რატომ შფოთავს ადამიანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ შფოთავს ადამიანი

შფოთვა და შფოთვითი აშლილობები

შფოთვა ადამიანის ნორმალური რეაქციაა და ცხოვრებისეულ სიტუაციებში ვლინდება. მისი ძირითადი დანიშნულებაა - მოსალოდნელი საფრთხის დროს შინაგანი სიგნალი ჩართოს და მოამზადოს სხეული შესაბამისი რეაგირებისათვის. ის შეიძლება სასიამოვნო მოვლენებმაც გამოიწვიოს, ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ შფოთვა ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

ის შესაძლოა იქცეს პორბლემად, როდესაც ყოვლისმომცველი და უმართავი ხდება. თუ განვითარდა მოულოდნელად და დაარღვია ცხოვრების ხარისხი, ამ შემთხვევაში ის განიხილება შფოთვის რეგისტრის დარღვევად. ხშირად მას ახლავს არასასიამოვნო ფიზიკური და ფსიქიკური სიმპტომები. ადამიანები აცნობიერებენ, რომ მათი შფოთვა მოწყვეტილია რეალობას, მაგრამ აზრები და შეგრძნებები თითქოს მათ “ ხაფანგში“ აქცევენ. ხშირ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად ცვლის ადამიანის ცხოვრების სტილს, ხელს უშლის ყოველდღიური საქმიანობის შესრულებაში, იწვევს უსუსურობის და უხალისობის განცდას.

კვლევების თანახმად ვლინდება, რომ შფოთვის დონე ბოლო საუკუნის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც გარემოს მუდმივი ცვალებადობით და დამცავი ფაქტორების დეფიციტით არის განპირობებული.

გამომწვევი მიზეზები

შფოთვითი აშლილობების გამომწვევი ფაქტორები კომბინირებულია. ის მოიცავს გენეტიკურ პრედისპოზიციას და გარემოს ზემოქმედებას. ასეთ ფაქტორებს მიეკუთვნება: შფოთვითი აშლილობების ოჯახური ისტორია, პიროვნული აშლილობები, მაღალი მოწყვლადობა, რის გამოც ადამიანები ზედმეტად მწვავედ რეაგირებენ ნეიტრალურ სტიმულებზე. გენეტიკური წინასწარგანწყობის არსებობისას ყალიბდება შფოთვითი აშლილობის კლინიკური სურათი. გარემოს მავნე ფაქტორებს მიეკუთვნება: სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთერებების გამოყენება (კოფეინი, ბენზოდიაზეპინები, კანაბისი), სომატური დაავადებები (გულის დაავადებები, ჰიპერთირეოიდიზმი, ფეოქრომოციტომა); მძიმე და გახანგრძლივებული სტრესული ზემოქმედება; მენტალური დარღვევები (დეპრესია, დემენცია). განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბავშვობის დროინდელ ტრავმებს და აღზრდის თავისებურებებს. მნიშვნელოვანი რისკფაქტორებია: ბავშვთა ასაკში გადატანილი ფიზიკური და ემოციური ძალადობა; მშობლების დაკარგვა; დაშორება; მშობლების მხრიდან უგულებელყოფა.

დადასტურებულია, რომ შფოთვის მაღალი დონის მქონე მშობლების (რომლებიც ცდილობენ მუდმივი კონტროლის ქვეშ მოაქციონ შვილები და შეზღუდონ მათი ავტონომიურობა) შვილებს შფოთვითი აშლილობის განვითარების გაცილებით მაღალი რისკი აქვთ. მაღალი რისკი აღენიშნება დაბალი სოციალ-ეკონომიკური რესურსის მქონე ინდივიდებსა და უმცირესობების წარმომადგენლებსაც.

სიმპტომები და დიაგნოსტიკა

მიუხედავად იმისა, რომ შფოთვითი აშლილობების ცალკეულ ტიპებს განსხვავებული სპეციფიკა და მიმდინარეობა აქვს, არსებობს ზოგადი სიმპტომები, რომლებიც დამახასიათებელია ყოველი მათგანისათვის. ესენია: ნერვიულობის, მოუსვენრობისა და დაძაბულობის განცდა; პანიკისა და გარდაუვალი საშიშროების განცდა; გულისცემის გახშირება; სუნთქვის გახშირება (ჰიპერვენტილაცია); ოფლიანობა; კანკალი; სისუსტისა და უძლურების განცდა; ყურადღების კონცენტრირება მხოლოდ შფოთვაზე და მის მიზეზებზე, გადანაცვლების სირთულეებით; ძილის დარღვევები; კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევები; მცდელობები თავი აარიდონ სახიფათო სიტუაციებს, სადაც მოსალოდნელია შფოთვისა და პანიკის განვითარება. ასევე ხშირად გვხვდება სიტუაციის არარეალურობის განცდა; კონტროლის დაკარგვისა და “ ჭკუიდან გადასვლის“ შიში.

შფოთვითი აშლილობა ქრონიკული დაავადებაა, რომელიც მნიშვნელოვნად არღვევს პაციენტის ფუნქციობას. დიაგნოსტირება არც ისეთი მარტივია, რადგან არ არსებობს დიაგნოსტირების რაიმე ობიექტური ბიომარკერები და იგი დაფუძნებულია პაციენტის ანამნეზის დეტალურ შესწავლასა და სიმპტომების კლინიკურ შეფასებაზე. დიაგნოსტიკაში გვეხმარება შფოთვის საზომი სკალები. ძალიან მნიშვნელოვანია დიფერენციული დიაგნოსტიკა, რადგან შფოთვითი სიმპტომატიკა შესაძლოა იყოს სხვა მენტალური დარღვევის ფარგლებში. ასევე აუცილებელია თანმხლები დარღვევების შეფასება ეფექტური მკურნალობისათვის.

მკურნალობა

მკურნალობა მოიცავს მედიკამენტურ თერაპიას, ფსიქოთერაპიას და ცხოვრების სტილის შეცვლას. თერაპიას არჩევს სპეციალისტი ინდივიდუალურად პაციენტისთვის: ზოგ შემთხვევაში უმჯობესია ფსიქოთერაპიის დაწყება, ზოგჯერ კი საწყის ეტაპზე მედიკამენტური თერაპია უფრო ეფექტურია. ფსიქოთერაპიისა და მედიკამენტური თერაპიის კომბინაცია კი რთულ და მიშვებულ მდგომარეობაშიც იძლევა ეფექტს. ფსიქოთერაპიული ტაქტიკებიდან ყველაზე ეფექტიანია - კონსულტირება, კოგნიტურ-ქცევითი თერაპია და დიალექტიკური ქცევითი თერაპია. ფსიქოთერაპიის ძირითადი მიზნებია სიმპტომატიკის გააზრება, არასწორი გრძნობებისა და აზროვნების შეცდომების გასწორება და ქცევის ახალი სტრატეგიების ჩამოყალიბება. ეფექტურია სარელაქსაციო ტაქტიკების გამოყენებაც, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს პანიკის განვითარების რისკს.

ცხოვრების სტილის შეცვლა გულისხმობს ალკოჰოლის, ნარკოტიკებისა და ნიკოტინის აკრძალვას, ძილის მოწესრიგებას, ცხოვრების ჯანსაღ წესს ზომიერი ფიზიკური აქტივობით, მეგობრებისა და ოჯახის წევრების მხარდამჭერი ქსელის ჩამოყალიბებას.

პროგნოზი

პროგნოზი დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობასა და თავად ინდივიდზე. მკურნალობის გარეშე შფოთვითი აშლილობა მნიშვნელოვნად არღვევს ცხოვრების ხარისხს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების შფოთვის რეგისტრის აშლილობის მკურნალობა, რადგან ის არღვევს ბავშვის ადაპტაციას სკოლაში და თანატოლების წრეში, იწვევს მნიშვნელოვან დისტრესს და ზრდასრულ პაციენტებთან შედარებით, გაცილებით ხშირად ასოცირდება სხვა მენტალურ დარღვევებთან.

რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს?

ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ, თუ:

  • შფოთვა უკონტროლოა და შემაწუხებელი;
  • მნიშვნელოვნად არღვევს თქვენი ცხოვრების ჩვეულ რიტმს, გიჭირთ ყოველდღიური საქმიანობის შესრულება;
  • თუ ხართ დაძაბული და დათრგუნული;
  • იმ შემთხვევაში კი, თუ გაგიჩნდათ სუიციდური აზრები, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს!

ვის მივმართო?

შფოთვითი რეგისტრის აშლილობები შედის ფსიქიატრიის სფეროში, შესაბამისად, ვერავინ უმკურნალებს მათ ფსიქიატრზე უკეთესად. საქართველოში სტიგმატიზაციის შიშით, ფსიქიატრის ნაცვლად, ხშირად მიმართავენ ნევროლოგებს ან ზოგადი პროფილის ექიმებს, რომლებსაც არ აქვთ შფოთვითი აშლილობების მკურნალობის საკმარისი ცოდნა და გამოცდილება. შესაბამისად, ძალიან ხშირია, როდესაც პაციენტი ფსიქიატრთან ხვდება დაგვიანებით და გაცილებით უფრო რთულ მდგომარეობაში, ვიდრე საწყის ეტაპზე. დროულად მიმართეთ სპეციალისტს, გაითვალისწინეთ რეკომენდაციები და გათავისუფლდით შფოთვისაგან.