როგორ დავაღწიოთ თავი სამსახურებრივ სტრესს - რას გვირჩევს ექიმი სოსო ბურდულაძე - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ნოემბერი 2018
როგორ დავაღწიოთ თავი სამსახურებრივ სტრესს - რას გვირჩევს ექიმი სოსო ბურდულაძე
როგორ დავაღწიოთ თავი სამსახურებრივ სტრესს - რას გვირჩევს ექიმი სოსო ბურდულაძე
დღე და ღამე არ გტოვებთ ფიქრები ანგარიშებზე, პროექტებზე, კლიენტებსა თუ შესაძლო შემცირებაზე? მაშასადამე, თქვენ “სამსახურებრივი” სტრესის ტიპური მსხვერპლი ხართ, რომლის შედეგებიც შეიძლება სავალალო იყოს: უძილობა, პრობლემები გულისა და სისხლძარღვების მხრივ, კუჭის ტკივილი...

იმის შესახებ, თუ როგორ დავაღწიოთ თავი ამ არასასურველ განაჩენს, გვესაუბრება კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (აკად. ფ. თოდუას კლინიკა) ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი, ბატონი სოსო ბურდულაძე.

სამსახური – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტრესული ფაქტორია. ჩვენ ყოველთვის ვნერვიულობთ: “ვაითუ რაღაც ვერ შევძლოთ, ვერ დავაკმაყოფილოთ ხელმძღვანელობის მოთხოვნები, აღმოვჩნდეთ უხელფასოდ ან პრემიის გარეშე, ან კიდევ
უფრო მეტიც, საერთოდ დაგვითხოვონ სამსახურიდან”. შფოთვის შედეგად ორგანიზმში გამოიყოფა სტრესის ჰორმონი – ადრენალინი, რაც პირდაპირი გზაა არითმიისკენ, ჰიპერტონიისკენ, ინფარქტისა და ინსულტისკენაც კი.

სტრესი ნეგატიურად მოქმედებს ძილზეც: ძილის წინ ხელახლა ვიწყებთ ფიქრს სამსახურის პრობლემებზე და ვგეგმავთ ხვალ გასაკეთებელ საქმეებს. ამიტომ ძლივს ვიძინებთ და ვერც ვახერხებთ კარგად
დასვენებას, დილით კი ვდგებით თავის ტკივილით.

განსაკუთრებით დასანანია, რომ დაძაბული მუშაობის დროს, რამდენიმე ხნის შემდეგ, უარესდება მეხსიერება, ქვეითდება შრომისუნარიანობა და, რაც მთავარია, ქრება მოტივაცია. უკვე აღარ ვიღებთ სიამოვნებას შესრულებული სამუშაოსგან და ვეღარც ვაცნობიერებთ, რისთვის ვმუშაობთ. თუ უკვე მიხვედით ამ ზომამდე, სასწრაფოდ უნდა დაიხსნათ თავი “სამსახურებრივი” სტრესისგან! მე შემოგთავაზებთ რამდენიმე რეკომენდაციას:


1. მოახდინეთ სტრესული სიტუაციის აბსტრაგირება

მაგალითად, წამოიდგინეთ, რომ მსახიობი ხართ, როლს თამაშობთ, ხოლო სიტუაცია სამსახურში – სპექტაკლია. წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი თამაშია და არა – სინამდვილე. ამ დროს უფრო გაგიადვილდებათ ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან, კლიენტებთან საუბარი.


2. შეეჩვიეთ საკუთარი დროის დაგეგმვას

სტრესს ხშირად იწვევს საკუთარი დროის განკარგვის უუნა­რობა, რასაც თითქმის ყოველთვის ცაიტნოტურ სიტუაციამდე მივყავართ. შეეცადეთ, დაახარისხოთ თქვენი საქმეები უფრო სასწრაფოდან შედარებით ნაკლებად სასწრაფომდე. არ შეეჭიდოთ ყველას ერთად: რაღაც შეიძლება დღეს გაკეთდეს, რაღაც – ხვალ, ზოგიერთი საქმე კი ერთ კვირასაც ითმენს. გამოგადგებათ ბლოკნოტი, რომელშიც ჩაიწერთ თქვენს ყველა საქმესა თუ შეხვედრას.


3. ატარეთ მოხერხებული ტანსაცმელი

ძალიან ვიწრო ქვედაკაბა ან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეიძლება ხანგრძლივი დისკომფორტის და, შესაბამისად, სტრესის მიზეზად გადაიქცეს. მაშინაც კი, თუ თქვენი კომპანია მოითხოვს გარკვეული სახის ჩაცმულობას, ყოველთვის შეიძლება კომფორტული ვარიანტების მონახვა.


4. სამსახურში შიმშილი არ არის სასურველი, ისევე როგორც სწრაფი კვების პროდუქტების ან ძალიან ცხარე და შემწვარი კერძების მიღება

მიირთვით ცოტა, მაგრამ რაც შეიძლება ხშირად! ეცადეთ, თან გქონდეთ კეფირი, მაწონი ან დაუმტკბარი იოგურტი. რაციონში აუცილებლად ჩართეთ ყველი: ის შეიცავს ამინომჟავებს, რომლებიც აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას. ძილის წინ ჭარბად არ მიიღოთ საკვები! დაღლილობისგან გასათავისუფლებლად მიირთვით ჩაი ლიმონის ნაჭერთან ერთად და მიიღეთ რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული, განსაკუთრებით - კომბოსტო. ამით შეივსებთ B და C ვიტამინების მარაგს.


5. არ მოიკლოთ ძილი

დაგეგმეთ საქმე ისე, რომ არ მოგიწიოთ შუაღამემდე მუშაობა. იძინეთ არანაკლებ რვა საათისა დღე-ღამეში. დაძინებამდე ერთი საათით ადრე შეეცადეთ, მოდუნდეთ, დაივიწყოთ ყველა საქმე. აითვისეთ პრინციპი: “ამაზე ხვალ ვიფიქრებ!”.


6. სერიოზულად მიუდექით დასვენებას!

ეცადეთ, სამუშაო დატვირთვა ისე გადაანაწილოთ, რომ დასვენებისთვის დრო დაიტოვოთ. კვირაში ერთი დღე მაინც სრულიად უნდა გაათავისუფლოთ სამსახურებრივი საქმეებისგან. კარგი იქნება, თუ ამ დღეს არ დარჩებით შინ, გაისეირნებთ ბუნებაში. კარიერის გამო შვებულებაზე უარი არ თქვათ.

მიუხედავად ჩამოთვლილი რეკომენდაციებისა, ხშირად მხოლოდ პროფილაქტიკური ღონისძიებები არ არის საკმარისი სტრესის კლანჭებისგან თავის დასახსნელად. ამისათვის მიზანშეწონილია უსაფრთხო დამამშვიდებელი საშუალებების გამოყენება, როგორებიცაა, მაგალითად, უნგრული პრეპარატი გრანდაქსინი. იგი პირველი ტაბლეტის მიღებისთანავე ხსნის შიშსა და დაძაბულობას, არეგულირებს ადამიანის ფსიქიკას და ეხმარება მას სიტუაციის სწორად აღქმაში. გრანდაქსინი შესანიშნავად უმკლავდება სტრესთან დაკავშირებულ შემაწუხებელ სიმპტომებს. მკურნალობის ფონზე მატულობს შრომისუნარიანობა, უმჯობესდება გუნება-განწყობილება, წესრიგდება ძილი. მისი მიღება არტერიული ჰიპერტენზიის, გულის ან კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს მნიშვნელოვნად ზრდის ამ დაავადებათა მკურნალობის ეფექტურობას. გრანდაქსინი არ იწვევს ძილიანობას, არ არღვევს ყურადღების კონცენტრაციას, ამიტომ ის თავისუფლად შეიძლება მიიღონ აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანებმა. იგი ინიშნება 1 აბი 2-3-ჯერ დღეში დილით და ნაშუადღევს 14 წლის ასაკიდან. გრანდაქსინი სრულიად უსაფრთხო პრეპარატია. მისი მიღების ფონზე არ ვითარდება მიჩვევა და წამლისმიერი დამოკიდებულება, ხოლო ალკოჰოლი არ ცვლის მის მოქმედებას. გარდა ზემოჩამოთვლილი ღირსებებისა, გრანდაქსინს გააჩნია სტრესის პროფილაქტიკის უნარი: იგი საიმედო დახმარებას გაგიწევთ მოსალოდნელი სტრესისგან დასაცავად, მაგალითად, ტესტირების, მოხსენებით გამოსვლის, თვითმფრინავით მგზავრობის წინ (ფრენის შიშის შემთხვევაში).

დაბოლოს, თუ სამსახურში მუდმივი დაძაბულობაა, საერთოდ არ გრჩებათ დრო არც დასვენებისთვის, არც სადილისთვის, არც ძილისთვის და არც პირადი ცხოვრებისთვის, დაფიქრდით: გინდათ კი საერთოდ ასეთი სამსახური?!
თარიღი : 11-09-2018
გიგა
:))))))))))))) სადამდე ითამაშებს ფარმა ინდუსტრია ადამიანების ჯანმრთელობითა და სიცოცხლით საინტერესოა :) ცხოვრებაში არსებობს ფულზე მნიშვნელოვანი რაღაცებიც :))
თარიღი : 15-08-2018
mx.
რეკლამა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
ითვლება, რომ წარმატების მისაღწევად სრულად უნდა ჩაერთო სამუშო პროცესში და დიდი ძალისხმევა დახარჯო.
23-08-2018
ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მეცნიერების დასკვნით, შვებულება ადამიანს განტვირთვაში ეხმარება, მაგრამ
19-07-2018
ავადობის გარდა, არსებობს ბევრი ფარული მიზეზი, რომელიც შეუმჩნევლად გვართმევს სიცოცხლის ძალებს.
21-06-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
აშშ-ში კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დაბერებადი თავის ტვინისათვის
ამერიკელმა მკვლევარებმა ჩაატარეს საინტერესო კვლევა და გაარკვიეს, კონკრეტულად რომელი ფაქტორი თამაშობს
ვარჯიში არა მხოლოდ სხეულს აკაჟებს, არამედ ტვინის ფუნქციობას, კერძოდ, მეხსიერებას აუმჯობესებს, - აცხადებენ
დემენცია მძიმე დაავადებაა არა მხოლოდ პაციენტებისთვის, არამედ მათი ოჯახის წევრებისა და საზოგადოდ
ალცჰაიმერის დაავადების შემსწავლელი ცენტრისა და კოგნიტიური ნევროლოგიის ცენტრის მეცნიერებმა
ძილის დეფიციტი რომ სხვადასხვა დაავადების განვითარების მიზეზია ყველამ იცის. მედიკოსებმა გამოყვეს 4
27 სექტემბერი 2014
თუ არ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი, ან არ ხართ ალერგიული თაფლზე, მაშინ შეგიძლიათ თაფლიანი წყლის დალევა
16 ნოემბერი 2018
თაფლი სასარგებლო პროდუქტია, რომელსაც ზრდასრული ადამიანები ტკბილეულის მაგივრად იღებენ და
ბევრს აოცებს, როგორ შეგვიძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ვითარებაში, დახუჭული თვალებითაც კი შევიგრძნოთ, განვსაზღვროთ ჩვენი სხეულის პოზიცია.
თაფლი თავისი შემადგენლობითა და სასარგებლო თვისებებით უნიკალური პროდუქტია. მაგრამ როგორ განვასხვავოთ
როდესაც ხშირად გვტკივა თავი.როდესაც თავის მკვეთრი მობრუნებისას, დახრისას, ერთ რომელიმე ადგილას, საფეთქლის ან