/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

ბავშვის კვება კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს

ბავშვის კვება კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს
ბავშვებს ხშირად ემართებათ კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადებები, რომლებიც ნაწლავური ინფექციის ან კვებისას დაშვებული შეცდომების შედეგია.

სამკურნალო ღონისძიებათა კომპლექსში წამყვან როლს ასრულებს კვების სწორი რეჟიმი და რაციონი. ამასთანავე, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში გათვალისწი-ნებულ უნდა იქნეს პათოლოგიური პროცესის თავისებურება, ბავშვის ზოგადი მდგომარეობა და ასაკი.დაავადების მსუბუქი ფორმის დროს უმჯობესია პატარას საკვები მიეცეს საათობრივად, ნორმირებული ოდენობით. მწვავე გასტრიტის დროს რეკომენდებულია საკვების მიღება დღე-ღამეში 5-6-ჯერ. საკვები თერმულად, მექანიკურად და ქიმიურად კარგად უნდა იყოს დამუშავებული, რათა მაქსიმალურად დაიზოგოს კუჭის ლორწოვანი გარსი. რაციონიდან უნდა ამოვიღოთ:

  • მსუქანი ხორცი და თევზი;
  • შებოლილი, დამარილებული პროდუქტები, სანელებლები;
  • უხეში მცენარეული უჯრედისი (უმი ბოსტნეული და ა.შ.).

საკვები უნდა მომზადდეს ორთქლზე, გამწვავების პერიოდში მოიხარშოს და გაიხეხოს, არც მეტისმეტად ცხელი უნდა იყოს და არც ცივი. აკრძალულია ცივი წვენები, ნაყინი.

ქრონიკული გასტრიტი შეიძლება მიმდინარეობდეს დაქვეითებული, მომატებული ან ნორმალური მჟავიანობით, ხშირი ან იშვიათი გამწვავებით. გასტრიტის მწვავე პერიოდში და გამწვავებისას ინიშნება მკაცრი დიეტა. მომატებული მჟავიანობით მიმდინარე ქრონიკული გასტრიტის დროს რაციონი უნდა შეიცავდეს კუჭის სეკრეციის დამთრგუნველ პროდუქტებს. ასეთია:

  • რძე და კარაქი;
  • მაგრად მოხარშული კვერცხი;
  • რძიანი ფაფა;
  • ხორბლის ორცხობილა;
  • ხილისა და ბოსტნეულის ტკბილი წვენები.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გამწვავების დროს კი ინიშნება წყალში მოხარშული ჰერკულესი, კისელი, ტკბილი ხილის კომპოტი და პიურე.

დაბალი მჟავიანობით მიმდინარე ქრონიკული გასტრიტის დროს რაციონი, პირიქით, უნდა გამდიდრდეს კუჭის სეკრეციის გამაძლიერებელი პროდუქტებით:

  • ხორცისა და თევზის სუპებით;
  • მჭლე ხორცითა და თევზით;
  • მჟავე ხილისა და ბოსტნეულის წვენებითა და პიურეთი;
  • რძემჟავა პროდუქტებით (მაწვნით, კეფირით, იოგურტით).
შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მყავს 11 თვის პატარა და დაუდგინდა ჭინჭრის ციება. სისხლის ანალიზებში არანაირი ცვლილება არ იყო. ესლოტინის, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დასალევად დანიშნული. მეთორმეტე დღეს მხოლოდ ბარძაყებზე გამოაყარა პატარა ბრტყელი ვარდისფერი ლაქები და აულაგდა იმ დღესვე. 20 დღე ვიმკურნალეთ. შესაძლებელია კიდევ რომ გაუმეორდეს? მყავს ბუნებრივ კვებაზე. რასაც მანამდე ვჭამდი და მასაც ვაჭმევდი, სიახლე არ გვქონია არაფერი. შესაძლებელია მცენარეს ან მწერის ნაკბენს გამოეწვია ჭინჭრის ციება? დაუუდოვებელს არ ვაცმევ და დაუუთოვებელში არ ვაწვენ. შიში დამრჩა რომ გაუმეორდება, ლამის ღამეც არ დავიძნო და ვათვალიერებ სულ ახალი გამონაყარაი ხომ არ აქვს სადმე. 20 დღეა დიეტაზე ვართ. ეგებ მირჩიოთ რამე.</p>

ნორმალური მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს კვების პრინციპი ისეთივეა, როგორიც დაქვეითებული მჟავიანობის შემთხვევაში, ოღონდ დიეტა უფრო მსუბუქია.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს რაციონი დამზოგველი უნდა იყოს, სხვა მხრივ კი კვების პრინციპი ისეთივეა, როგორიც მომატებული მჟავიანობისას. ავადმყოფი ბავშვისთვის რეკომენდებულია რძე და რძის ნაწარმი, კარაქით მომზადებული სუპები, თხიერი რძიანი ფაფები, ხაჭო, კისელი, ხილის ჟელე, მოხარშული კვერცხი, მოხარშული ხორცი და თევზი. იზღუდება მარილი.

ასევე დაგაინტერესებთ
ბავშვის კვებასთან დაკავშირებული პრობლემები

წყლულოვანი დაავადების გამწვავებისას ბავშვს ყოველგვარი საკვები თხიერი ან ნახევრად თხიერი სახით უნდა მივცეთ. პური რაციონიდან უნდა ამოვიღოთ. საკვები სასურველია მივაწოდოთ დღეში 6-8-ჯერ მცირე ულუფებით.

მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ რაციონი ყოველ 7-10 დღეში ერთხელ ფართოვდება და თანდათან უახლოვდება მომატებული მჟავიანობით მიმდინარე ქრონიკული გასტრიტის რაციონს.

წყლულოვანი დაავადების დროს ბავშვის რაციონიდან დიდი ხნით უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი დამარილებული, შებოლილი, დაკონსერვებული, შემწვარი პროდუქტი, ყოველგვარი სანელებელი: ხახვი, ნიორი, წიწაკა, მდოგვი, ასევე - ხორცისა და თევზის კონცენტრირებული ბულიონი, ტკბილი გაზიანი სასმელები, ნაყინი, უხეში უჯრედისის შემცველი პროდუქტი: კომბოსტო, კიტრი, შავი პური და სხვა.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების დროს ბავშვის კვების ორგანიზება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. ის, შეძლებისდაგვარად, ფიზიოლოგიური (ყველა ძირითადი საკვები ნივთიერების შემცველი), მაგრამ ადვილი მოსანელებელი უნდა იყოს.

ნახშირწყლების ოდენობა ასაკობრივ ნორმას უნდა შეესაბამებოდეს. მათი სიჭარბე ალერგიულ რეაქციებს, წონის არასასურველ მატებას იწვევს. უმჯობესია, ნახშირწყლები ბავშვმა ტკბილი ხილისა და ბოსტნეულის (უხეში უჯრედისის გარეშე) სახით მიიღოს. ნებადართულია თაფლიც ზომიერი ოდენობით, თუ ბავშვს მასზე ალერგია არ აქვს. ბურღულეულიდან უმჯობესია შვრია (ჰერკულესი).

დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ორგანიზმის ვიტამინებით უზრუნველყოფას როგორც საკვების, ასევე მზა პრეპარატების სახით.

რაც შეეხება რეჟიმს, ნაღვლის ბუშტში ნაღვლის შეგუბების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია კვება დღეში 5-6-ჯერ, ერთსა და იმავე დროს.

ბავშვთა ასაკში ხშირად გვხვდება ქოლეცისტიტი - სანაღვლე გზების ანთებითი დაავადება. ქრონიკულად მიმდინარე ანთებითი პროცესი არღვევს საჭმლის მომნელებელ ორგანოთა ფუნქციას, იწვევს ორგანიზმის ქრონიკულ ინტოქსიკაციას და სხვა. ანთებითმა პროცესმა შესაძლოა მოიცვას ღვიძლიც. ღვიძლის ანთებითი დაავადებები ხანგრძლივად, ქრონიკულად მიმდინარეობს, ამიტომ მკურნალობისას დიდი მნიშვნელობა აქვს დიეტოთერაპიას.

