ქრონიკული დაღლილობის სინდრომის გამომწვევი ახალი მიზეზი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ქრონიკული დაღლილობის სინდრომის გამომწვევი ახალი მიზეზი

ქრონიკული დაღლილობის სინდრომის გამომწვევი ახალი მიზეზი
ქრონიკული დაღლლილობის სინდრომისას (CFS) პაციენტები დიდი ხნის განმავლობაში უჩივიან სისუსტეს, დაღლილობას, დეპრესიას, უძილობას, ძილიანობას, კონცენტრაციის დაქვეითებას, მეხსიერების გაუარესებას, ხშირ ინფექციურ დაავადებებს, კუნთებისა და თავის ტკივილს. CFS სიმპტომები შეიძლება სხვა დაავადების ნიშნებს დაემთხვას, ლაბორატორიული ანალიზები ან სამედიცინო კვლევა CFS დიანგოსტირების საშუალებას არ იძლევა, ამიტომ თავად დაავადების არსებობას ზოგჯერ ეჭვის ქვეშ აყენებენ.

CFS ზოგიერთი სიმპტომი ემთხვევა ჰიპოთირეოზისას (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, რის შედეგადაც ორგანიზმში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტი აღინიშნება). თუმცა CFS-ის პაციენტებისთვის არაა დამხასიათებელი ჰიპოთირეოზის ნიშანი - ჰიპოფიზის ჰორმონის TSH სეკრეციის გაზრდა,
რომელიც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზს ასტიმულირებს. ამ გარემოებამ აფიქრებინა მეცნიერებს, რომ CFS საფუძვლად უდევს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დაბალი აქტივობა, ორგანოს ნორმალური მუშაობის პირობებში.

როგორც კვლევამ აჩვენა, CFS-ის მქონე პაციეტნტებში დაქვეითებულია ფარისებრი ჯირკვლის საკვანძო ჰორმონების ტრიიოდთირონინის (T3) და თიროქსინის (T4) დონე,მაგრამ TSH-ის დონე ნორმის ფარგლებშია. ამასთან,
CFS-იან პაციენტებში მომატებულია სხვა ჰორმონის-rT3 (T3-ის საპირისპირო) დონე. მკვლევარების ვარაუდით, ორგანიზმი ცდილობს არ მოახდინოს T3 ჰორმონის სეკრეციის სტიმულაცია და T4 ჰორმონი გარდაქმნას rT3 ჰორმონად. T3 სეკრეციის დაბალი დონე, ასეთი ჰორმონული მოცულობით, იწვევს იმას, რომ ქსოვილებში ტრიიოდთირონინის სერიოზული დეფიციტი წარმოიქმნება.

თუ ჰორმონულ დისბალანსსა და CFS შორის კავშირი დამტკიცდა, პაციენტებს შეიძლება დაეხმაროს იოდისა და T3-ის შემცველი დანამატები. თუმცა, ეს ჯერ ჰიპოთეზის დონეზეა და დამტკიცებას საჭიროებს.

ლალი ჩხიკვაძე

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გაითვალისწინეთ, შეუძლოდ ყოფნის მიზეზი, ისევე, როგორც ორგანიზმში აღმოცენებული ბევრი პათოლოგიისა, წყლის დეფიციტია!
26-03-2019
აღმოჩნდა, რომ დაღლილობა შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს.
14-02-2019
ცისტიტი შარდსასქესო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ხშირად ის
13-02-2019
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
კვლევებმა აჩვენა, რომ დეპრესია დაკავშირებულია ტვინის გარკვეული ზონების შემცირებასთან.
ცოცხალ ორგანიზმში უჯრედთა და ქსოვილთა კვდომას ნეკროზი ეწოდება. ცალკეულ ქსოვილთა ნეკროზის სიჩქარე სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.
პლექსიტი ნერვული წნულის დაზიანებაა. „პლექსუს“ ლათინურად წნულს ნიშნავს, „იტის“ – ანთებას.
ტერმინი „პარკინსონიზმი“ გამოიყენება ნებისმიერ სინდრომთან, რომლის დროსაც პარკინსონის დაავადებისათვის დამახასიათებელი დარღვევები ვლინდება.
ვირუსული ნეიროინფექციები აერთიანებს ცენტრალური ნერვული სისტემის ვირუსებით გამოწვეულ დაავადებებს.
თავის ტვინის კისტა ქალასშიდა სითხით სავსე ღრუ წარმონაქმნია. შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად