი ამ ორ პრობლემას შორის აშკარად გამოვლენილია.

საყურადღებოა, რომ ამერიკელი მკვლევრები უახლოეს მომავალში გეგმავენ განგრძლივად მსხდომი ადამიანების სქესის, წონისა და რასის გავლენის შესწავლას ტვინის ჯანმრთელობაზე.