დაავადების პირველ დღეებში ავადმყოფს სჭირდება დიდი ოდენობით სითხე - ტკბილი ჩაი, ასკილის ნაყენი, ხილი, ბოსტნეულის წვენები. საკვები ნახევრად თხიერი, ადვილად ასათვისებელი უნდა იყოს. კარგია რძიანი ფაფა, ბლენდერში ათქვეფილი სუპი, ბოსტნეულის პიურე, კისელი, კომპოტი.

რეკომენდებულია:

  • რძე და რძის ნაწარმი, განსაკუთრებით - მაწონი, კეფირი, დიდი ოდენობით (70-100 გრამი ყოველდღე) ხაჭო;
  • უცხიმო თევზი;
  • შვრია, წიწიბურა, სოია;
  • ადვილად ასათვისებელი ცხიმი - ნაღების კარაქი და მცენარეული ზეთი, შეფარდებით 1:2.
  • ასეთი დიეტა უნდა დაიცვათ დიდხანს, წელიწადზე მეტხანსაც კი
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

მიუხედავად ამისა, საყვარელი ადამიანის მრავალი ქმედება მათთვის მაინც გამოცანად რჩება. არსებობს პოპულარული კითხვები, რომლებზეც ქალები პასუხს ვერ პოულობენ. ამ კითხვებს პასუხებს სცემენ მამაკაცები, რომლებიც დაგვეხმარებიან, ნათელი მოვფინოთ მამაკაცური ცნობიერების ზოგიერთ საიდუმლოს. რატომ უყვართ მამაკაცებს ასე ძლიერ ფეხბურთი?

"ჩემთვის ფეხბურთი არის აზარტი და ადრენალინის ის დოზა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვაკლია. ეს მაძლევს საშუალებას, თავი დიდი გუნდის ნაწილად ვიგრძნო. გარდა ამისა, ეს უბრალოდ ლამაზი და საინტერესო თამაშია. ამაში ბევრი ქალიც დამეთანხმება. მე ვიცნობ ქალებს, რომლებიც მამაკაცური აზარტით უყურებენ და ელიან საფეხბურთო მატჩებს".

რატომ ავიწყდებათ მამაკაცებს ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი თარიღები?

"მერე რა, ქალები ხომ გვახსენებენ... საერთოდ, არ მესმის, რატომ ანიჭებენ ქალები განსაზღვრულ თარიღებს ამხელა მნიშვნელობას. პირადად მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ერთობლივი ცხოვრების ყოველი დღე მნიშვნელოვანია. დღესასწაულების ცხრილი კი არარომანტიკულია. თუმცა მას შემდეგ, რაც გავაცნობიერე, რომ ეს ჩემი საყვარელი გოგონასთვის მნიშვნელოვანია, ყველა თარიღს ტელეფონში ვაფიქსირებ".

რატომ არიან მამაკაცები მოუწესრიგებელნი, რატომ ფანტავენ ნივთებს აქეთ-იქით?

"ჩვენთვის ასე უფრო მოხერხებულია, ასე უფრო მხიარულად ვართ. ნუთუ თვითონ ქალებს არ ძაბავს და არ აღიზიანებს რობოტივით ყველა ნივთის თავის ადგილას მიტანა?! გარდა ამისა, როცა ნივთები აქეთ-იქით არის მიყრილ-მოყრილი, უფრო ადვილად მისაგნებია. ეს სჯობია კარადაში ფათურს და ძებნას. საერთოდ კი ზოგიერთი ქალი არანაკლებ უწესრიგოა, ასე რომ, ძვირფასო ქალბატონებო..."

რატომ უყვართ მამაკაცებს ასე ძალიან თავიანთი მანქანა?

"ჩემთვის მანქანა ჩემი თავისუფლების სიმბოლოა. ის ჩემი იმიჯის ნაწილია. საჭესთან მე ვეშვები და ვისვენებ. მე და ჩემს ავტომობილს ნამდვილი მამაკაცური მეგობრობა გვაკავშირებს, ის მოკლე ხანში უამრავ პრობლემას მიხსნის, ამიტომ მისდამი ისეთივე დამოკიდებულება მაქვს, როგორიც ადამიანის მიმართ. ქალბატონებმა ეს უნდა გაიგონ!"

ფსიქოლოგის კომენტარი:

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალისა და მამაკაცის ცნობიერებას შორის განსხვავება კულტურას უფრო ეფუძნება, ვიდრე გენებს. ფსიქოლოგიური გამოკვლევების მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მამაკაცებს უფრო მეტად სივრცითი წარმოსახვა და ლოგიკა აქვთ განვითარებული. მათთვის დამახასიათებელია უფრო აშკარა სწრაფვა კონკურენციისკენ. ქალებს კი ემოციურობა და კომუნიკაბელურობა ახასიათებთ. დანარჩენი განსხვავებები - აღზრდისა და იმ სტერეოტიპების ნაყოფია, რომელთაც თავს გვახვევს საზოგადოება.

ზოგჯერ ქალებსაც ავიწყდებათ რაღაც, აქეთ-იქით ფანტავენ ნივთებს, ბევრ დროს ატარებენ სამსახურში და ძალიან უყვართ თავიანთი მანქანა. მეორე მხრივ, მრავალი მამაკაცი ოცნებობს ოჯახის შექმნაზე, მალულად უყურებს სერიალებს, შესაძლოა, იტიროს კიდეც, როცა არავინ ხედავს... ქალების საყურადღებოდ: სცადეთ, ფურცლის ერთ მხარეს ჩამოწეროთ სტერეოტიპული წარმოდგენები მამაკაცებზე, ხოლო მეორე მხარეს - მათი გამაბათილებელი მაგალითები ცხოვრებიდან. იქნებ ეს დაგეხმაროთ იმაში, რომ მამაკაცებს სხვა თვალით შეხედოთ.


ოჯახი თუ მეგობრები -

როგორ შევინარჩუნოთ წონასწორობა ბეწვის ხიდზე

ადამიანი მთელი სიცოცხლე გარშემორტყმულია ერთგული მეგობრებით. როდესაც ქალი და მამაკაცი თავიანთ ბედს ერთმანეთს უკავშირებენ, მეგობრებიც საერთონი ხდებიან, ზოგჯერ კი ოჯახში მომხდარი ყველა მოვლენის თანამონაწილეებიც არიან. ყველას ესმის, რომ ჰარმონიული ქორწინების შემთხვევაშიც კი მეგობრების გარეშე ცხოვრება მოსაწყენია. მაგრამ მათი როლი ოჯახურ ცხოვრებაში ამით არ შემოიფარგლება. გაიხსენეთ: სწორედ ახლო მეგობრები გვაფხიზლებენ მერყეობისა თუ ეჭვიანობის შემთხვევაში, გვეხმარებიან ურთიერთობის შენარჩუნებაში ან, პირიქით, გვაძლევენ ძალას გადამწყვეტი ნაბიჯის გადასადგმელად...

"თუ თქვენი ქმარი ბევრ დროს ატარებს მეგობრებთან, ნუ გეწყინებათ - თქვენ ხომ არ იზიარებთ მის ყველა ინტერესსა და გატაცებას! ჩემს ქმარს აქვს ჰობი. მას ჰყავს მეგობარი, რომელიც იმავე საქმიანობით არის გატაცებული. დადგა დღე, როდესაც მომბეზრდა ჩემი ქმრის მეგობრის ყოველდღიური ვიზიტები და მათი ხანგრძლივი საუბრები და ვთხოვე ჩემს მეუღლეს, ამისთვის წერტილი დაესვა. რამდენიმე დღე ჩემი მეუღლე თავის ნაშრომს მარტო ათვალიერებდა, შემდეგ მე მეძახდა და დიდხანს მესაუბრებოდა თავისი საქმიანობის შესახებ. მე მოთმინებით ვუსმენდი, თუმცა არაფერი მესმოდა, მას კი სწყინდა. ბოლოს მოთმინებამ მიღალატა და თვითონვე ვთხოვე, თავისი მეგობარი სტუმრად მოეწვია. ჩემი ქმრის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. იმ დღის შემდეგ ჩემთვის გაუგებარი და მოსაწყენი ლექციები დასრულდა. ახლა კი ვფიქრობ, რომ როცა მეგობრები მოდიან, ცხოვრება უფრო მხიარულია".

"ჩემი საყვარელი მამაკაცი მეგობარმა და მისმა შეყვარებულმა გამაცნეს. როცა ჩვენი ურთიერთობა ასე კარგად აეწყო, ჩემს დაქალს და მის შეყვარებულს მოეჩვენათ, რომ მათ წინაშე ვალში ვიყავით. მოითხოვდნენ, მეტი დრო გაგვეტარებინა მათთან ერთად. ჩვენ კი, მიუხედავად მადლიერებისა, ეს ტვირთად დაგვაწვა. მალე ჩემმა დაქალმა მითხრა, რომ მისი შეყვარებული ჩვენზე ნაწყენი იყო, ნანობდა კიდეც, რომ ერთმანეთი გაგვაცნო და ჩემს დაქალს შესთავაზა, მე და ჩემი საქმრო ერთმანეთთან წავეჩხუბებინეთ. ამ შემთხვევის შემდეგ ჩვენ მათთან პრაქტიკულად ყოველგვარი კონტაქტი შევწყვიტეთ, სულ მალე კი შევიტყვეთ, რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. "თავისუფლების მოპოვების" შემდეგ ჩემი დაქალი კვლავ თბილ და სასიამოვნო ადამიანად იქცა, რომელთანაც ჩვენ დიდი სიამოვნებით ვურთიერთობთ. ის ჩვენი ოჯახის ნამდვილი მეგობარია".

"ძალიან მინდოდა ბავშვის გაჩენა, ჩემი ქმარი კი წინააღმდეგი იყო. ამბობდა, ჯერ ბინა ვიყიდოთო. ჩვენ ხშირად ვჩხუბობდით. მეჩვენებოდა, რომ დაშორება გარდაუვალი იყო. რომ არა ახლო მეგობრები, ალბათ ასეც მოხდებოდა... მათ დასასვენებლად ერთად წასვლა შემოგვთავაზეს. ბევრს ვსეირნობდით, საღამოობით ვანთებდით კოცონს, ვმღეროდით, ვერთობოდით... თანდათან ჩვენი წყენა დავიწყებას მიეცა. ერთხელ სეირნობისას ღრმა ორმოში ჩავვარდი.... ჩემი ქმარი დიდხანს მითბობდა გაყინულ ხელებს და მივხვდი, რომ ჩემ გამო მართლა ღელავდა. დაბრუნებიდან მცირე ხნის შემდეგ მივხვდი, რომ ორსულად ვიყავი. რა თქმა უნდა, ეს არ დაგვიგეგმავს, მაგრამ უკვე ვეღარაფერს შევცვლიდით (ჩემდა საბედნიეროდ!!!). ახლა ჩვენი ბიჭუნა უკვე 5 წლისაა, ბინა კი ახლახან შევიძინეთ. დარწმუნებული ვარ, რომ არა მეგობრები, ჩვენი მომავალი სულ სხვანაირად წარიმართებოდა".

ფსიქოლოგის კომენტარი:

უკმაყოფილება იმის გამო, რომ მეუღლე ბევრ დროს ატარებს მეგობრებთან ერთად, ხშირად კონფლიქტის მიზეზად იქცევა ხოლმე. უკმაყოფილებას საფუძვლად შეიძლება ედოს ყურადღების ნაკლებობა, მისი ცხოვრების კონტროლის სურვილი ან პირადი ინტერესების დეფიციტი. მეგობრები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნებისმიერი წყვილის ცხოვრებაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეუღლეთა გატაცებები და ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა. მაგალითად, ქმარი გატაცებულია ქიმიით, ცოლი კი მუსიკით. საერთო ინტერესების უქონლობა და თემების არარსებობა შესაძლოა კონფლიქტის კატალიზატორად და ურთიერთობის გაცივების მიზეზად იქცეს. ურთიერთობა მეგობრებთან, რომლებიც ორივე მეუღლის ინტერესებს იზიარებენ, შესაძლოა მათ ურთიერთგაგებაში დაეხმაროს. როცა წყვილი დამოუკიდებლად ვერ ახერხებს ურთიერთობის გარკვევას, ეს შესაძლოა მეგობრების დახმარებით მოხერხდეს. თუმცა მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, სად მთავრდება მეგობრებისთვის ნებადართული ზონა და იწყება თქვენი პირადი ურთიერთობა.