მჯდომარე ცხოვრება მეხსიერების პრობლემებს იწვევს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მჯდომარე ცხოვრება მეხსიერების პრობლემებს იწვევს

განვითარებას და ზრდის ნაადრევი სიკვდილის რისკს. ეს რაც შეეხება სხეულს, ტვინთან დაკავშირებით კი აღსანიშნავია მეხსიერების პრობლემები, ასევე ინტელექტუალური ფუნქციის დაქვეითება ჯდომის მოყვარულებთან.

ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა საინტერესო კვლევებით აჩვენეს, რომ საშუალო და ხანდაზმული ასაკის პირებთან ახალი ინფორმაციის დამახსოვრების უნარის დაქვეითება მჭიდრო კავშირშია მჯდომარე ცხოვრებასთან.

ახალი ინფორმაციის დამახსოვრებაზე პასუხისმგებელია ჰიპოკამპი და საზოგადოდ საფეთქლის წილი. მკვლევრებმა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით შეაფასეს შესაბამისი სტრუქტურების სისქის ცვლილება ცხოვრების წესთან მიმართებაში 45-დან 75 წლის ასაკის პირებთან.

აღმოჩნდა, რომ ხანგრძლივად ჯდომა საფეთქლის მედიალური წილის განლევას განაპირობებს, ხოლო პერიოდულად ფიზიკური აქტივობა, თუნდაც ინტენსიური, ვეღარ ცვლის (ვეღარ ანეიტრალებს) მჯდომარე ცხოვრების თავის ტვინზე მოქმედების მავნე, დამაზიანებელ შედეგებს. საფეთქლის წილის განლევა ასაკოვნებთან ინტელექტუალური ფუნქციების დაქვეითებასაც იწვევს.

მეცნიერთა განცხადებით, ფიზიკური აქტივობა და ცხოვრების მჯდომარე წესის არიდება ალცჰაიმერის საპროფილაქტიკო საშუალებაა.

თინათინ გოცაძე