მეხსიერება - განვითარება და გავარჯიშება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეხსიერება - განვითარება და გავარჯიშება

გააანალიზოს და გადაამუშაოს. წარმატებული ადამიანები ახერხებეინფორმაციის სასარგებლო და აქტუალურ ნაწილებად დაყოფას, რომელიც, კონკრეტულ მომენტში, შესაძლოა, გარკვეული ვადით გადაიდოს და შეინახოს, ამიტომ მეხსიერების განვითარება და გავარჯიშება დღევანდელი ყოფის განუყოფელ ნაწილად იქცა. ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს ნერვულ უჯრედებსა და თავის ტვინს შორის კავშირის გაძნელება აუარესებს, ამიტომ მეხსიერების რეგულარული გავარჯიშება სწორედ ამ კავშირის აღდგენას გულისხმობს.

მეხსიერების გავარჯიშების მაღალეფექტიანი მეთოდები

  • ფსიქოლოგების აზრით, მეხსიერების განვითარების საუკეთესო საშუალება უცხო ენების შესწავლაა;
  • იკითხეთ მეტი წიგნი. კითხვისას ტვინი მობილიზებულია და დეტალებს უნებლიეთ იმახსოვრებს;
  • ისწავლეთ ლექსები. ეს დროში გამოცდილი მეთოდია, ტყუილად არ ითხოვდნემრავალრიცხოვანი ლექსების დასწავლას სკოლებში დაწყებითი კლასიდამოყოლებული დამამთავრებლამდე.
  • გაითვალისწინეთ! უმჯობესია, ის ლექსები ისწავლოთ, რომლებიც თავადაც ძალიამოგწონთ და არა ვინმეს რჩეული. ამავე მიზნით გამოგადგებათ თუნდაც საყვარელი სიმღერის ტექსტებიც;
  • მართალია “გამეორება ცოდნის დედაა”, მაგრამ არ არის აუცილებელი ნასწავლი ლექსი დღეში 10-ჯერ გაიმეოროთ, საკმარისია 10 დღის განმავლობაში ერთჯერადი გამეორება;
  • ხშირად გაიხსენეთ, რა პერსპექტივები გადაიშლება თქვეწინაშე მეხსიერების გავარჯიშების შემდგომ, ეს ვარჯიშის პროცესზე საკმაოდ პოზიტიურად ისახება;
  • თავისუფალი დრო დაუთმეთ გონებაში ნაკლებად რთული არითმეტიკული ამოცანების ამოხსნას და თანდათაგაართულეთ ისინი;
  • ყოველდღიურად, დღის ბოლოს, აღიდგინეთ განვლილი დღე და მოვლენები;
  • ტვინი უკეთ იმახსოვრებს ხმამაღლა ნათქვამს, ამიტომ შეეცადეთ ინფორმაცია, რომლის დამახსოვრებასაც ცდილობთ, ზოგჯერ ხმამაღლა აუხსნათ სხვებს;
  • სეირნობისას ეცადეთ ითვალოთ ირგვლივ მფრინავი ფრინველები, სახლებისა და კორპუსების რაოდენობა, რომელთა გვერდით გავლაც გიწევთ;
  • დილით და ძილის წიშეასრულეთ ამგვარი მარტივი სავარჯიშოები: დაითვალეთ 1-და100-მდე და პირიქით, გაიხსენეთ ანბანი. ერთთვიანი ამგვარი ვარჯიშით თავადაც შეატყობთ, რომ დეტალების შემცველი ინფორმაციის დამახსოვრება გაცილებით გაგიადვილდებათ;
  • მეხსიერების საუკეთესო ტრენერი ციფრებია, დაიწყეთ ახლობლების ავტომობილისა და ტელეფონების ნომრების დამახსოვრებით და შეეცადეთ დღეში რამდენჯერმე წარმოსახვით დაურეკოთ მათ;
  • ყველა ტიპის მეხსიერებას გაავარჯიშებთ ასე: დაისწავლეთ ნებისმიერი ტექსტი, რომელსაც წინასწარ გადაწერთ და ხმამაღლა წაიკითხავთ, დღეში 15-20 წინადადების დამახსოვრებით თქვეარა მხოლოდ მეხსიერებას გაივარჯიშებთ, არამედ გაიზრდით ლექსიკურ მარაგსაც;
  • მეხსიერების გავარჯიშების საუკეთესო მეთოდია ასოციაციები. ახალი ტექსტის შესწავლის შემდგომ უნდა წარმოიდგინოთ იგი სურათის სახით, ეს მიღებულ ინფორმაციას დიდი ხნით შეინახავს თქვენს მეხსიერებაში;
  • სატელევიზიო გადაცემების დიდი ხნით ყურება ამუხრუჭებს ტვინის მუშაობას და მას ერთგვარად აზარმაცებს. აქტიური აზროვნებისთვის აუცილებელია ახლის შესწავლა, აქტიური მონაწილეობა საუბრებსა და დისკუსიებში, თუნდაც იმ თემებზე, რომლებიც შესაძლოა უშუალოდ თქვეარ გეხებათ და რაც მთავარია, არც ხშირი მოგზაურობა დაივიწყოთ.

დიდი მნიშვნელობა არ აქვს, შემოთავაზებული რეკომენდაციებიდარომელს გამოარჩევთ, გახსოვდეთ, რომ აუცილებელია მათი რეგულარული ჩატარება, მხოლოდ ასეთი გზით შეიძლება სასურველი შედეგის მიღწევა.

მეხსიერების განვითარების წესებისწორი კვება

სრულფასოვანი ფუნქციობისთვის ტვინს სჭირდება ვიტამინებითა და მიკროელემენტებით სათანადოდ მომარაგება, რაციონი უნდა შეიცავდეს თევზის ცხიმს, თხილს, კაკალს, კარტოფილს, წიწიბურას, რძესა და მის პროდუქტებს, კვერცხს, ახალ ხილსა და ბოსტნეულს, ასეთი კვებით ტვინს გაცილებით უადვილდება დიდი ინფორმაციული ნაკადის მიღება, დამუშავება და შენახვა.

სუფთა ჰაერი

ტვინის მაღალი აქტივობა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ის ჟანგბადით გაჯერებული სისხლით მარაგდება. გონებრივი მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს ერთგვარი რეგულარული “საჟანგბადო” პაუზებით, რომ ამ დროს სისხლმა ჟანგბადით გაჯერება მოასწროს.

ნურც სამუშაო ოთახის განიავებას და სუფთა ჰაერზე ყოფნის აუცილებლობას დაივიწყებთ.

უარი ალკოჰოლსა და თამბაქოს!

უმჯობესია, უარყოთ მათთამეგობრობა - არა მხოლოდ მაგარი სპირტიანი სასმელები, მცირე ოდენობით ღვინისა და ლუდის ხშირი მიღებაც კი სერიოზულად აქვეითებს ინფორმაციის დამახსოვრების პროცესს.

მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტით დადასტურებულია, რომ თამბაქოს მოხმარება საგრძნობლად აქვეითებს მეხსიერების ფუნქციას.

სრულფასოვანი ძილი

სრულფასოვანი მუშაობისთვის ტვინს გამოძინება სჭირდება, მოზრდილ ადამიანს - დღეში 7-8 საათი, მოზარდს კი 9 საათი უნდა ეძინოს.

ადამიანის ტვინის ბიოლოგიური რიტმების გამო, უმჯობესია, ღამით გვეძინოს - ეს ტვინის უჯრედების სრულფასოვააღდგენას დაეხმარება!

ფიზიკური ვარჯიში

გაითვალისწინეთ! რეგულარული ფიზიკური დატვირთვა აძლიერებს მეხსიერებას. არც ისე ძლიერი და რთული ფიზიკური ვარჯიში ყოველგვარი ნერვული დაბოლოების ზრდის საუკეთესო სტიმულატორია. ფიზიკური დატვირთვის წყალობით ძლიერდება და უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ეს კი, თავის მხრივ, ქსოვილებისა და უჯრედების ჟანგბადით მომარაგებას აძლიერებს.

საზოგადო წესები

საზოგადო წესებიდარეკომენდებულია:

  • რებუსებისა და კროსვორდების ხშირი ამოხსნა;
  • ლოტოს, შაშისა და ჭადრაკის თამაში;
  • სურათების დათვალიერება მათ შორის სხვაობის აღმოსაჩენად;
  • ეცადეთ, რაც შეიძლება დიდხანს იყოთ სუფთა ჰაერზე, მისდიეთ სპორტს და შეუნაცვლეთ ერთმანეთს გონებრივი და ფიზიკური დატვირთვა.

გარწმუნებთ, ამგვარ რეკომენდაციათა გათვალისწინებით კარგი მეხსიერება ღრმა სიბერემდე შეგინარჩუნდებათ.