მეცნიერები ოჯახური ატმოსფეროს გაუმჯობესების საშუალებას გვირჩევენ
ოჯახური ატმოსფეროს გაუმჯობესების საშუალებას გვირჩევენ. მათი თქმით, ურთიერთობების დალაგებაში დაგვეხმარება პარკში სეირნობა. მთავარია, რომ მსგავსი გასეირნება ჩვევად (კვირაში ერთხელ მაინც) იქცეს. საკმარისია პარკში 20 წუთიანი გასეირნება, რომ დავამშვიდოთ ბავშვები და ავამაღლოთ პარტნიორთან ურთიერთობის ხარისხი. მთავარია, რაც შეიძლება შორს წავიდეთ ტელევიზორებიდან, პლანშეტებიდან, კომპიუტერებიდან, რამეთუ სწორედ მწვანე გარემო ამშვიდებს ადამიანს და ხელს უწყობს გონებრივი რესურსების, კერძოდ, ყურადღების აღდგენას, ხოლო როდესაც ყურადღება 100%-ით მუშაობს, ადამიანი უფრო მარტივად აღიქვამს ოჯახის წევრებიდან წამოსულ სოციალურ სიგნალებს. ამის შედეგია ნაკლები გაღიზიანება, მეტი თვითკონტროლი და კარგი ოჯახური ურთიერთობები. თავის მხრივ, გასართობ პარკში ან კინოთეატრში ყურადღების რესურსი, პირიქით, იფიტება.
ლალი ჩხიკვაძე