რა დაავადებაა ჰორნერის სინდრომი, რომლის დიაგნოზიც ვანო მერაბიშვილს დაუსვეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა დაავადებაა ჰორნერის სინდრომი, რომლის დიაგნოზიც ვანო მერაბიშვილს დაუსვეს

მხარეს სახემდე და თვალამდე მომავალი ნერვული გამტარობის დაზიანება.

ჩვეულებრივ, ჰორნერის სინდრომი ხასიათდება სახის დაზიანებულ მხარეს გუგის დაპატარავებით, ქუთუთოს ჩამოვარდნით და შემცირებული ოფლიანობით.

ჰორნერის სინდრომი სხვა სამედიცინო პრობლემის, მაგალითად ინსულტის, სიმსივნის ან ზურგის ტვინის ტრავმის შედეგია. ხანდახან გამომწვევი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. ჰორნერის სინდრომის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს, თუმცა გამომწვევი მიზეზის მკურნალობას შეუძლია აღადგინოს ნერვის ფუნქცია.

ჰორნერის სინდრომი აგრეთვე ცნობილია, როგორც ჰორნერ-ბერნარის სინდრომი და ოკულოსიმპათიკური დამბლა.

ჰორნიეს სინდრომი გამოწვეულია სიმპათიკურ ნერვულ სისტემაში გამტარი გზის დაზიანებით. სიმპატიკური ნერვული სისტემა არეგულირებს გულისცემას, გუგის ზომას, ოფლიანობას, წნევას და სხვა ფუნქციებს, რომლებიც გვეხმარება გარემოში ცვლილებებთან სწრაფად შეგუებაში.

ნერვული გამტარი გზა, რომელიც ზიანდება ჰორნიეს სინდრომის დროს, გაყოფილია 3 ნერვული უჯრედების (ნეირონების) ჯგუფად.

პირველი რიგის ნეირონები

ეს გამტარი გზა იწყება ტვინის ფუძეში ჰიპოთალამუსიდან, გაივლის ტვინის ღეროს და მთავრდება ზურგის ტვინის ზედა ნაწილში. ამ რეგიონში შეიძლება შემდეგი პრობლემები განვითარდეს, რომლებიც დააზიანებენ ნერვის ფუნქციას:

• ინსულტი

• სიმსივნე

• დაავადებები, რომლებიც იწვევს ნერვის მფარავი გარსის, მიელინის გაქრობას

• კისრის ტრავმა

• კისტა ან ღრუ ხერხემალში (სირინგომიელია)

მეორე რიგის ნეირონები

ეს გზა იწყება ზურგის ტინიდან, გაივლის გულმკერდის ზედა ნაწილში და მთავრდება კისრის გვერდითა ნაწილში. ამ რეგიონში ნერვები შეიძლება შემდეგი მიზეზებით დაზიანდეს:

• ფილტვის კიბო

• მიელინის გარსის სიმსივნე (შვანომა)

• გულის მთავარი არტერიის (აორტა) დაზიანება

• გულმკერდის ღრუში ოპერაცია

• ტრავმა

მესამე რიგის ნეირონები

ეს ნეირონული გზა იწყება კისრის გვერდითა ნაწილის გაყოლებაზე და მთავრდება სახის კანში და ფერადი გარსის და ქუთუთოების კუნთებში. ამ რეგიონში ნერვები შეიძლება შემდეგი მიზეზით დაზიანდეს:

• კისრის გვერდითა ნაწილში საძილე არტერიის დაზიანება

• კისრის გვერდითა ნაწილში საუღლე ვენის დაზიანება

• ტვინის ფუძესთან ახლოს ინფექცია ან სიმსივნე

• შაკიკი

• კლასტერული თავის ტკივილი, რომელიც ხასიათდება მწვავე ტკივილის ციკლური ეპიზოდებით.

ბავშვები

ჰორნერის სინდრომის ძირითადი მიზეზები ბავშვებში არის:

• მშობიარობის დროს კისრის ან მხრების დაზიანება

• აორტის თანდაყოლილი დეფექტი

• ნერვული ან ჰორმონული სისტემების სიმსივნე (ნეირობლასტომა)

უცნობი მიზეზები

ხანდახან ვერ დგინდება ჰორნერის სინდრომის მიზეზი. ამას ეწოდება იდიოპათიური ჰორნერის სინდრომი.

ჰორნერის სინდრომი ხშირად აზიანებს მხოლოდ სახის ცალ მხარეს. ხშირი ნიშნები და სიმპტომებია:

• მუდმივად შევიწროვებული გუგა (მიოზი)

• გუგების ზომის შესამჩნევი სხვაობა ორივე თვალში (ანიზოკორია)

• სუსტ განათებაზე დაზიანებული გუგლის სუსტი ან დაგვიანებელი გაფართოება

• ზედა ქუთუთოს ჩამოვარდა (ფტოზი)

• ქვედა ქუთუთოს მცირედ აწევა, რასაც ხანდახან ამობრუნებულ ფტოზს უწოდებენ

• ოფლიანობის შემცირება ან შეწყვეტა (ანჰიდროზი) სახის ცალ მხარეს სრულად ან მხოლოდ ნაწილზე

• ნიშნები და სიმპტომები, განსაკუთრებით ფტოზი და ანჰიდროზი, შეიძლება სუსტი იყოს და ვერ შეამჩნიოთ.

ბავშვები

ბავშვებში დამატებით შეიძლება შეგვხვდეს შემდეგი ნიშნები და სიმტომები:

• 1 წლამდე ბავშვებში ფერადი გარსის უფრო ღია შეფერილობა

• სიწითლის არარსებობა სახის დაზიანებულ მხარეს, რომელიც ნორმაში გაჩნდებოდა სიცხის, ვარჯიშის ან ემოციური რეაქციის დროს

როდის მივმართოთ ექიმს

ბევრ ფაქტორს შეუძლია გამოიწვიოს ჰორნერის სინდრომი. ზოგი მათგანი სერიოზული შეიძლება იყოს. აუცილებელია დროული და სწორი დიაგნოზის დასმა.

დარეკეთ სასწრაფოში, თუ ჰორნერის დაავადებასთან ასოცირებული ნიშნები და სიმპტომები გაჩნდება უეცრად, ტრავმის შემდეგ და თან ერთვის სხვა ნიშნები და სიმპტომები, როგორებიცაა:

• მხედველობის დაქვეითება

• თავბრუსხვევა

• კუნთების სისუსტე ან კუნთებზე კონტროლის დაკარგვა

• მწვავე, უეცარი თავის ან კისრის ტკივილი

წყარო: gh.ge

ვანო მერაბიშვილს ჰორნერის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს