/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

კონკიას ზღაპარი

კონკიას ზღაპარი
სიტუაცია განსჯისათვის: მოზრდილმა გოგონამ მამასა და... დედინაცვალთან ერთად ცხოვრება გადაწყვიტა.

მამობრივი გრძნობა, ისევე როგორც იშვიათი ჯიშის ყვავილი, ყურადღების მოკლებისთანავე ჭკნება. განქორწინების შემდეგ მამების მცირე ნაწილი თუ იღებს აქტიურ მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში. სამაგიეროდ, უკვე მოზრდილი შვილები თვითონვე დგამენ ნაბიჯს მამასთან ურთიერთობის აღსადგენად. მათ სულში ჩაკირულია უმამობის სევდა, ისინი გრძნობენ, რომ მამის გარეშე მათი ბედნიერება სრულყოფილი ვერ იქნება. რა ქნას მამის მეორე ცოლმა, თუ მისი ქმრის მოზრდილმა ქალიშვილმა უეცრად ჩემოდნით ხელში გადააბიჯა მათი სახლის ზღურბლს? რა მნიშვნელობა აქვს, რატომ - შესაძლოა, ის ამ ქალაქში სწავლის გასაგრძელებლად ჩამოვიდა და წასასვლელი არსად აქვს ან მამინაცვალთან ვერ აეწყო ურთიერთობა და გადაწყვტა, ბედნიერება მამის ოჯახში ეპოვა...

რა თქმა უნდა, მეუღლისა და სხვა ქალის შვილთან ურთიერთობის გაბმა მარტივი არ არის, მოთმინება, ნებისყოფის დაძაბვა სჭირდება, მაგრამ რა სირთულეც უნდა ახლდეს თან ოჯახში გერის გამოჩენას, თუ დედინაცვალი მას მტრად არ აღიქვამს, ყოველგვარი უთანხმოება იოლად მოგვარდება. გერის დანახვისას დედინაცვლის პირველი რეაქცია, წესისამებრ, ასეთია: "ფული მოუნდა!" გოგონა აღიქმება ავაზაკად, რომელმაც თათი ოჯახის ბიუჯეტისკენ გაიწოდა. მაგრამ თუ სიტუაციას მეორე მხრიდან შევხედავთ, შესაძლოა დავინახოთ ბავშვი, რომელიც ბოლოს და ბოლოს ეღირსა მამის ყურადღებასა და საჩუქრებს.

მის მოქმედებაში ანგარებაც რომ გამოსჭვიოდეს, დედინაცვალი უნდა ეცადოს, წინასწარ განჭვრიტოს მოვლენათა განვითარება, თავის მხრივ, გამოიჩინოს სათანადო ყურადღება, თვითონაც მიუძღვნას საჩუქარი, გამოხატოს სიხარული ოჯახის წევრთა კვლავ შეერთების გამო - სხვა თუ არაფერი, ამგვარად ის ოჯახის ბიუჯეტს უფრო დიდი ხარჯისგან გადაარჩენს. სხვაა მამის "წველა" მისი საძაგელი ცოლის გასაღიზიანებლად და სხვა - მოკრძალებული თანხის თხოვნა მისი მომხიბვლელი მეუღლის ინტერესთა გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში არც ქმარს გაუჩნდება სურვილი, ბოროტად ისარგებლოს ცოლის სულგრძელობით. როგორც კი ქალიშვილი "მამიკოს გოგოს" როლის თამაშს დაასრულებს, თანხების ხარჯვაც იკლებს.

მოვალეობათა განაწილება

დედინაცვალმა გერს სტუმრის სტატუსი არ უნდა მიანიჭოს. უმჯობესია, გოგონამ იმთავითვე ოჯახის წევრად იგრძნოს თავი. ამასთანავე, მკვეთრად უნდა განისაზღვროს მისი მოვალეობები ოჯახში. თუ მამას მეორე ცოლთანაც ჰყავს შვილი, შესაძლოა, უფროს გოგონას მისი ბაღიდან ან სკოლიდან გამოყვანა დაევალოს. ასევე შეიძლება, მას დაეკისროს განსაზღვრულ დღეებში სადილის მომზადება, დალაგება, სურსათისთვის მაღაზიაში წასვლა. ასეთ შემთხვევაში დედინაცვალი უფრო ოპტიმისტურად შეხედავს მათი ერთობლივი ცხოვრების პერსპექტივას. ოღონდ, ცხადია, ზედმეტი არ უნდა მოუვიდეს, რათა ქმარს არ მიეცეს საბაბი "კონკიას" დასაცავად.

