ძილი დაავადებასთან ბრძოლაში გვეხმარება
იმუნური Т-უჯრედები გადაპროგრამებას განიცდიან, რაც მათ ეფექტურობას ზრდის. იმუნური უჯრედები უკეთ ცნობენ ორგანიზმის დასნებოვნებულ უჯრედებს და ანადგურებენ მას.
სხეულში იმუნური უჯრედები იღებენ ორ სიგნალს - მათი მუშაობის გამააქტიურებელსა და მამუხრუჭებელს. მეორე ტიპის სიგნალი Т-უჯრედებს ხელს უშლის დაზიანებულ უჯრედებთან შეერთებასა და მათ ლიკვიდაციაში. ციტომეგალოვირუსით დასნებოვნებული ადამიანის სისხლის ლაბორატორიული კვლევით აღმოჩნდა ოთხი ტიპის ნივთიერება, რომელიც მოქმედებს იმუნურ უჯრედებზე. ამ ნივთიერებებს შორის იყო პროსტაგლანდინები, რომლებიც Т-უჯრედებს ისე აპროგრამებს, რომ მათ ნაკლები ცილა აწარმოონ.
ანალიზმა ცხადყო, რომ Т-უჯრედების აქტივობის დამაქვეითებელი ნივთიერებების დონე სწორედ ძილის დროს მცირდებოდა.
ლალი ჩხიკვაძე