გიორგი გეგელაშვილი - ჰორნერის სინდრომი ბევრმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის კისრის სიმსივნემ, ინსულტმა ან უბრალოდ შაკიკმა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

გიორგი გეგელაშვილი - ჰორნერის სინდრომი ბევრმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის კისრის სიმსივნემ, ინსულტმა ან უბრალოდ შაკიკმა

გიორგი გეგელაშვილი - ჰორნერის სინდრომი ბევრმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის კისრის სიმსივნემ, ინსულტმა ან უბრალოდ შაკიკმა
ნევროლოგ გიორგი გეგელაშვილის განმარტებით, ჰორნერის სინდრომი, რა დიაგნოზიც ვანო მერაბიშვილს დაუსვეს, ბევრმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის კისრის სიმსივნემ, ინსულტმა ან უბრალოდ შაკიკმა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გეგელაშვილმა განუმარტა, ჰორნერის სინდრომი სიმპტომების ერთობლიობაა და ეს სიმპტომებია: ქუთუთოს ჩამოშვება, გუგის გაფართოება, ფერადი გარსის შეფერილობის ცვლილება და თვალის არასწორი დგომა. ნევროლოგი ამბობს, რომ შესაძლოა ადამიანს ჰორნერის სინდრომი დაბადებიდან ჰქონდეს თანდაყოლილი, მაგრამ სიმპტომებმა თავი არასდროს იჩინოს.

„სიმპტომები შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის ღეროს დაზიანებამ, შეიძლება შეგვხდეს ასევე ინსულტის დროს, კისრის სიმსივნის დროს. შეიძლება ძალიან დიდი უცხო სხეული
იყოს კისერში და იმან გამოიწვიოს ანუ ჰორნერის სინდრომი შეიძლება ბევრმა დაავადებამ გამოიწვიოს, მათ შორის შეიძლება შაკიკის დროსაც განვითარდეს, მაგრამ შაკიკის დროს ტკივილთან ერთად გაივლის“, - განაცხადა გიორგი გეგელაშვილმა.

ნევროლოგი ასევე შს ყოფილი მინისტრისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილისთვის დადგენილ სამივე დიაგნოზსაც აფასებს და არ გამორიცხავს,
რომ ჰორნერის სინდრომი ამ შემთხვევაში ცრუდ იყოს გამოხატული.

„ვაზომოტორული რინიტის და ბლეფარო-კონიუნქტივიტის დროს შეიძლება ჰორნერი ცრუდ მოგვეჩვენოს ან შეიძლება არ იყოს ნამდვილი ჰორნერი. სიმპტომებს შორის, რომელიც მანამდე ჩამოვთვალე, პირველი ვთქვი ქუთუთოს დაშვება და ქუთუთო თუ შეშუპდა, მკვლევარს ეჩვენება, რომ ის არის დაშვებული. სინამდვილეში დაშვებული კი არა გადაფარებულია უბრალოდ ნაპრალზე, იმის გამო, რომ ზომებშია გადიდებული. ბლეფარიტის დიაგნოზი რომ შეეშალოს ადამიანს, იშვიათად ხდება. თუ ბლეფარიტი კარგად გამოხატულია და ეჩვენება, რომ თვალი ოდნავ ჩაწეულია, შეიძლება თქვას, რომ ჰორნერის სინდრომია. რაც შეეხება ვაზომოტორულ რინიტს რასაც ვაკვირდებოდი, მერაბიშვილს ჰქონდა ეს პრობლემა, რადგან საუბრის დროს სუნთქვაში უშლიდა ხელს და ცოტა ცხვირში ლაპარაკობდა“, - აღნიშნა გიორგი გეგელაშვილმა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური შს ყოფილი მიბნისტრის ვანო მერაბიშვილისთვის დასმულ დიაგნოზს ასაჯაროვებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მერაბიშვილს ვაზომოტორული რინიტი; ჰორნერის სინდრომი (მარჯვნივ), ბლეფარო-კონიუნქტივიტი დაუდგინდა. ამასთან სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულის ადვოკატის განცხადებას, რომ მერაბიშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯიადან" ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს.
04-10-2018
სპეციალური პენიტენციური სამსახური შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის
02-10-2018
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
კვლევებმა აჩვენა, რომ დეპრესია დაკავშირებულია ტვინის გარკვეული ზონების შემცირებასთან.
ცოცხალ ორგანიზმში უჯრედთა და ქსოვილთა კვდომას ნეკროზი ეწოდება. ცალკეულ ქსოვილთა ნეკროზის სიჩქარე სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.
პლექსიტი ნერვული წნულის დაზიანებაა. „პლექსუს“ ლათინურად წნულს ნიშნავს, „იტის“ – ანთებას.
ტერმინი „პარკინსონიზმი“ გამოიყენება ნებისმიერ სინდრომთან, რომლის დროსაც პარკინსონის დაავადებისათვის დამახასიათებელი დარღვევები ვლინდება.
ვირუსული ნეიროინფექციები აერთიანებს ცენტრალური ნერვული სისტემის ვირუსებით გამოწვეულ დაავადებებს.
თავის ტვინის კისტა ქალასშიდა სითხით სავსე ღრუ წარმონაქმნია. შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად