ადამიანის ორგანიზმი ძალზე კომპლექსური ბიოლოგიური მექანიზმია.
ისეთი, ერთი შეხედვით, უბრალო და მარტივი მოქმედებების შესასრულებლადაც კი, როგორიც გადაადგილებაა, მას დიდი ძალისხმევა სჭირდება. მხედველობით გარემოდან ინფორმაციის მიღებას, შემდეგ მის დამუშავებას და მექანიკური მოძრაობების ამ ინფორმაციის შესაბამისად შესრულებას საკმაოდ ზუსტი კოორდინაცია სჭირდება, თუმცა ამ ყველაფერს ჩვენი სხეული ისე აკეთებს, რომ ჩვენ ამას ვერც კი ვამჩნევთ.
ამ ვიდეოზე შეგიძლიათ იხილოთ ადამიანის სხეულისა და თვალების კოორდინირებული მუშაობა უსწორმასწორო ზედაპირზე გადაადგილებისას. კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით ნათლად შეგიძლიათ დაინახოთ, თუ როგორ ასკანირებს მზერა გასავლელი გზის თითოეულ წერტილს და როგორ გამოიყენება მოგროვილი ინფორმაცია ცენტრალური ნერვული სისტემის მიერ გადაადგილებისას ნაბიჯებისთვის შესაფერისი ადგილების მოძებნისთვის.
ნახეთ, რა საოცრად დადის ადამიანი და რამდენ მოძრაობას ასრულებს გადაადგილებისას (ვიდეო)
26.09.2018
კომენტარები (0)
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა

რეკომენდებული ექიმები