რატომ ახალგაზრდავდება ალცჰაიმერი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ახალგაზრდავდება ალცჰაიმერი

საკვლევი პირები სამ ჯგუფად გაანაწილეს. თითოეულ ჯგუფში 15 პირი იყო გაწევრიანებული. პირველ ჯგუფში გაერთიანებული მოხალისეების საშუალო ასაკი 80 წელს შეადგენდა, მეორე ჯგუფში - 40 წელს, ხოლო მესამეში - 15 წელს.

მეხსიერების შესაფასებელი ტესტები საკმაოდ მარტივი იყო, საკვლევ პირებს სთავაზობდნენ ამა თუ იმ თანმიმდევრობით განლაგებული ციფრებისა და სურათების დამახსოვრებას.

როგორც მეცნიერები აცხადებენ - „კვლევის შედეგები სენსაციური აღმოჩნდა. ყველა ჯგუფში ისინი მიახლოებული იყო, თუმცა, ზოგ შემთხვევაში 80-წლიანები 15 და 40-წლიანებს ჯაბნიდნენ კიდეც!“ კვლევის ანალიზში ისიც ხაზგასმულია, რომ ექსპერიმენტში მონაწილეობისათვის შეირჩნენ ის მოზარდები, რომლებსაც არ ჰქონდათ ყურადღების კონცენტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები.

გასაგებია, რომ ჭეშმარიტად ფიზიოლოგიური ასპექტიდან 70 წელს გადაცილებულთა მეხსიერების შედარება არ შეიძლება არც მოზარდების და არც 40 წელს გადაცილებულთა მეხსიერებასთან. მიუხედავად ამისა, ასაკოვანთა „გამარჯვება“, ფსიქოლოგთა შეფასებით, განპირობებულია იმით, რომ ისინი არ ეკუთვნიან მობილური მოწყობილობების თაობას, თავის დროზე მოკლებულნი იყვნენ თანამედროვე ტექნიკას, რის გამოც იძულებულნი იყვნენ შეენახათ უდიდესი ინფორმაცია მხოლოდ საკუთარი ტვინისა და მეხსიერების დახმარებით, გონებაში ჰქონდათ დახარისხებული ახლობელი ადამიანების ტელეფონის ნომრები, მისამართები, დაბადების თარიღები და სხვა. ექსპერიმენტების დროს ასაკოვანთა ჯგუფის თითქმის ყველა წევრი ტესტირებისას იყენებდა ასოციაციური დამახსოვრების მისეულ მეთოდს. ამის საპირისპიროდ, თანამედროვე მოზარდები და ახალგაზრდა ასაკის ადამიანები საერთოდ არ „რთავენ“ გონებრივ ძალისხმევას, არ ახდენენ მეხსიერების ფუნქციის მობილიზებას თარიღებისა თუ ტელეფონის ნომრების დასამახსოვრებლად. არც არის გასაკვირი, რა საჭიროა ძალისხმევა, როდესაც ეს ძალზე მარტივად, ღილაკზე თითის დაჭერითაა შესაძლებელი.

აღარავინ დავობს იმაზე, რომ ტექნიკური პროგრესი კაცობრიობის მეხსიერებას, ინტელექტს, შემოქმედებით აზროვნებასა და უნარს ასუსტებს!

ანთროპოლოგი ლიონ ტამირი განმარტავს - „მთლიანობაში კაცობრიობის განვითარების პროცესი მეხსიერების შესუსტების გზით მიმდინარეობს, ეს, თავის მხრივ, ნორმალური ევოლუციური პროცესია, საკმარისია გავიხსენოთ, რომ წიგნის ბეჭდვის მეთოდის შემუშავებამდე, როდესაც წიგნები იშვიათობა და ფუფუნება იყო, ადამიანთა უმრავლესობა თავის ცოდნასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას ზეპირმეხსიერების ფორმით ინახავდა და ამავე ფორმით გადასცემდა სხვებს საჭიროების შემთხვევაში. წიგნების შექმნისთანავე პროფესიულ გამოცდილებათა მასობრივი ინფორმაციის შენახვა გამარტივდა და საზოგადოდ, ცოცხალი სამყარო ეფუძნება ენერგიის ეკონომიის პრინციპს, თუ ტვინს არ ესაჭიროება ენერგიის ხარჯვა დამახსოვრებაზე, ის მას არ დახარჯავს. ეს კი მთლიანობაში აისახება მის მუშაობაზე!“

მართლაც, ახალი ტექნოლოგიების დანერგვამ ჩაანაცვლა მხედველობითი, სმენითი, ასოციაციური და სხვა ტიპის მეხსიერების ფუნქციები, შეასუსტა ახალი ცოდნის მიღების, ინფორმაციის შეთვისების (რადგან მეხსიერება და დასწავლა ურთიერთდაკავშირებული პროცესებია) პროცესი, შესაბამისად, „თეთრი ლაქები“ უხვად შეინიშნება ყველა ასაკის ადამიანთა მოგონებებში. ამის შედეგია ის, რომ ტურისტული მოგზაურობიდან დაბრუნებულთა უმრავლესობას უჭირს ნანახი ადგილებისა თუ ღირსშესანიშნაობების ჩამოთვლა-გახსება, მით უფრო, დეტალურად აღწერა, თურმე იმის გამო, რომ მობილური მოწყობილობები და ფოტოაპარატები აფიქსირებს მათ, ტვინი აღარ თვლის საჭიროდ მეხსიერებაში ამ ინფორმაციის შენახვას. ექსპერტთა განცხადებით - ეს ფენომენი უწინაც მუშაობდა, ფოტოფირიანი ფოტოგრაფიის ეპოქაშიც, თუმცა, რა თქმა უნდა, არა ასეთი ხარისხით.

