რა კავშირია ძილსა და ტვინის დეგენერაციულ დაავადებას შორის - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2019

კითხვა-პასუხი

რა კავშირია ძილსა და ტვინის დეგენერაციულ დაავადებას შორის

რა კავშირია ძილსა და ტვინის დეგენერაციულ დაავადებას შორის
ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის თანამშრომლებმა გაარკვიეს, რომ ასაკოვნებს, რომელთა ძილის სტრუქტურაშიც ე.წ. ღრმა, იგივე ნელტალღოვანი ძილის ფაზა ხანმოკლეა, თავის ტვინში ტაუ-ცილის რაოდენობა მომატებული აქვთ. აღნიშნული მაჩვენებელი კი, მოგეხსენებათ, ალცჰაიმერის დაავადებასთან არის კავშირში.
იმისათვის, რომ თავის ტვინის დეგენერაციულ დაავადებასა და ძილის ფაზებს შორის კავშირი გაერკვიათ, მეცნიერებმა 60 წელს გადაცილებული 1109 ადამიანი გამოიკვლიეს. საკვლევი პირების 80 % არ აღენიშნებოდა კოგნიტიური პრობლემები, დანარჩენებს კი უმნიშვნელო ცვლილებები ჰქონდათ. სპეციალისტები კვირაობით აკვირდებოდნენ მათ ძილსა და თავის ტვინის ელექტრულ აქტივობას. 104 საკვლევ პირთან ბეტა-ამილოიდური და ტაუ-ცილის დონეც
განისაზღვრა თავზურგტვინის სითხეში, 38 ადამიანს კი ტვინის სკანირება ჩაუტარდა ცილოვანი ჩანართების შემცველობაზე.

როგორც გაირკვა, ე.წ. ღრმა ძილის ფაზის შემოკლება პირ
დაპირ კავშირში იყო თავის ტვინში ტაუ-ცილის მომატებულ დონესთან. ძილის საერთო ხანგრძლივობას არანაირი გავლენა არ ჰქონდა მაჩვენებლებზე.
მართალია, ტაუ-ცილის მომატებული დონის მქონე პირებს გაცილებით დიდხანს ეძინათ დღისითაც და ღამითაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათი ძილი მაღალი ხარისხის იყო. ძილის სტრუქტურის დარღვევა ცალსახად კავშირშია ტვინის დეგენერაციულ დაავადებასთან.

თინათინ გოცაძე

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 13-02-2019
gizo
ნეტვ ერთი ამ კვლევებს რომ აქვეყნებთ, 60 წელზე ზევით იმდენი პრობლემა გროვდება კიდევ კარგად არიან. 35 წლის ვარ და კვირაში, 2 დღე თუ მძინავს წესივრად, დანარჩენი ღამეში 3-3 საათი მძინავს და ეს უკვე წლებია და არანაირ პრობლემას არ უჩივი. მთავარი ცხოვრება იყოს დალაგებული და ადამიანური ურთიერთობებით წარმოშობილი პრობლემები ნუ იქნება.
რეკომენდებული პროდუქტები
5 HPT დეპრესიის საწინააღმდეგო -60 აბი
ფასი: 49.5
დამამშვიდებელი საშუალება
ფასი: 28.9
დატვირთული რეჟიმის მქონე პირებისთვის
ფასი: 29.9
მსგავსი სიახლეები
მეცნიერულად დადასტურებულია: • ქალის ტვინი მამაკაცისაზე 100 გრამით ნაკლებს იწონის, სამაგიეროდ, მის ნეირონებს შორის იმპულსთა გადაცემა
14-01-2019
მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკური საავადმყოფოს ექიმის მდგომარეობა, რომელსაც პაციენტი ფიზიკურად გაუსწორდა, ამ ეტაპზე სტაბილურია.
06-01-2019
ეპილეფსია უამრავ ცრურწმენასთან დაკავშირებული
13-12-2018
დიეტოლოგია
ნაღვლის ბუშტის დაავადებებისას დიეტური კვება მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად იწყება.
მაღალცხიმიანი და დაბალნახშირწყლოვანი დიეტა - LCHF: გახდომა სიამოვნებით - ეს დიეტა წვავს ცხიმებს.
კატეგორიის სხვა სტატიები
ცნობილია, რომ ძილი აუმჯობესებს ავადმყოფი ადამიანის მდგომარეობას. როგორც კვლევამ აჩვენა, ძილის დროს
ყოველი მეორე ქალი უჩივის შაკიკს ან ფეხების შეშუპებას. ეს შემთხვევები ერთმანეთს არაფრით უკავშირდება.
ნევროლოგებმა ქოლინით მდიდარი პროდუქტების საოცარი თვისება აღმოაჩინეს. არიზონის უნივერსიტეტის
თავბრუხვევაზე, მასთან დაკავშირებულ პრებლემებსა და გამომწვევ მიზეზებზე
აბერდინისა უნივერსიტეტის მეცნიერები, პროფესორ პიტერ მაკ კაფერის ხელმძღვანელობით შეისწავლიან A
სადღეისოდ აუტიზმი, ჩვეულებრივ, 4 წლის ასაკისთვის დიაგნოსტირდება, თანაც უპირატესად მეტყველების ანალიზის გამოყენებით.
ამერიკელმა მეცნიერმა და ექიმმა ბროდა ოტო ბარნსმა ენდოკრინოლოგიაში ჩატარებულ საინტერესო კვლევებზე დაყრდნობით აღმოაჩინა, რომ
არიზონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოავლინეს ადამიანის ორგანიზმის საოცარი თავისებურება: თუ
როგორც გამოცემა Science Advances იუწყება, ნაგოის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, პროფესორ ტაკაო იასუის
პირველ რიგში აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ კანის დაავადება, ეს არის რეაქცია რამე