მაშველი რგოლი მჭირდება! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მაშველი რგოლი მჭირდება!

ამას წინათ საუკეთესო მეგობარმა გამომიცხადა: “გეყოფა წუწუნი!” ნუთუ თავი მოვაბეზრე?

ზოგჯერ სხვისი მხარდაჭერის მოპოვება არც ისე ადვილია. გარშემო მყოფები უყურადღებოდ გისმენენ, თითქოს თქვენი პრობლ­ემები არც ისე სერიოზულად მიაჩნიათ. რატომ იქცევიან ასე? ნუ იჩქარებთ და ნუ დაადანაშაულებთ მათ გულგრილობაში, შეეცადეთ, გვერდიდან შეხედოთ საკუთარ თავს. იქნებ თქვენ თვითონ მოინდომოთ და გადაეჩვიოთ წუწუნს.

როცა ემოციური დაძაბულობისგან გათავისუფლებას ცდილობთ, ვერც კი ამჩნევთ, ისე აქცევთ სხვა ადამიანებს თქვენი განწყობილების მძევლებად. როცა კითხვის “როგორ ხარ?” პასუხად ჩივილის კასკადი ატყდება თავს, თქვენს მეგობარს უქრება სურვილი, თავისი სიხარული გაგიზიაროთ და მისთვის სასიამოვნო ახალ ამბებზე გესაუბროთ.

მართლაც უხერხულია ახალი დივანის შესახებ ლაპარაკი, თუ ამას წინ უძღოდა თქვენი წუწუნი უფულობის გამო... ამასთან, გულშემატკივარი კეთილისმსურველები ხშირად ეჯახებიან ფარულ წინააღმდეგობას: თქვენ დაბალი ანაზღაურების გამო ჩივით, ისინი გირჩევენ, ხელფასის მომატება მოითხოვოთ, თქვენ პასუხობთ, რომ აზრი არ აქვს, ისინი სხვა სამუშაოს პოვნას გთავაზობენ და ასე უსასრულოდ.

მოძებნეთ უფრო ჰუმანური ხერხები ემოციური განტვირთვისთვის.

  • მაგალითად, შესჩივლეთ თქვენი პრობლემები ვირტუალურ თანამოსაუბრეს ინტერნეტფორუმზე, აწარმოეთ ბლოგი ან დღიური.
  • ეცადეთ, ირონიულად შეხედოთ თქვენს მონათხრობს, გაიცინოთ საკუთარ თავზე, ამასთან, მადლიერებით მიიღოთ თანამოსაუბრის თუნდაც გულუბრყვილო რჩევა. შედეგად თქვენ და თქვენი თანამოსაუბრე ერთმანეთით კმაყოფილი დარჩებით.

ზოგჯერ მარტივი გადაწყვეტილების მიღებაც კი ჭირს.

  • როცა სხვებს თავის პრობლემებს შესჩივის, ადამიანი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი რჩევა მოისმინოს, რათა არჩევანში არ შეცდეს. სინამდვილეში თქვენ არაცნობიერად ელით, რომ ვინმე პასუხისმგებლობის ტვირთს მოგხსნით, მაგრამ ვინაიდან ალტერნატივათა რიცხვი იზრდება, ამოცანა უფრო რთულდება.
  • შეეცადეთ, გადალახოთ თავდაჯერების ნაკლებობა, ყოყმანი, გაუბედაობა და აირჩიოთ ის, რისკენაც ინტუიციურად იხრებით.

თუ ნამდვილად გსურთ, გაიგოთ თანამოსაუბრის აზრი, შეწყვიტეთ მოთქმა, შეიშრეთ ცრემლი და ჰკითხეთ, როგორ მოიქცეოდა ის ამგვარ სიტუაციაში. საკუთარ თავზე საუბარი გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე სხვისი პრობლემების გამო თავის მტვრევა.

ზოგიერთ ქალიშვილს მიაჩნია, რომ მწუხარე სახე იდუმალებას მატებს, ზოგი კი ცდილობს, პირად მაგალითზე დაამტკიცოს, რომ პესიმისტი კარგად ინფორმირებული ოპტიმისტია.

მოგწონთ ასეთი ამპლუა? თქვენი ნებაა, მაგრამ ნუ გაგიკვირდებათ, თუ უფრო და უფრო იშვიათად მიგიპატიჟებენ წვეულებებსა თუ შეკრებებზე. ადამიანი, რომელმაც განსაცდელი გადაიტანა, მაგრამ შეინარჩუნა სულის სიმტკიცე, უფრო აღაფრთოვანებს გარშემო მყოფებს.

ასე რომ, ისწავლეთ სხვისი სიხარულის გაზიარება.