როგორ მოქმედებს სიცილი ორგანიზმზე

1. სიცილი - დეპრესიის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა. მხოლოდ ერთ წუთ სიცილს შეუძლია ჩაანაცვლოს რელაქსაციის საათიანი სეანსი.
2. სიცილი ხელს უწყობს სხეულის ფორმების გაუმჯობესებას. 10-15 წუთი სიცილი წვავს იმდენივე კალორიას, რამდენსაც სპორტულ დარბაზში ნახევარი საათის განმავლობაში ვარჯიში. სიცილის დროს მუშაობს 80 ჯგუფის კუნთი.
3. სიცილი ასტიმულირებს იმუნურ სისტემას. დამტკიცებულია, რომ ადამიანები, რომელთაც სიცილი უყვართ, ნაკლებად ავადობენ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
4. სიცილი დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვებზე.
5. სიცილი აახალგაზრდავებს კანს. ტონუსში მოჰყავს სახის კუნთები, უზრუნველყოფს კანის სისხლით მომარაგების გაუმჯობესებას, რაც კანის დამატებითი კვება, ჯანსაღი ვარდისფერი და ელასტიურობაა.
6. სიცილი ძალიან სასარგებლოა გულისთვის. მოცინარი ადამიანები 40%-ით ნაკლებად ავადობენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით.
ლალი ჩხიკვაძე