დაღლილობა, სისუსტე, უძილობა, ნერვული აღგზნებადობა, თავის ტკივილი და მაღალი არტერიული წნევა - თუ ეს სიმპტომები გაწუხებთ, ამ ელემენტის ანალიზი ჩაიტარეთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დაღლილობა, სისუსტე, უძილობა, ნერვული აღგზნებადობა, თავის ტკივილი და მაღალი არტერიული წნევა - თუ ეს სიმპტომები გაწუხებთ, ამ ელემენტის ანალიზი ჩაიტარეთ

წარმოუდგენელია. მაგნიუმის დაახლოებით 60% ძვლებსა და კბილებშია თავმოყრილი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მოთხოვნისამებრ, იქ ორგანიზმის მთელი მარაგის დაახლოებით მესამედი მობილიზდება. კუნთები და შინაგანი ორგანოები (ღვიძლი, ტვინი, თირკმელები), რომლებშიც ინტენსიურად მიმდინარეობს ენერგომიმოცვლითი პროცესები, 20%-მდე მაგნიუმს შეიცავს, დაახლოებით 1% კი უჯრედშორის სითხეშია გახსნილი.

იმის მისახვედრად, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმისთვის მაგნიუმს, ის ფაქტიც კმარა, რომ 350-მდე სხვადასხვა სახის სასიცოცხლო პროცესი ამ მინერალის წყალობით აქტიურდება. მათ შორის:

  • საჭმლის მონელება;
  • ენერგიის წარმოქმნა;
  • კუნთების შეკუმშვა და მოდუნება;
  • ძვლოვანი ქსოვილის ფორმირება;
  • ახალი უჯრედების წარმოქმნა;
  • B ჯგუფის ვიტამინების გააქტიურება;
  • გულის, თირკმელების, თირკმელზედა ჯირკვლების, ტვინის, საზოგადოდ, ნერვული სისტემის მუშაობა.

მაგნიუმის დეფიციტი უარყოფითად აისახება ყველა სასიცოცხლო პროცესზე. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა ელის ამ მინერალის ნაკლებობის შემთხვევაში ცალკეულ ორგანოთა ფუნქციებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მაგნიუმის დეფიციტის დროს მრავალი მინერალი თუ საკვები ნივთიერება თავის ფუნქციას სათანადოდ ვეღარ ასრულებს და ნივთიერებათა ცვლის ბალანსი ირღვევა.

 

დაღლილობა და სისუსტე

მაგნიუმი დიდ როლს ასრულებს თითოეულ უჯრედში ენერგიის წარმოქმნაში და ძლიერ გავლენას ახდენს ორგანიზმის ზოგად ენერგეტიკულ პოტენციალზე. მაგნიუმის დეფიციტის დროს ენერგიის წარმოქმნა ფერხდება, რის შედეგადაც ადამიანს დაღლილობა და სისუსტე ეუფლება. არანაკლებ დიდია მაგნიუმის როლი კალიუმის დონის რეგულაციასა და თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის რეალიზებაში, რაც მეტად მნიშვნელოვანია ორგანიზმის სათანადო ენერგეტიკული დონის შესანარჩუნებლად.

 

ნერვული აგზნებადობა და უძილობა

უძილობა, კუნთების სპაზმი, დაჭიმულობა მთელ ორგანიზმში და უსიამოვნო შეგრძნებები გაღვიძებისას - მაგნიუმის დეფიციტის ნიშანია. მაგნიუმის მიღების შემდეგ ეს სიმპტომები, ჩვეულებრივ, ქრება.

მაგნიუმს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ნერვული სიტემის ფუნქციობისთვის. ამ მინერალის გარეშე ნეირონებს (ნერვულ უჯრედებს) არ ძალუძთ ნერვულ იმპულსთა მიღება და გატარება, ისინი ადვილად აგზნებადნი ხდებიან, რის შედეგადაც იმატებს ადამიანის მგრძნობელობა გარე ფაქტორების (გამაღიზიანებლების) მიმართ, აგზნებადობა, სტრესისადმი მიდრეკილება, ნერვულობა.

 

თავის ტკივილი და მაღალი არტერიული წნევა

ხშირად მაგნიუმის დეფიციტის შედეგია თავის ტკივილებიც. ამ დროს მაგნიუმის რეგულარული მიღება ტკივილებს სრულიად აქრობს. გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ წყალში ხსნადი მაგნიუმი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის წნევის ნორმალიზებაზე. მაგნიუმი ადუნებს და აფართოებს სისხლძარღვებს, რაც აუცილებელია სისხლის წნევის ნორმალურ დონეზე შესანარჩუნებლად.

 

გულ-სისხლძარღვთა სისტემა

უკვე კარგა ხანია დამტკიცებულია, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციობა - ფერ-მენტთა უმრავლესობის აქტიურობა, გულის კუნთის მუშაობა, სისხლძარღვთა ნორმალური ტონუსი, სისხლის სათანადო მიმოქცევა - ბევრად არის დამოკიდებული ორგანიზმში მაგნიუმის შემცველობაზე. ეს ელემენტი დიდ როლს ასრულებს გულის კუნთის იშემიური პროცესების პროფილაქტიკაში. ზრდასრუ-ლი ქალი დღე-ღამეში 300 მგ მაგნიუმს უნდა იღებდეს, ხოლო მამაკაცი - 400 მგ-ს. ორსულობისას მაგნი-უმის მოთხოვნილება იზრდება.

მაგნიუმის შემცველი საკვების მიღებისას გაითვალისწინეთ, რომ ეს მინერალი მთლიანად არ აითვისება, ბუნებრივი წარმოშობის საკვებისგან ორგანიზმი მის მხოლოდ 40%-ს იწოვს. ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტს არაერთი მიზეზი აქვს. მაგალითად, ზოგიერთი პროდუქტი ღარიბია ამ მინერალით, ზოგიერთი კი ხელს უწყობს ორგანიზმიდან მის გამოდევნას. ასეთია, უპირველეს ყოვლისა, კოფეინიანი სასმელები (ჩაი, ყავა, კოკა-კოლა), შაქრით მდიდარი საკვები. ამ უკანასკნელთა მიღებისას მაგნიუმი კატასტროფულად დიდი ოდენობით გამოიდევნება ორგანიზმიდან შარდთან ერთად. ალკოჰოლის, ანტიბიოტიკების, საგულე გლიკო¬ზიდების, საფაღარათო და ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება ასევე ამცირებს ორგანიზმში მაგნიუმის დონეს.

მაგნიუმით მდიდარია:

  • მწვანილი (20 მგ-დან 100გ-მდე);
  • პარკოსნები და მარცვლეული (100-დან 200 მგ-მდე);
  • ნიგოზი (200-300 მგ-მდე);
  • კაკაოს ფხვნილი (400 მგ-მდე);
  • მზესუმზირასა და გოგრის თესლი (400-500 მგ);
  • ქატო.