ტვინის სტიმულაციამ ხანდაზმულ ადამიანს მეხსიერება დაუბრუნა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტვინის სტიმულაციამ ხანდაზმულ ადამიანს მეხსიერება დაუბრუნა

ჩატარებულ კვლევაში 64-80 წლის ასაკის 15 ადამიანი მონაწილეობდა. თითოეულ მათგანს აღენიშნებოდა მათი ასაკის შესაბამისი მეხსიერების გაუარესება. თავდაპირველად მეცნიერები ფუნქციური მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფიის მეთოდის საშუალებით ადგენდნენ თითოეული მოხალისეს ჰიპოკამპის მდებარეობასა და აქტივობის ხარისხს.

ჰიპოკამპი ტვინის მეხსიერებაზე პასუხისმგებელი რეგიონია. ასაკის მატებასთან ერთად ჰიპოკამპის მოცულობა მცირდება, რასაც უკავშირდება მეხსიერების გაურესება.

მეცნიერება მიაგენს სტიმულაციის ინდივიდუალურ წერტილს - ტვინის ტერმინალური წილის უბანს, რომელიც ნეირონული ქსელით უკავშირდება ჰიპოკამპს. რადგანაც ჰიპოკამპი ძალიან ღრმადაა განთავსებული, მისი უშუალო ელექტრომაგნიტური სტიმულაცია შეუძლებელია. სტიმულაციის წერტილი მდებარეობს მარცხენა ყურის უკანა ზემო ნაწილში და თითოეულ ადამიანში მისი მდებარეობა მცირედით განსხვავებულია.

შემდგომ ეტაპზე მოხალისეებმა გაიარეს მეხსიერების ტესტი. შედარებით ახალგაზრდებმა დააგროვეს 55 ქულა, ხოლო ხანდაზმულებმა 40 ქულაზე ნაკლები. ამის შემდეგ ხუთი დღის განმავლობაში დღეში 20 წუთი მონაწილეების ჰიპოკამპზე ზემოქმედებდნენ მაღალტალღური ელექტრომაგნიტური იმპულსებით (ამ მეთოდს უწოდეს ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაცია).

ბოლო სეანსიდან მეორე დღეს მონაწილეებმა ისევ გაიარეს მეხსიერების ტესტი. ამ შემთხვევაში ახალგაზრდებისა და ხანდაზმულების შედეგებს შორის სხვაობა არ აღინიშნებოდა.

ფუნქციურმა მაგნიტო-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ სტიმულაციით გაიზარდა ჰიპოკამპის ნეირონების აქტივობა, რამაც მის ფუნქციაზე დადებითად იმოქმედა. ჯერჯერობით უცნობია რამდენად ხანგრძილვია აღნიშნული ეფექტი.

ლალი ჩხიკვაძე