ფსიქოლოგებს ხშირად მოჰყავთ მაგალითისათვის 50 წლის ასაკის ერთ-ერთი მამაკაცის შემთხვევა. თურმე ის ძლივს იხსენებდა საზღვარგარეთ მოგზაურობის ადგილებს, ერთი ადგილის გამოკლებით, რომელზეც ყოველთვის დაწვრილებით ჰყვებოდა. ეს ის ადგილი იყო, სადაც ფოტოაპარატი გაუფუჭდა. ნუ გაგეცინებათ, ეს ფაქტია და არა ფსიქოლოგთა უსაფუძვლო მონაგონი.

მეხსიერებისა და კონცენტრაციის უნარის შესუსტება ახალ თაობასთან განპირობებულია იმითაც, რომ ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიება სადღეისოდ ინტერნეტითაა შესაძლებელი, აღარ არის საჭირო წიგნებში „ქექვა“, ვრცელი ტექსტების წაკითხვა და შესაბამისი ამონარიდების მონიშვნა. სადღეისოდ ასე პოპულარული მოკლე ტექსტური შეტყობინებები მეხსიერების „გაზარმაცებას“ უწყობს ხელს, მობილური მოწყობილობებით გადაცემული ტექსტები მოკლეა, არ საჭიროებს კონცენტრაციის უნარის მობილიზებას, ცალკე საკითხია, რა გავლენას ახდენს ყოველივე ეს ტვინის ფუნქციობაზე მთლიანობაში. პრინციპი იგივეა, რაც სხეულის ფიზიკური განვითარების დროს - ტვინის გაუვარჯიშებლობა ასუსტებს მის ფუნქციას!

კომპიუტერულმა ტექნოლოგიებმა და ნავიგაციური სისტემების დანერგვამ კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა ახალ თაობებს, მათ უჭირთ გარემოში ორიენტირება, წარმოსახვითი ანალიზი და საზოგადოდ, წარმოსახვა.გარე სივრცის აღქმა და მთლიანობაში შეგრძნება ახალ თაობას ბევრად გაძნელებული აქვს, ვიდრე ასაკოვნებს, მეტიც, ეს ხშირად აშინებს ახალგაზრდებს, მათი ერთადერთი ხსნა ისევ მობილურ მოწყობილობებშია, ისინი სასურველ ადგილამდე ნავიგატორის დახმარებით აღწევენ და ხშირად შენობაში ყოფნას ამჯობინებენ გარეთ სიარულს.

ახლა კი მთავარი: არსებული პროცესების ანალიზის შედეგად ფსიქილოგები და ფსიქიატრები თანხმდებიან იმაზე, რომ თუ უწინ ოფიციალური ზღვრული ნიშნული, რომლიდანაც მეხსიერების შესუსტება იწყებოდა - 50 წელი იყო, სადღეისოდ 40 წელს მიუახლოვდა. უახლოეს პერიოდში მეხსიერების შესუსტება კიდევ უფრო გაახალგაზრდავდება და შესაბამისად, ასაკი, რომლიდანაც ალცჰაიმერი იწყება, კიდევ უფრო დაიწევს. „მოხუცებულთა დემენცია“ 60 წელს მიუახლოვდება. ეს, რა თქმა უნდა, საგანგაშოა, რადგან კატასტროფულ შედეგებს მოუტანს კაცობრიობას.

აღნიშნული პროცესის შეფერხება მხოლოდ ერთი გზითაა შესაძლებელი - არ უნდა ვიყოთ მობილურ მოწყობილობებზე დამოკიდებული და მიჯაჭვული, მუდმივად უნდა ვავარჯიშოთ მეხსიერება და ინტელექტი, არ მივცეთ ტვინს მოდუნების საშუალება!

საყურადღებოა დიდ ბრიტანეთში ჩატარებული ერთი კვლევის შედეგები. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის სხვა ჯგუფებთან შედარებით, ალცჰაიმერის დაავადება შედარებით ნაკლებად აღინიშნებოდა ლონდონელ „ტაქსისტებს“ შორის. ამ ფენომენს მხოლოდ ერთ ახსნას უძებნიან ექსპერტები, ტაქსის მძღოლები იძულებულნი არიან მუდმივად გააქტიურებული ჰქონდეთ მეხსიერება, ტვინში მუდმივად „ჩართული“ ჰქონდეთ ინგლისის დედაქალაქის ჩახლართული რუკა, დაძაბული ჰქონდეთ წარმოსახვა, მეხსიერება და ტვინი კლიენტის მომსახურებისას, მხოლოდ საკუთარ ორიენტაციასა და მეხსიერებაზე დაყრდნობით შეასრულონ სამუშაო.

ასე რომ, ნუ დააჩაგვრინებთ თავს ტექნოლოგიებს, გაუფრთხილდით საკუთარ მეხსიერებას და ინტელექტს, ავარჯიშეთ ტვინი!