ინსულტის ორი ტიპი - იშემია და ჰემორაგია - რომელია უფრო საშიში? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2019

კითხვა-პასუხი

ინსულტის ორი ტიპი - იშემია და ჰემორაგია - რომელია უფრო საშიში?

რა არის თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა? ამ დროს ტვინის ნაწილი ზიანდება და კვდება, როგორც მიოკარდის ინფარქტის დროს, არსებითად მიმდინარეობს თავის ტვინის ინფარქტი.

არსებობს პათოლოგიის ორი ტიპი. პირველი არის, იშემია, როცა არტერიებში იჭედება თრომბი.

მეორე შემთხვევაში, ჰემორაგიისას სისხლძარღვის დაზიანების შედეგად იწყება სისხლდენა.

მკურნალობა განსხვავებულია, ხოლო სიმპტომები მსგავსი. ორივე შემთხვევამ შეიძლება გამოიწვიოს ხელის ან ფეხის დამბლა, მოქცეული სახე, გართულებული მეტყველება.

ასეთ შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანა სასწრაფოდ.

ერთადერთი მეთოდი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება ამ ორი მდგომარეობის დიფერენცირება, არის ტომოგრაფიის გაკეთება.

თუკი არის
იშემია და პაციენტი საავადმყოფოში შევიდა სიმპტომების დაწყებიდან პირველი სამი საათის განმავლობაში, მას აძლევენ პრეპარატებს, რომლებიც შლიან თრომბს და სისხლს ათხელებენ. ასეთი პრეპარატების მიცემა, ავადმყოფისთვის რომელსაც უკვე აქვს თავის ტვინში სისხლდენა,
დაუშვებელია.

ასე რომ, კომპიუტერული ტომოგრაფიის გარეშე, სწორი სამედიცინო დახმარება ნაკლებალბათურია.

ტვინის აღდგენის პროცესი საკმაოდ ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდა, იშემია თუ ჰემორაგია, ტვინის რომელი და რა სიდიდის უბანი დაზიანდა.

ჩვენი პირველი ამოცანა არის პროცესის შეჩერება, რომ თავიდან ავიცილოთ ახალი უჯრედების კვდომა.

არანაკლებ აუცილებელია სწორად მოვლა, ასეთი ავადმყოფები უფრო ხშირად იღუპებიან არასათანადო მოვლის გამო.

ამის შემდეგ კი შემანარჩუნებელი თერაპია და რეაბილიტაცია.

თავის ტვინში სისხლჩაქცევა (ჰემორაგია) არის უფრო შემაშფოთებელი მდგომარეობა, ვიდრე თრომბოზი. ხშირად აუცილებელია ნეიროქირურგიული ჩარევა. თუ მოხერხდა ავადმყოფის გამოყვანა მწვავე მდგომარეობიდან, მაშინ მისი მკურნალობის შემდგომი საფეხურები ისეთივეა, როგორც თრომბოზის დროს.

როგორ ავიცილოთ თავის ტვინის სიხლის მიმოქცევის დარღვევა?

პირველ რიგში, აუცილებელია წნევის კონტროლი, უარის თქმა თამბაქოს მოხმარებაზე, წონის კორექცია, აქტიური ცხოვრების წესი, სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის კონტროლი, რაციონალური კვება და ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის ჩატარება.
ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
დატვირთული რეჟიმის მქონე პირებისთვის
ფასი: 29.9
5 HPT დეპრესიის საწინააღმდეგო -60 აბი
ფასი: 49.5
დამამშვიდებელი საშუალება
ფასი: 28.9
მსგავსი სიახლეები
არტერიული წნევის მაჩვენებლები ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობის უმნიშვნელოვანესი ასპექტია.
05-07-2018
არტერიული ჰიპერტენზია მოზრდილთა ყველაზე ფართოდ გავრცელებული ქრონიკული პათოლოგიაა.
05-07-2018
თრომბებს სასიკვდილო საშიშროება უკავშირდებათ. ეს შედედებული მასები, რომლებიც სისხლძარღვთა სანათურში
29-11-2018
დიეტოლოგია
ნაღვლის ბუშტის დაავადებებისას დიეტური კვება მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად იწყება.
მაღალცხიმიანი და დაბალნახშირწყლოვანი დიეტა - LCHF: გახდომა სიამოვნებით - ეს დიეტა წვავს ცხიმებს.
კატეგორიის სხვა სტატიები
ცნობილია, რომ ძილი აუმჯობესებს ავადმყოფი ადამიანის მდგომარეობას. როგორც კვლევამ აჩვენა, ძილის დროს
ყოველი მეორე ქალი უჩივის შაკიკს ან ფეხების შეშუპებას. ეს შემთხვევები ერთმანეთს არაფრით უკავშირდება.
ნევროლოგებმა ქოლინით მდიდარი პროდუქტების საოცარი თვისება აღმოაჩინეს. არიზონის უნივერსიტეტის
ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის თანამშრომლებმა გაარკვიეს, რომ ასაკოვნებს, რომელთა ძილის
თავბრუხვევაზე, მასთან დაკავშირებულ პრებლემებსა და გამომწვევ მიზეზებზე
აბერდინისა უნივერსიტეტის მეცნიერები, პროფესორ პიტერ მაკ კაფერის ხელმძღვანელობით შეისწავლიან A
ამერიკელმა მეცნიერმა და ექიმმა ბროდა ოტო ბარნსმა ენდოკრინოლოგიაში ჩატარებულ საინტერესო კვლევებზე დაყრდნობით აღმოაჩინა, რომ
არიზონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოავლინეს ადამიანის ორგანიზმის საოცარი თავისებურება: თუ
როგორც გამოცემა Science Advances იუწყება, ნაგოის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, პროფესორ ტაკაო იასუის
პირველ რიგში აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ კანის დაავადება, ეს არის რეაქცია რამე