რა მნიშვნელობა აქვს დროულად დაძინებას და ადრიანად გაღვიძებას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა მნიშვნელობა აქვს დროულად დაძინებას და ადრიანად გაღვიძებას

პროცესები მიმდინარეობს; მათი ნორმალურად წარმართვა კი მზის მოძრაობის ფაზებზეა დამოკიდებული. მთელი ეს სისტემა საოცარი სიზუსტით მუშაობს, ჩვენ არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია, შესაბამისად, ადამიანის რეჟიმი მკაცრად რეგლამენტირებულია.

შუაღამეს მზე თავისი მდებარეობის ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, ამიტომაც, ამ პერიოდში ჩვენ მაქსიმალური დასვენების მდგომარეობაში უნდა ვიყოთ. ძილისათვის საუკეთესო დროა 21:00-03:00. თუმცა, შეგვიძლია ტკბილად ვიძინოთ 22:00 საათიდან დილის 4 საათამდე ან კიდევ 20:00-დან ღამის 2 საათამდე.

რა მნიშვნელობა აქვს დროულად დაძინებას?

ადამიანის გონება ყველაზე აქტიურად ისვენებს საღამოს 9 საათიდან 11 საათამდე. აქედან გამომდინარე, თუ თქვენ არ დაიძინებთ 10 საათისთვის მაინც, ეს რამდენადმე ცუდად აისახება თქვენი ტვინისა და აზროვნების ფუნქციებზე. მათ, ვინც სისტემატურად გვიან (კონკრეტულად 23:00 საათზე გვიან) იძინებს, გონებრივი შესაძლებლობები რამდენადმე უსუსტდებათ; ინტელექტუალური ძალის სრულფასოვნება ერთბაშად არ ქვეითდება, შესაბამისად, ადამიანები, ჩვეულებრივ, პარალელს ვერ ავლებენ გონებრივ გამოფიტვასა და ძილის დეფიციტს შორის. თუმცა, ამ კატეგორიას ხშირად აღენიშნება ხოლმე ყურადღების კონცენტრაციის შესუსტება, გონების დაძაბვის აუცილებლობა, მავნე ჩვევების გაძლიერება, ნებისყოფის დაქვეითება, კონფლიქტებისადმი მიდრეკილება, მადის გაძლიერება და სხვა.

თუ ადამიანს სისტემატურად არ სძინავს ღამის 11 საათიდან პირველ საათამდე, ნერვული და კუნთოვანი სისტემების ფუნქციათა დარღვევები ემუქრება, ასევე სისუსტე, პესიმიზმი, მოდუნებულობა, მადის დაქვეითება, სხეულის სიმძიმის შეგრძნება, ფსიქიკური და ფიზიკური გატეხილობა;

თუ ადამიანს არ სძინავს ღამის პირველიდან 3 საათამდე - მისი ემოციური სისტემა მწყობრიდან გამოდის. შედეგად ვითარდება ძლიერი გაღიზიანებადობა, აგრესიულობა, ანტაგონიზმი.

თუ ადამიანის "ცხოველმყოფელობა" ძლიერ ნერვულ დაძაბულობაში მიმდინარეობს, მან აუცილებლად, სულ მცირე, 7 საათს მაინც უნდა იძინოს და ადრიანად - 4-5 საათზე გაიღვიძოს, ან კიდევ 8 საათს უნდა იძინოს და 5-6 საათზე ადგეს.

ნეიროფიზიოლოგები განმარტავენ, რომ ღამის 10 საათზე გვიან დაძინება მავნებელია როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

თინათინ გოცაძე