რატომ გვეხვევა თავბრუ და რა ხმაურობს ყურებში? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ გვეხვევა თავბრუ და რა ხმაურობს ყურებში?

გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, ოტორინოლარინგოლოგი, ნეიროოტოლოგი ეკატერინე ხარხელი.

თავბრუხვევა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია, რომლის გამოც პაციენტები ექიმს მიმართავენ. თავბრუხვევა სხვადასხვა ადამიანებისთვის სხვადასხვანაირ მნიშვნელობას ატარებს. ზოგიერთი მას წონასწორობის დარღვევის აღსაწერად იყენებს, ზოგიერთი კი ამბობს, რომ ამ დროს მის გარშემო ყველაფერი ტრიალებს.

თავბრუხვევას ნევროლოგიურ დაავადებებს შორის სიხშირით მეორე ადგილი უკავია თავის ტკივილის შემდეგ. ეს შეგრძნება შეიძლება უწყინარი მიზეზითაც წარმოიშვას და ისეთითაც, რომელიც ექიმის ჩარევას მოითხოვს.

არსებობს თავბრუხვევის 80-მდე მიზეზი. იგი ათიდან ორ შემთხვევაში გამოწვეულია შიგნითა ყურის ან ვესტიბულური ნერვის დაზიანებით. თავბრუხვევის ხასიათი, შეტევების სიხშირე და ხანგრძლივობა ექიმს მისი ჭეშმარიტი მიზეზის დადგენაში ეხმარება.

თუ ღრმა განცდებისა და სტრესის შემდეგ იგრძნობთ თავბრუს, ნუ აღელდებით, ეს გამოწვეულია ადრენალინითა და თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმებით.

თავის ტვინის სისხლით მომარაგების დროებითი გაუარესებაც იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს. თავბრუ შეიძლება გამოიწვიოს ასევე ხანგრძლივმა მგზავრობამ - მიზეზი არასრულყოფილი ვესტიბულური აპარატია, რომელიც მდებარეობს შიდა ყურში. ის გვინარჩუნებს წონასწორობასა და გარემოში ორიენტირების უნარს. ვესტიბულური აპარატის ნებისმიერ ნაკლს შეუძლია გამოიწვიოს რხევისა და თავბრუს სახით გარემოში კოორდინაციის დარღვევა.

თავბრუს მიზეზი შეიძლება იყოს დაბალი წნევაც. ხშირად თავბრუს მიზეზი ვესტიბულარული აპარატის დაავადებაა, რომელიც ვლინდება მდგომარეობის მკვეთრი ცვლილებით, ცივი ოფლით, პირღებინებით და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევით.

თუ თავბრუს თან სდევს სმენის დაქვეითება, ყურებში შუილი (ხმაური) ან სტვენა, ეს შეიძლება იყოს მენიერის დაავადება.

თავბრუს ერთ-ერთი მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ხერხემლის კისრის არის ოსტეოქონდროზი. ხშირად ამას ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი იწვევს, ამ დროს თავბრუ გრძელდება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდეც.

თავბრუხვევას ხშირად თან ახლავს "ყურების შუილი". თითქმის ყველა ადამიანს ხანმოკლე პერიოდში გამოუცდია მცირე ხმაური ყურებში. ტინიტუსის (ყურებში ხმაურის) ზუსტი მიზეზი ხშირად დაუდგენელია. მისი სიხშირე განსაკუთრებით მაღალია ინდუსტრიულ ქვეყნებში ცხოვრების დაჩქარებული ტემპის და გარემო ფაქტორების გამო, რაც საბოლოოდ სტრესული ფაქტორების მომატებას განაპიროებებს.

ყურებში ხმაურის მიზეზიც სხვადასხვაა: ყურის ანთება, გოგირდის საცობი, უცხო სხეული სასმენ მილში, სასმენი ნერვის დაზიანება, ასაკობრივი ცვლილებები, გარდა ამისა, ყურებში ხმაური შეიძლება გამოიწვიოს თავის ტრავმამ, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზმა, კისრის მალების ოსტეოქონდროზმა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევამ და სხვა. ხმაურის შეგრძნება შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლმა, კოფეინმა, ის ასევე შესაძლოა გამოწვეული იყოს მედიკამენტების გვერდითი ეფექტებით. ცნობილია, რომ 200-მდე მედიკამენტი იწვევს ტინიტუსს, თუ ადამიანი იწყებს ან წყვეტს მის გამოყენებას. მაგალითად ასპირინს და იბუპროფენს შეუძლია გამოიწვიოს ან გაამწვავოს ტინიტუსი, აგრეთვე ტყვიით, დარიშხანით, ვერცხლისწყლით ინტოქსიკაციამ (მოწამვლამ), ალერგიამ, ანემიამ, თირეოტოქსიკოზმა, ცხელებამ, ნევროზმა და სხვა პათოლოგიებმა.

ტინიტუსი შეიძლება იყოს ორმხრივიც და ცალმხრივიც. სხვადასხვანაირია მისი ინტენსიურობაც: წყნარ, მშვიდ გარემოში ხმაურმა შესაძლოა მოიმატოს. განსხვავებულია ხანგრძლივობაც: ზოგჯერ ხანმოკლეა, ზოგჯერ ხანგრძლივი, ზოგჯერ კი მუდმივი.

ხანდახან ხანდაზმულებში ტინიტუსი სმენის დაქვეითების პირველი ნიშანია. მიუხედავად იმისა, რომ ტინიტუსის მექანიზმი არ არის ნათლად გაგებული, როგორც წესი, სტრესი აუარესებს მდგომარეობას. ტინიტუსის მქონე ადამიანს, რომელიც გრძნობს, რომ ვერ იღებს დახმარებას, შეიძლება განუვითარდეს შფოთვა ან დეპრესია.

ყურებში შუილის და თავბრუხვევის გამომწვევი მიზეზის დადგენის შემდეგ აუცილებელია შესაბამისი მკურნალობა. მკურნალობის პრინციპები ერთი მხრივ უშუალოდ ამ სიმპტომების მკურნალობას გულისხმობს, მეორე მხრივ კი იმ დაავადებისას, რომელმაც იგი გამოიწვია. თუ მკურნალობა დროულად და სწორად არ ჩატარდა, საქმე შესაძლოა სრულ სიყრუემდე მივიდეს.

mkurnali.ge

ყურებში ხმაურის და თავბრუხვევის დროს მკურნალობის ეფექტი გამომწვევ დაავადებაზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, ამ დაავადებათა დიდი ნაწილი (არტერიული ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, ოსტეოქონდროზი და სხვ.) ქრონიკულია.

შესაბამისად, ყურებში ხმაური და თავბრუხვევა დროდადრო მცირდება, მერე კი ისევ ძლიერდება. ყურებში შუილის და თავბრუხვევის უამრავი გამომწვევის გათვალისწინებით არ არსებობს მკურნალობის სპეციფიკური ეფექტური მეთოდები. ამ სიმპტომების შესამსუბუქებლად იყენებენ ვაზოდილატატორებს, სპაზმოლიტიკებს, საძილე საშუალებებს და გინგკო ბილობას ექსტრაქტს EGb 761 (სავაჭრო დასახელება ტებოკანი). ამ დროს მედიკამენტური თერაპიის მიზანი არის მიკროცირკულაციის ნორმალიზება და ამ გზით შიგნითა ყურის ქსოვილების და თავის ტვინის ქერქის უჯრედების ჟანგბადით მომარაგების გაუმჯობესება, სისხლის სიბლანტის შემცირება და სისხლის მიმოქცევის სიჩქარის ზრდა.

ტებოკანის ეფექტურობა დადასტურებულია მრავალი კლინიკური კვლევით და ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს 70-მდე ქვეყანაში. ტებოკანი ამცირებს თავბრუხვევის და ყურებში შუილის ინტენსივობას და ხანგრძლივობას, ეფექტურია ნებისმიერი წარმოშობის ყურებში შუილისა და თავრუხვევის დროს.

მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისას, გარდა მედიკამენტებისა, დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის განწყობას. სამწუხაროდ, დაავადებულთა დიდი ნაწილისთვის თავბრუხვევა და ყურებში ხმაური მძიმე ფსიქოლოგიურ პრობლემად იქცევა და ძლიერ ცვლის მათ ყოველდღიურ ცხოვრებას. ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ დახმარებას, ირგვლივ მყოფთა თანადგომას. ამ გზით პაციენტის ყურადღება შესაძლოა სხვა საქმიანობაზე გადაერთოს და ხმაურის არასასიამოვნო შეგრძნებაც შესუსტდეს.