ერთდროულად დიეტა და ვარჯიში ტვინს 9 წლით აახალგაზრდავებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

ერთდროულად დიეტა და ვარჯიში ტვინს 9 წლით აახალგაზრდავებს

ერთდროულად დიეტა და ვარჯიში ტვინს 9 წლით აახალგაზრდავებს
თუ ხანშიშესული ადამიანი რეგულარულად ივარჯიშებს (ზომიერ რეჟიმში) მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს კოგნიტიურ ფუნქციებს. ნახევარწლიანი ექსპერიმენტის შემდეგ მოხალისეებს აზროვნებითი ფუნქციები 9 წლის ეკვივალენტით გაუუმჯობესდათ. დიუკას უნივერსიტეტის თანამშრომელთა განცხადებით, კვლევაში მონაწილეობა მიიღო 160 მოხალისემ (საშუალო ასაკი 65 წელი). ექსპერიმენტის დაწყებამდე მათ აღენიშნებოდათ ყურადღების დეფიციტი, კონცენტრაციის უნართან და მეხსიერებასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები, გადაწყვეტილებათა მიღების სიძნელეები, თუმცა, დემენცია არ იყო დიაგნოსტირებული. ცნობილია ისიც, რომ ყველა საკვლევი პირი ფიზიკურად ნაკლებაქტიური იყო.

ექსპერიმენტის ფარგლებში მოხალისეები კვირაში სამჯერ 45 წუთი ვარჯიშობდნენ, ამასთან, იცავდნენ შესაბამის დიეტებს, კონკრეტულად ჰიპერტონული დაავადების მქონე პირები DASH დიეტას
(ხილი, ბოსტნეული, პარკოსნები, მარცვლოვნები, უცხიმო ხორცი, შაქრისა და მარილის შეზღუდვა). საკვლევი პირები 4 ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი, პირველ ჯგუფში გაერთიანებულები სისტემატურად დადიოდნენ ფეხით, დარბოდნენ ან სეირნობდნენ ველოსიპედით, მეორე ჯგუფის წევრები მკაცრად იცავდნენ დიეტას, მესამე ჯგუფის წარმომადგენლები რეგულარულად ვარჯიშობდნენ, მეოთხე ჯგუფი კი საკონტროლო იყო.

ყველაზე დიდი ეფექტი
აღინიშნა მესამე ჯგუფის წარმომადგენლებთან, შემდგომ პირველი ჯგუფის წევრებთან. მხოლოდ დიეტა დიდად ვერ აისახა გონებრივ ფუნქციათა გაუმჯობესებაზე. ისიც აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში ვარჯიშიც არ ახდენდა მეხსიერების გაუმჯობესებაზე გავლენას, სამაგიეროდ, ექსპერიმენტში მონაწილეებს გაუუმჯობესდათ ქცევის კონტროლი, კონცენტრაციის უნარი, მიზნის მისაღწევად აქტიურობა და მზადყოფნა გამოუვლინდათ.

თინათინ გოცაძე

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის-30აბი
ფასი: 39.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
ამცირებს ქოლესტერინის და ცხიმის დონეს-50მლ
ფასი: 26.9
მსგავსი სიახლეები
ალცჰაიმერის დაავადების მცდარი დიაგნოსტიკა საკმაოდ გავრცელებულია. ერთ-ერთი გონებრივი ფუნქციის დაკარგვა (გამოთიშვა)
10-04-2019
ექიმები დიდი ხანია ეძებენ უსაფრთხო დიეტას მოხუცებულთათვის, რომელიც უზრუნველყოფს ჭარბი წონის კლებას,
03-04-2019
სახსრების დაავადებებს საუკუნის ეპიდემიად მოიხსენიებენ.
05-11-2018
დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
კატეგორიის სხვა სტატიები
ინსულტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებაა.
ყველამ იცის, რომ ხახვში შემავალ სასარგებლო ნივთიერებებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემის
ალცჰაიმერის დაავადების მცდარი დიაგნოსტიკა საკმაოდ გავრცელებულია. ერთ-ერთი გონებრივი ფუნქციის დაკარგვა (გამოთიშვა)
მოწევა, შაქრიანი დიაბეტი და მაღალი არტერიული წნევა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ტვინის არტერიებს, ამ უკანასკნელთა
მწვანე ჩაისა და სტაფილოში არსებულ ნაერთებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების შეჩერების უნარი გააჩნია.
თვალის სისხლძარღვების კვლევა შეიძლება ალცჰაიმერის დაავადების ნაადრევი დიაგნოსტიკის საიმედო მეთოდი აღმოჩნდეს.
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად