ნევროლოგია

სამუშაო დღეებში ძილის დეფიციტის ანაზღაურება უქმეებზე გამოძინებით შეიძლება

სამუშაო დღეებში ძილის დეფიციტის ანაზღაურება უქმეებზე გამოძინებით შეიძლება
მეცნიერებმა სიცოცხლის გახანგრძლივების ახალი მეთოდი დაადგინეს. სიცოცხლის ხანგრძლივობა შეიძლება
მნიშვნელოვნად გაიზარდოს, თუ ადამიანი ძილის უკმარისობის კომპენსირებას შეძლებს.

შვეიცარიელი სპეციალისტების განცხადებით, სამუშაო დღეებში აღმოცენებული ძილის დეფიციტის შევსება (კომპენსირება) უქმე (დასვენების) დღეებში ხანგრძლივი ძილით ანუ გამოძინებით შეიძლება. სტოკჰოლმის უნივერსიტეტის თანამშომლებმა შესაბამისი დასკვნები ფართომასშტაბურ კვლევებზე დაყრდნობით წარადგინეს, თავისი დადგენილებები შთამბეჭდავი შედეგებით გაამყარეს.

მეცნიერები 13 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 40 000 ზრდასრულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ძილის რეჟიმსა და ცხოვრების წესს, ნატიფად აღრიცხავდნენ საკვლევი პირების ძილის ხანგრძლივობასა და სხვა დეტალებს.
ძილის ხანგრძლივობასა და სიკვდილობის მაჩვენებლებს შორის დამოკიდებულება-კავშირის
სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე მივიდნენ საინტერესო დასკვნამდე: 65 წელზე ნაკლები ასაკის ადამიანები, რომლებსაც აღენიშნებოდათ ძილის მკვეთრი დეფიციტი, ნაადრევი სიკვდილის მაღალი რისკით გამოირჩეოდნენ, 65 %-ით უფრო მაღალი რისკით, იმ პირებთან შედარებით, ვისაც ძილის დეფიციტი არ აღენიშნებოდა; და კიდევ, ძილის დეფიციტის მქონე ის ადამიანები, რომლებიც უქმე დღეებში გამოძინებას
ახერხებდნენ, ანუ სამუშაო დღეებში მიღებული ძილის დეფიციტს დასვენების დღეებში ხანგრძლივი ძილით აკომპენსირებდნენ, ორგანიზმს ძილის დეფიციტის მავნე ზემოქმედებისაგან იცავდნენ. ამ პირებს შორის სიკვდილობის მაჩვენებელი არც ისე დიდი იყო.

ამგვარად, უქმე დღეებში მაინც გამოიძინეთ!
თინათინ გოცაძე

რეკომენდებული პროდუქტები
დამამშვიდებელი საშუალება
ფასი: 28.9
დატვირთული რეჟიმის მქონე პირებისთვის
ფასი: 29.9
5 HPT დეპრესიის საწინააღმდეგო -60 აბი
ფასი: 49.5
მსგავსი სიახლეები
უკვე დადგენილია, რომ ღამის ცვლაში მომუშავე ქალებთან სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი რამდენადმე
22-07-2019
მხოლოდ 16 წუთითაც კი ძილის დანაკლისი მეორე დღეს შრომის ეფექტურობას მნიშვნელოვნად აქვეითებს. სამხრეთ
12-06-2019
ძილი ადამიანს ეხმარება ცხოვრების უსიამოვნო, დამამცირებელი მოვლენების გადალახვაში. ჯანსაღი ძილის საშუალებით
11-06-2019