სპეციალისტები ინტენსიურად მუშაობენ ამ პრობლემაზე და დემენციის განვითარების არიდების გზებს აქტიურად ეძებენ. ამერიკელ ნეირომეცნიერთა განცხადებით, პროფესია, რომელსაც ადამიანი ირჩევს და ცხოვრებას უძღვნის, მნიშვნელოვანწილად კავშირშია ნეიროდეგენერაციული დაავადებების განვითარებასთან.
ისინი 10 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ სხვადასხვა პროფესიის 5000 პირს და პერიოდულად უტარებდნენ ტესტირებას კოგნიტიური ფუნქციების შესამოწმებლად. მიღებულ მონაცემებზე
ტვინისათვის ყველაზე "ჯანმრთელ" პროფესიებად გამოიყო პედაგოგობა და ექიმობა; ჭკუასუსტობა თურმე ნაკლებად ემუქრება აგრეთვე მეცნიერებს, ფინანსისტებს, განსკუთრებით ფინანსურ ანალიტიკოსებს და ავიადისპეტჩერებს.
მეცნიერებმა ისიც გაარკვიეს, რომ დემენციის საშიშროება თურმე ახალგაზრდა ასაკში იკვეთება და შესაბამისი ტესტირებით ადვილად შეიძლება იმის გარკვევა, ვის ემუქრება მომავალში ეს პათოლოგია.
თინათინ გოცაძე