ამასთანავე, მშობლებმა ხელი უნდა შეუწყონ შვილების დაახლოებას. ამით ოჯახის თითოეული წევრი უნდა იყოს დაინტერესებული. მტრობა, ქიშპი, ეჭვიანობა ყოველგვარ ურთიერთობას დაანგრევს. საჭიროა დიდი სიფრთხილე, ტაქტი, ურთიერთგაგება. დედინაცვლისა და გერის ურთიერთობა მარტივი არასოდეს ყოფილა. საწყის ეტაპზე მათი მთავარი ამოცანაა, მტრებად არ იქცნენ. განქორწინებული მშობლების შვილს ფსიქიკა ტრავმირებული აქვს, ამიტომ მასთან ურთიერთობის დამყარება არც ისე ადვილია, მაგრამ ნორმალური მოპყრობის შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია, ის დედინაცვალს ნამდვილად დაუახლოვდეს.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა. ვარ 33 წლის. ორი შვილის დედა. მე და ჩემი მეუღლე სამი თვეა რაც წამოვედით საზღვარგარეთ სამუშაოდ. დავტოვეთ შვილები ბებოებთან. უკეთესი მომავლისთვის გადავდგით ეს ნაბიჯი. ვმუშაობთ ეპილეფსიის ცენტრში და ყოველ დღე გვიწევს პაციენტებთან ურთიერთობა. მე ძალიან განვიცდი ასეთ ადამიანებს რომ ვუყურებ. ალბათ უფალიც კი შეწუხდა იმდენჯერ ვახსენებ. რატომ ღმერთო. რატომაა რომ ასეთი დაავადებები არსებობს. ადამიანი როცა რო ცხოვრებით უნდა ტკბებოდეს,მუშაობდეს,ჰყავდეს ოჯახი,დადიოდეს შეხვედრებზე,წვეულებებზე მეგობრებთან ერთად. ამის მაგივრად გამოკეტილები არიან კლინიკაში და დადიან დერეფნიდან დერეფანში. მერე ღმერთს მადლობას ვუხდი იმისთვის რომ მე და ჩემს ოჯახს,ახლობლებს ასეთი რამ არ გვჭირს და ჯანმრთელები ვართ მაგრამ არავინ არაფრისგან არ ვართ დაზღვეულები. ვის რა მოგვივა არ ვიცით. ძალიან მიჭირს ამ ყველაფრის ყურება. მითუმეტეს ბავშვებს რომ ვუყურებ ხო გული მისკდება. ყოველ ჯერზე ჩემს შვილებს წარმოვიდგენ ხოლმე. ისინიც რომ ასე იყვნენ რა მეშველებათქო. სულ ცუდზე მეფიქრება. ვცდილობ ასე ძალიან არ განვიცადო ხოლმე მაგრამ არ გამომდის. დღესაც ერთი ჩემი პაციენტი რომელიც ეტლში ზის თითქმის ყოველთვის რადგან წონასწორობას ვერ ინარჩუნებს,სულ თავდახრილი და მხრებჩამოყრილი დადის და უცებ ემართება შეტევა და შეიძლება დაეცეს. დღესაც ასე მოუვიდა. სკამზე ჯდებოდა და ძირს დაეცა იატაკზე. ისეთი ტირილი დაიწყო აი როგორ გოთხრათ. გული მეტკინა ძალიან. სულ 44 წლისაა ის ქალი. და უკვე 2 თვეა ალბათ ჩვენი პაციენტია. დამოუკიდებლად დაბანაც არ შეუძლია. არ მინდა რომ ვიფიქრო თან ამდენი მაგრამ არ ვიცი. მეც ისე ვარ ხოლმე ყოველ წუთს შეტევას ველოდები,არიქა მეც დამეწყება ეგრეთქო. ძალიან რთული ყოფილა სხვის უბედურებას რომ უყურებ და ვერ შველი. გთხოვთ მირჩიეთ როგორ მოვიქცე. ბავშვების დარდი კი ცალკე მჭამს. ძალიან მინდა მალე შევძლო მათი წამოყვანა და ერთად ვიყოთ მთელი ოჯახი მაგრამ ალბათ 2-3 წელი ამას ვერ მოვახერხებთ. არც მინდა წარმოვიდგინო რამდენი ხანია ეს. რამდენი ხანი ვიქნებით დაცილებული მაგრამ საქართველოშიც რომ ვერაფერს ვაკეთებდით ელემენტარულს ეგაა ყველაზე ცუდი. იძულებულები გავხდით რომ წამოვსულიყავით.რჩევები მჭირდება ძალიან სამსახურზე და ბავშვებზე</p>

რაკი გოგონამ მამასთან ცხოვრება ამჯობინა, ჩანს, დედასთან მისი ურთიერთობა იდეალისგან საკმაოდ შორს დგას. ასე რომ, შესაძლოა, დედინაცვალში მან უფროსი მეგობარი, უფროსი დაც კი დაინახოს, რომელსაც თამამად გაანდობს თავის პრობლემებს. გარდა ამისა, მისი შვილისადმი კეთილგანწყობა და მოთმინება ქალის მხრივ ქმრისადმი გულწრფელი სიყვარულის თავისებური დასტური იქნება, რაც მას ცოლის პატივისცემას გაუათკეცებს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კონკიას ზღაპარი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები