ფსიქოლოგები გვირჩევენ, როგორ ველაპარაკოთ ბავშვებს
იორკის უნივერსიტეტის მკვლევარები აკვირდებოდნენ 40 დედას და მათ შვილებს 10, 12, 16 და 20 თვის ასაკში. სპეციალისტები აკვირდებოდნენ, როგორ ელაპარაკებოდნენ დედები ბავშვებს თამაშის პროცესში.
როდესაც ბავშვები 5-6 წლის გახდნენ, მკვლევარები ისევ შეხვდნენ მათ. მეცნიერებმა ტესტ "უცნაური ისტორიების" გამოყენებით შეაფასეს ბავშვების მხრიდან სხვა ადამიანების გაგების უნარი. ტესტი წარმოადგენდა ტყუილით, სარკაზმით და გაუტანლობით გაჯერებულ 12 მცირე სცენას. ბავშვებს უკითხავდენენ ტექსტს, ხოლო შემდეგ აძლევდნენ შეკითხვებს.
ბავშვების უნარი გაუგონ სხვა ადამიანებს, მჭიდრო კავშირში აღმოჩნდა იმასთან, როგორ ელაპარაკებოდა მათ დედა თამაშის პროცესში. თუ დედა, შვილის ქცევაზე დაკვირვებისას, უსვამდა მას შეკითხვებს, მაგალითად ეკითხებოდა, ხომ არ დაწყდა გული, რომ ვერ გააღო სათამაშო მანქანის კარი, მაშინ ბავშვები 5 წლის ასაკში უკეთესად ერკვეოდნენ სხვა ადამიანების გრძნობებში.
ასე, რომ ბავშვში სოციალური ჩვევების განსავითარებლად, მშობლები ყურადღებით უნდა მოეკიდონ მის გრძნობებსა და ფიქრებს.