მეცნიერებმა გაფანტული სკლეროზის ადრეული დიაგნოსტიკის ახალი ბიომარკერი აღმოაჩინეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეცნიერებმა გაფანტული სკლეროზის ადრეული დიაგნოსტიკის ახალი ბიომარკერი აღმოაჩინეს

თავისა და ზურგის ტვინის ნერვულ ბიჭკოთა მასშტაბური დაზიანებით ხასიათდება. ადრეულ სტადიაზე ამ დაავადების გამოვლენა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან სპეციალური ტესტები ჯერ კიდევ არ არსებობს.

ავსტრალიელი მეცნიერები სიდნეის უნივერსიტეტიდან გვაიმედებენ, რომ უახლოეს მომავალში ასეთი ტესტი გაჩნდება და მისი წყალობით შესაძლებელი იქნება დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება გაფანტულ სკლეროზთან, როგორც განუკურნებელ სენთან ბრძოლაში.

მრავალრიცხოვანი და მრავალწლიანი კვლევების საფუძველზე სპეციალისტებმა გამოავლინეს პირდაპირი კავშირი გაფანტული სკლეროზის განვითარებასა და მიკრორნმ-ს შორის, რომელიც ეკზოსომებთან ერთად ცირკულირებს სისტემური აუტოიმუნური პათოლოგიის მქონე ადამიანთა სისხლში. სწორედ ეს მიკრორნმ განისაზღვრა ახალ ბიომარკერად. სწორედ ის მიანიშნებს დასახელებული დაავადების განვითარებაზე.

მეტიც, მეცნიერებმა გამოყვეს მიკრორნმ-ის 9 სახეობა, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება დიფერენციალური დიაგნოსტიკის გატარება ანუ სპეციალისტებს გაფანტული სკლეროზის განვითარების ტიპის მიხედვით განსხვავება-დიფერენცირების საშუალება ექნებათ, უფრო კონკრეტულად, პროგრესირებადი ფორმაა თუ მორეციდივე.

დაავადების განვითარების სხვადასხვა ეტაპების განსაზღვრისათვის შეიქმნა კიდეც სპეციალური ტესტები. ამგვარად დაავადების აღმოცენების დასაზუსტებლად საკმარისი იქნება მხოლოდ სისხლის ჩაბარება.

თინათინ გოცაძე