ნევროლოგები ტვინის პათოლოგიური ცვლილებების გამოვლენის მარტივ მეთოდს გვთავაზობენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნევროლოგები ტვინის პათოლოგიური ცვლილებების გამოვლენის მარტივ მეთოდს გვთავაზობენ

სპეციალისტები გვთავაზობენ თვალის უკანა ნაწილში სისხლძარღვების ცვლილებებისა და ბადურას განლევის გამოვლენას.

თვალის კვლევის მეთოდს ეწოდება „ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფია ანგიოგრაფიის ფუნქციით“. მისი საშუალებით მეცნიერებმა შეადარეს ალცჰაიმერის დაავადებით დაავადებულთა, ზომიერი კოგნიტიური დარღვევების მქონე პირთა და აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანების თვალის ბადურა.

აღმოჩნდა, რომ ადამიანების პირველ ჯგუფს ჰქონდა ბადურის წვრილი სისხლძარღვების ნაწილის დახშობის ნიშნები. ალცჰაიმერის დაავადებით დაავადებულებს განლეული ჰქონდათ ბადურის განსაკუთრებული შრე (მგრძნობიარე ქსოვილი თვალის უკანა ნაწილში). ზომიერი კოგნიტიური ცვლილებების მქონე პირებში მსგავსი პროცესები არ აღინიშნებოდა.

ტესტის სიზუსტე ალცჰაიმერის დაავადებისა და ზომიერი კოგნიტიური დარღვევებით გამოწვეული გულმავიწყობის გარჩევის საშუალებას იძლევა. თვალის სკანირება ადრეული დიაგნოსტიკის მარტივი, შედარებით იაფი და არაინვაზიური მეთოდია მეხსიერების, ქცევის ხარისხის ტესტების, ტვინის სკანირებისა და თავ-ზურგტვინის სითხის ანალიზთან შედარებით.

ლალი ჩხიკვაძე