გარდა ამისა, ძილის დეფიციტმა შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების პროვოცირებაც მოახდინოს. მამაკაცებს, რომლებსაც ცუდად სძინავთ, მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკი
სისტემატურად გამოუძინებლობას უკავშირდება ასევე ალცჰაიმერის აღმოცენების რისკიც. ამაზე მეტყველებს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევები. ადამიანებს, რომლებიც ძილის პრობლემებს უჩივიან, თავის ტვინში ბეტა-ამილოიდური ჩანართების მომატება აღენიშნებათ.
სადღეისოდ არსებული კვლევები მიუთითებს უძილობისა და წყლულოვანი კოლიტის (ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადების) კავშირზე. დადგენილია, რომ ამ დაავადების რისკი მატულობს თუ ადამიანს სისტემატურად 6 საათზე ნაკლებხანს სძინავს.
თინათინ გოცაძე