ყველაფერი ინსულტის შესახებ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

ყველაფერი ინსულტის შესახებ

ყველაფერი ინსულტის შესახებ
ინსულტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებაა. ის ადრეული სიკვდილის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია და ჯანმო-ს მონაცემებით, გულის იშემიური დაავადების შემდეგ მეორე ადგილს იკავებს, წინ უსწრებს რა სიმსივნურ პათოლოგიებს.


გავრცელების თავისებურებანი

ყოველწლიურად მსოფლიოში ინსულტის 6 მილიონი ახალი შემთხვევა ფიქსირდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე ყოველ 30 წამში 1 ადამიანს ინსულტი ემართება.

გავრცელების სიხშირე რეგიონების მიხედვით იცვლება, საშუალოდ ყოველ 100 ათას მოსახლეზე 460-დან 560-მდე ვარირებს.

უკანასკნელ წლებში ინსულტების რაოდენობამ 2-3-ჯერ გადააჭარბა მიოკარდის ინფარქტის შემთხვევებს.

მთელ მსოფლიოში ინსულტების გავრცელებას მოსახლეობის რასა და ეროვნება
განსაზღვრავს.

ყველაზე მეტად ეს პათოლოგია ნეგროიდული რასის ადამიანებს ერჩის, შემდეგ მონგოლოიდურს და ნაკლებად ევროპეოიდულს. ასე მაგალითად, აშშ-ში ინსულტის სტრუქტურა რასის მიხედვით ასე გამოიყურება:

  • აფროამერიკელები;
  • აზიელები;
  • ესპანურად მოსაუბრენი;
  • თეთრკანიანი ამერიკელები.


ცხოვრების წესი


ინსულტის განვითარების ალბათობას უშუალოდ განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრების წესი და მისი პროფესიული საქმიანობა.

ინსულტგადატანილი ადამიანების 30% გონებრივად მომუშავეა,
31-33% - ფიზიკურად მშრომელი, 27-29% კი ისინი, რომელთა პროფესიული საქმიანობა ერთდროულად ინტელექტუალურ შრომასაც ითვალისწინებს და ფიზიკურსაც.


ასაკი

უკანასკნელ წლებში, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებათა მსგავსად, საკმაოდ გაახალგაზრდავდა ინსულტის ასაკიც, თუმცა განსაკუთრებით სარისკოა 55 წლის შემდეგ, ყოველ მოდევნო 10 წელიწადში კი მისი განვითარების ალბათობა 2-ჯერ იზრდება.


რისკფაქტორები

ყველაზე ხშირად ინსულტი ათეროსკლეროზის, არტერიული ჰიპერტენზიისა და თავის ტვინის სი­სხლძარღვთა ანევრიზმის მქონე ადამიანებს ემართებათ.

95%-ში იშემიური ინსულტის მიზეზი თრომბია, რომელიც ვითარდება ათეროსკლეროზული ფოლაქისაგან და თავის ტვინის მკვებავ რომელიმე არტერიაში ნორმალურ სისხლმომარაგებას ბლოკავს.

ანამნეზის შესწავლისას დგინდება, რომ ინსულტგადატანილ ადამიანთა 15% ინსულტამდე მაუწყებელ მინიინსულტს ან ტრანზიტორულ, ე.წ. გარდამავალ იშემიურ შეტევას აღნიშნავს.

თუმცა მინიინსულტგადატანილი ადამიანების უმრავლესობა სპეციალისტს არ მიმართავს, რამდენადაც მინიინსულტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მისი განვითარებიდან მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში თავისთავად ქრება.


შედეგები

ინსულტის ყველაზე გავრცელებული ფორმა იშემიური ინსულტია, რომელიც საერთო მაჩვენებლის 80%-ს შეადგენს და განსაკუთრებულ საჭიროებათა გაჩენის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია.

ინსულტგადატანილი ადამიანების მხოლოდ 10-13%-თან ხდება სრული გამოჯანმრთელება, სხვა დანარჩენი გარკვეული ხარისხით უნარების შეზღუდვას იწვევს - ნაინსულტარი ადამიანების 31%-ს სჭირდება დამხმარე, 20% კი დამოუკიდებლად გადაადგილებასაც ვერ ახერხებს.

ამიტომ, საკმაოდ მნიშვნელოვანია ინსულტისშემდგომი რეაბილიტაციის დროული დაწყება, რაც, შრომის უნარის აღდგენასთან ერთად, ინსულტის რეციდივების რისკსაც მნიშვნელოვნად ამცირებს.

ინსულტის გადატანიდან მომდევნო 5 წლის განმავლობაში 50%-ს ის კვლავ უმეორდება, პირველ წელს ამის ალბათობა 10%-ია, ყოველ მომდევნო წელს კი 5-8%-ია.


ლეტალობა


ინსულტისას ლეტალობა დაგვიანებულ და არასწორად დაწყებულ მკურნალობას უკავშირდება, თუმცა ხშირად ის თავად პროცესის სიმწვავითაა განპირობებული.

მწვავე ინსულტისას ადრეული ლეტალობა ვითარდება 30 დღის მანძილზე და იშემიური ინსულტის დროს ის 35%-ს შეადგენს, ამასთან, სტაციონარში ეს მაჩვენებელი 24%-ია, ბინაზე მკურნალობის პირობებში კი - 43%.

ინსულტის გადატანიდან ერთი წლის შემდგომი ლეტალობა 45-50%-ია. მამაკაცთა ლეტალობა გაცილებით მეტია, ვიდრე ქალებისა.


უსიმპტომო ინსულტი

კომპიუტერული ტომოგრაფიის ხელმისაწვდომობის ზრდამ სპეციალისტებს არა მხოლოდ თავის ტვინში არსებული დაზიანებების აღმოჩენის, არამედ იმ უბნების გამოკვლევის საშუალებაც მისცა, რომლებიც დაზიანებულია, თუმცა კლინიკურად ჯერ თავს არ ამჟღავნებენ.

სხვადასხვა ავტორის მონაცემით, შემთხვევით აღმოჩენილ პათოლოგიათა სიხშირე 1.1-დან 1.7%-მდე მერყეობს.

ჰოლანდიელმა სპეციალისტებმა იმის გასარკვევად, რამდენად ხშირია უსიმპტომო ინსულტები, ჩაატარეს კვლევა. დადგინდა, რომ ექსპერიმენტში მონაწილე პირთა 7,2%-ს გადატანილი ჰქონდა უსიმპტომო ინსულტი, 1,8%-ს დაუდგინდა ანევრიზმა, 1,6%-ს - კეთილთვისებიანი სიმსივნეები.

2-ათასიანი საკვლევი ჯგუფიდან 6-ს ჰიპოფიზის მიკროადენომა აღმოაჩნდა, 2-ს კი - კარიბჭე-ლოკოკინას ნერვის შვანომა.

საბედნიეროდ, 21-ე საუკუნის დასაწყისში, დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში გამოიკვეთა ინსულტების მნიშვნელოვანი შემცირება. ეს დადებითი დინამიკა არტერიული ჰიპერტენზიის აქტიური მკურნალობითა და იმ საკვები პროდუქტების უარყოფით აიხსნება, რომლებიც ე.წ. მავნე ქოლესტერინის შემცველია.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
5 HPT დეპრესიის საწინააღმდეგო -60 აბი
ფასი: 49.5
დატვირთული რეჟიმის მქონე პირებისთვის
ფასი: 29.9
დამამშვიდებელი საშუალება
ფასი: 28.9
მსგავსი სიახლეები
ნევროლოგების ჯგუფმა გამოავლინა ცალკეული კოგნიტიური სფეროს ცვლილებები, რომლებიც მოქმედებს
10-07-2019
ზოგჯერ ადამიანის ორგანიზმში დიდი ზომის თრომბი ყალიბდება. სისხლის ნაკადთან ერთად ის გადაადგილება სისხლის
14-05-2019
ღეროვანი უჯრედების აღმოჩენამ, თამამად შეიძლება ითქვას,
05-02-2019
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
კატეგორიის სხვა სტატიები
ამერიკელ მეცნიერთა განცხადებით, მოხუცებულობის მარაზმის არიდება აქტიური ფიზიკური დატვირთვებითა და ცეკვებით
კალიფორნიის მეცნიერებმა წარმოადგინეს რობოტი-ძაღლი Tombot, რომელიც მოწოდებულია ალცჰაიმერის დაავადებითა
თუ ადამიანს 40-60 წლის ასაკში ძილის პრობლემები უჩნდება, ეს შეიძლება ტვინში ნეირონებისათვის
სპეციალისტები დღეს უკვე აღარ კამათობენ იმაზე, რომ აუტისტური სპექტრის დარღვევების განვითარებას განსაზღვრავს
ნევროლოგების ჯგუფმა გამოავლინა ცალკეული კოგნიტიური სფეროს ცვლილებები, რომლებიც მოქმედებს
"სტრესი ცხოვრებაა და მისგან სრულიად დაზღვეული მხოლოდ ის არის, ვინც არაფერს აკეთებს." - ჰანს სელიე
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად