ნევროლოგია

ძილის დეფიციტი უყურადღებობასა და დაბნეულობას 5-ჯერ ზრდის

ძილის დეფიციტი უყურადღებობასა და დაბნეულობას 5-ჯერ ზრდის
ძილის დეფიციტი, საზოგადოდ, ბევრი პრობლემის პროვოცირებას ახდენს. ძილის ნაკლებობა განსაკუთრებით ცუდად აისახება ყურადღების კონცენტრაციასა და ქცევით რეაქციებზე - დაადგინეს ამერიკელმა მეცნიერებმა. საინტერესო კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია გამოცემაში - Proceedings of the National Academy of Sciences.

მეცნიერებმა კონკრეტულად გაარკვიეს, რომ კონცენტრაციის უნარის ვარდნა განპირობებულია უშუალოდ ძილის დეფიციტით და არა გადაჭარბებული ღვიძილით, როგორც ეს საზოგადოდ ეგონათ.

"ძილი საჭიროა ორგანიზმისთვის სხვადასხვა ბიოლოგიური პროცესის სრულყოფილად წარმართვისთვის, მაგალითად, იმისათვის, რომ ნორმაში მოვიდეს ნეირონთა მეტაბოლური წონასწორობა, მოხდეს ნეირონული ქსელების რეორგანიზება და ზედმეტი სინაფსებისგან გათავისუფლება. ძილის დროს სწორედ
ამ გზით ხდება მყარი, ხანგრძლივი მეხსიერების ფორმირება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ძილი პროდუქტიული და შედეგიანია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ხანგრძლივობა სულ მცირე 7 საათს მაინც მოიცავს. ეს კი, თანამედროვე ყოფაში, მოგეხსნებათ, ფუფუნებაა", - აცხადებს კვლევის ავტორი ელიზაბეტ კლერმანი, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის წამყვანი სპეციალისტი.

მის მიერ
480 მოხალისეზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მუდმივად გამოუძინებლობა 2-ჯერ ახანგრძლივებს ადამიანის რეაქციის დროს და 5-ჯერ ზრდის უყურადღებობას.

თინათინ გოცაძე


რეკომენდებული პროდუქტები
დატვირთული რეჟიმის მქონე პირებისთვის
ფასი: 29.9
დამამშვიდებელი საშუალება
ფასი: 28.9
5 HPT დეპრესიის საწინააღმდეგო -60 აბი
ფასი: 49.5