ძილის ხანგრძლივობა პირდაპირ კავშირშია შრომის უნართან - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

ძილის ხანგრძლივობა პირდაპირ კავშირშია შრომის უნართან

ძილის ხანგრძლივობა პირდაპირ კავშირშია შრომის უნართან
მხოლოდ 16 წუთითაც კი ძილის დანაკლისი მეორე დღეს შრომის ეფექტურობას მნიშვნელოვნად აქვეითებს. სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტში გამოიკვლიეს, რომ ძილის ხანგრძლივობის უმნიშვნელო შემცირებაც კი იწვევს ანალიტიკური აზროვნების უნარისა და ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითებას. პარალელურად იზრდება სტრესის დონე და მცირდება პროდუქტიულობა.

მეცნიერები მოუწოდებენ დამსაქმებლებს, არ დაუშვან თანამშრომლების გადატვირთვა, შეამცირონ სამუშაო დატვირთვა, რათა გაიზარდოს ძილის ხარისხი და ხანგრძლივობა. ექსპერტებმა გამოკითხეს 130 ადამიანი. მოხალისეები ჰყვებოდნენ რომელ საათზე იძინებდნენ/იღვიძებდნენ, რამდენი ეძინათ და როგორი იყო ძილის ხარისხი. მოხალისეები ასევე უზიარებდნენ მკვლევრებს ყურადღების კონცენტრაციასა და შფოთვით აზრებთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ისინი,
ვისაც ჩვეულზე შედარებით ცოტა ეძინათ, უჩიოდნენ ძილის დაბალ ხარისხს, კოგნიტიურ, განსაკუთრებით კონცენტრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამასთან, ძილის ნაკლებობა დაკავშირებულია მეხსიერების დარღვევებთან, გულისა და იმუნური სისტემის დაავადებებთან.

ლალი ჩხიკვაძე
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
უკვე დადგენილია, რომ ღამის ცვლაში მომუშავე ქალებთან სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი რამდენადმე
22-07-2019
ძილი ადამიანს ეხმარება ცხოვრების უსიამოვნო, დამამცირებელი მოვლენების გადალახვაში. ჯანსაღი ძილის საშუალებით
11-06-2019
დიდი ხანია ცნობილია, რომ ძილის დეფიციტი გულთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს იწვევს. თუმცა, ბოლო
06-06-2019
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
თავის ტვინის კისტა ქალასშიდა სითხით სავსე ღრუ წარმონაქმნია. შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი.
ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით კი ეპიდემიების დროს, სტრესული აშლილობა, რომლის ძირითადი
ტოკიოს სამედიცინო მეცნიერებების ინსტიტუტმა დაამტკიცა, რომ 50 წლის ასაკში პოზიტიური განწყობა, 70 წლის ასაკში ჭკუასუსტობის განვითარების რისკს ამცირებს.
შაქრიანი დიაბეტის ერთერთი ვერაგი გართულება დიაბეტური ნეიროპათიაა.
ზამთარი დასასრულს უახლოვდება, თუმცა, სიცივე ჯერ კიდევ შემაწუხებელია, ფანჯრიდან ისევ გაცრეცილი პეიზაჟი და ღრუბლიანი ცა ჩანს.
ტორონტოს უნივერსიტეტის სპეციალისტები იზიარებენ აუტიზმის განვითარების ცილოვანი პათოლოგიის თეორიას და ხსნიან უცნობი ეტიოლოგიის დაავადების
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად