/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
სასარგებლოა  თუ  არა  რძე

სასარგებლოა თუ არა რძე

.

  • სამი ულუფა დღეში

მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში - აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, საფრანგეთში, ფინეთში, შვედეთსა და ავსტრალიაში - რძე და რძის ნაწარმი მეტად პოპულარულია. ამ ქვეყნებში ასეთი დევიზიც კია გაბატონებული: სამი ულუფა დღეში (3 a day). სხვათა შორის, მრავალ ქვეყანაში რძეს მენეჯერთა სამელსაც კი უწოდებენ.

ეს იმიტომ, რომ ის საკვები ნივთიერებების ბუნებრივი წყაროა, შეიცავს უფრო მეტ სასარგებლო ნაერთს, ვიდრე ნებისმიერი სხვა სასმელი და ყველაზე უკეთ აკმაყოფილებს მინერალებისა და ვიტამინების დღიურ მოთხოვნილებას.

ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ნახევარი ლიტრი რძე გვაწვდის:

  1. ცილების დღიური მოთხოვნილების 20%-ს;
  2. კალციუმისას - 72%-ს;
  3. ფოსფორისას - 10%-ს;
  4. იოდისას - 22%-ს;
  5. ვიტამინებისას - 30%-ს.

სადავო აღარ არის, რომ ძვლოვანი სისტემის სრულფასოვანი განვითარებისა და იმუნური სისტემის განმტკიცებისთვის რძესა და რძის ნაწარმს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რძე კარიესისა და ოსტეოპოროზის (ძვლის გამეჩხერების) პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად არის მიჩნეული. ის ენერგიის უნივერსალური წყაროც არის. ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი ეს სასმელი ნებისმიერი ადამიანის რაციონის განუყოფელი კომპონენტი უნდა იყოს.

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმში რძე ნაწლავთა შებერილობასა და ბოყინს იწვევს, ზოგს მისი წყალობით ღვიძლი შეახსენებს ხოლმე თავს, ზოგს ნაღვლის ბუშტი უღიზიანდება. ისეთი ხალხიც არსებობს, სპეციფიკური სუნის გამო რძეს სათოფეზეც რომ არ ეკარება.

ყოველივე ეს რძის რთული ბიოქიმიური შედგენილობის ბრალია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რძე მავნებელია. პირიქით, მეტად სასარგებლო პროდუქტი გახლავთ. ის წყლის, ცილების, ცხიმების, ლაქტოზის, მინერალური ნივთიერებებისა და ვიტამინების საუკეთესო ნაკრებს წარმოადგენს. გარდა ამისა, შეიცავს პიგმენტებს, ფერმენტებს, ფოსფოლიპიდებსა და აირებს. ზოგი რძეს წყალში ცხიმების ემულგატს უწოდებს. ეს იმიტომ, რომ ცხიმი მასში მიკროსკოპული ბურთულების სახით არის წარმოდგენილი. ერთ ჩაის კოვზ რძეში 15 მილიარდამდე ასეთი ბურთულაა. რძის შეფერილობაც მასში შემავალი ცხიმის ფერით არის განპირობებული - რაც უფრო ნაკლებცხიმიანია რძე, მით უფრო მოცისფრო ელფერი დაჰკრავს მას. რძის ფასიც სწორედ ცხიმის შემცველობის კვალობაზე იცვლება.

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში (მათ შორის საქართველოშიც) ცხიმიანი რძე უფრო მეტად ფასობს, აშშ-ში კი, სადაც დღედაღამ ქოლესტერინის ნორმალური ბალანსის შენარჩუნებაზე ზრუნავენ, ყველაზე ძვირი ლურჯი ანუ უცხიმო რძე გახლავთ. ამერიკელები ამ პროდუქტის მთავარ ღირსებად არა ცხიმების, არამედ კალციუმისა და ცილების შემცველობას მიიჩნევენ.

ასევე დაგაინტერესებთ
ვისთვის არ შეიძლება ძროხის რძის მცენარეული რძით ჩანაცვლება?
რატომ უნდა ჩართოთ რაციონში ნუშის რძე - იხილეთ მომზადების უმარტივესი მეთოდი

ცნობილია, რომ რძეში შემავალი ზოგიერთი კომპონენტი ძნელად მოსანელებელია. ზოგი ადამიანის საჭმლის მომნელებელ სისტემას მათი გადამუშავება უჭირს. ასეთ ადამიანებს ნაწლავთა შებერილობის, ნაღვლის ბუშტის გაღიზიანებისა და სხვა უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად უჯობთ, პასტერიზებული რძე სვან.

  • რას წარმოადგენს პასტერიზაცია

პასტერიზაციის დროს რძეს 2 წამის განმავლობაში 135-2380C -ზე აცხელებენ, მერე კი მყისიერად აცივებენ. ამის წყალობით ვიტამინებისა და მინერალების დანაკარგი უმნიშვნელოა და რძე კვებით ღირებულებას მთლიანად ინარჩუნებს. სამაგიეროდ, UHT (Ultra High Temperature - ზემაღალი ტემპერატურა) არასასურველ მიკრობებს უვნებელყოფს. ასეპტიკური შეფუთვა პროდუქტს ჰაერისა და სინათლისგან იცავს. ამგვარად დამუშავებული რძე შეგიძლიათ 60-90 დღის განმავლობაში უმაცივროდ შეინახოთ. UHTმეთოდით დამუშავებული რძე არ შეიცავს არავითარ ქიმიურ დანამატს. ასე რომ, თამამად მიირთვით.

თუ დევიზს ”სამი ულუფა დღეში” ვერ დაიცავთ, კვირაში სამჯერ მაინც სვით რძე. გაითვალისწინეთ, რომ ის:

  1. ამშვიდებს ნერვულ სისტემას;
  2. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, მეხსიერებასა და მხედველობას;
  3. ამაღლებს გუნება-განწყობას, იწვევს სასიცოცხლო ძალთა მოზღვავებას;
  4. ზრდის ორგანიზმის სენშეუვალობას მრავალი დაავადებისადმი.

კომენტარები (2)
კახა
მაქ 16 წლიდან ეპილეფსია ვარ 45 წლი და მაინტერესებს ეპილეფსია იწვევს თუ არა მეხსიერების შესუსტებას დაბნეულობას და მეტყველების გაუარესებას ვსვავ ეპიქსს ნეიროლეფსინს და დიაზეპექსს
თარიღი : 21-03-2023
Irma
Me maqvs vzivar diazepamze 19celicadia nervuli stresis krunchvebiani var nutu es ar imkurneba
თარიღი : 11-10-2021
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

კატეგორიის სხვა სტატიები

ეპილეფსია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ეპილეფსია

ეპილეფსია თავის ტვინის ქრონიკული დაავადებაა. იგი ძალიან გავრცელებულია და მთელს მსოფლიოში მოსახლეობის დაახლოებით 1% აღენიშნება.

ეპილეფსიის კლინიკური გამოვლინება ძალიან მრავალფეროვანია და მისი მარტივად და მოკლე დროში აღწერა შეუძლებელია. დაახლოებით 50-მდე ეპილეფსიური შეტევა არსებობს.

ჩვეულებრივი ადამიანისთვის ეპილეფსია დაკავშირებულია ადამიანის დავარდნასა და კრუნჩხვებთან. მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ეპილეფსიური გულყრა მრავალფეროვანია და გამომწვევი მიზეზიც მრავალნაირია. ნებისმიერი მიზეზი, რომელმაც შეიძლება დააზიანოს თავის ტვინი შეიძლება იყოს ეპილეფსიური გულყრის გამომწვევი