ბავშვს ავადმყოფობის ეშინია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვს ავადმყოფობის ეშინია

მშობელსაც უძნელდება მისი საწოლში გაჩერება. ასე რომ, თქვენს ოჯახში უჩვეულო არაფერი ხდება - ბავშვს აქვს მოთხოვნილება, რამე აკეთოს, ითამაშოს, გაერთოს. ეს სიტუაცია ყველა დედისთვის ნაცნობია. ასეთ დროს შეიძლება პატარ-პატარა ხრიკებს მივმართოთ. მოვიფიქროთ ისეთი საქმიანობა, რომელიც ბავშვს ამ რთულ პერიოდს გადაატანინებს. თუ ბავშვის მდგომარეობა საშუალებას იძლევა, მიეცით უფლება, ხატოს. საწოლში არ არის რთული ამისთვის შესაფერისი პირობების შექმნა: საკმარისია, მოუძებნოთ ბრტყელზედაპირიანი მაგარი ნივთი, რომელზეც დადებს სახატავ რვეულს. მიეცით ფერადი ფანქრები ან ფლომასტერები და შესთავაზეთ, დახატოს რამე ისეთი (ზაფხული, აგარაკი, ზღვა და ა.შ.), რაც სასიამოვნო ასოციაციებსა და მოგონებებს აღუძრავს. ეს ბავშვს განწყობილებას აუმაღლებს და დაეხმარება იმის გაცნობიერებაში, რომ ავადმყოფობა ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც მოვიდა, ისე წავა. დადებითი ემოციები ენერგიას შემატებს და ავადმყოფობის დაძლევაში დაეხმარება.

მზე დილიდან ანათებს

ყურადღებით დააკვირდით ბავშვის ნახატს. გაამახვილეთ ყურადღება ფერთა გამაზე: მუქი და ფერმკრთალი ტონები იმაზე მეტყველებს, რომ ბავშვი სუსტადაა, ხოლო ნათელი ფერები მიგვახვედრებს, რომ საქმე გამოჯანმრთელებისკენ მიდის. გაითვალისწინეთ, რომ ავადმყოფი ბავშვი ირჩევს იმ ფერს, რომელიც მისთვის ჯანრთელობასთან ასოცირდება. თუ ბავშვს ხატვა არ სურს, ნუ დააძალებთ - ეს იმას ნიშნავს, რომ ის ჯერ კიდევ სუსტად გრძნობს თავს და ზედმეტი აქტივობის ძალა არ შესწევს.

რომელ ხელში მიჭირავს მონეტა?

ბავშვს შეიძლება შევთავაზოთ ოჯახური ფოტოალბომის დათვალიერებაც. ყურადღება გაამახვილეთ იმ ფოტოებზე, რომლებზეც პატარა აღბეჭდილია კმაყოფილი, მხიარული და ბედნიერი, მშობლებსა და ახლობლებთან ერთად. თუ ბავშვი უკვე აქტიურია, შესთავაზეთ თამაშები, რომლებშიც მას ძალა ეყოფა გამარჯვებისთვის: გამარჯვებით გამოწვეული განცდა მას ძალას შემატებს. მაგალითად, თამაში “ცხელა-ცივა” (საწოლის ფარგლებში), “გამოიცანი, რა შეიცვალა?” (აჩვენეთ პატარას რამდენიმე სათამაშო, ხოლო როცა თვალებს დახუჭავს, დამალეთ ან დაამატეთ ერთი), “რომელ ხელში მიჭირავს მონეტა?”

საწოლის თამაშები და კითხვა

რა შეგვიძლია შევთავაზოთ ბავშვს მშვიდი თამაშებიდან? - პაზლი, აპლიკაცია, კონსტრუქტორი... ასევე შეიძლება მოიმარაგოთ საბავშვო ჟურნალები, წიგნები, გამოცანები, გასაფერადებლები, სათამაშო დავალებები (“მოძებნე განსხვავება ნახატებში”, “დაეხმარე თაგუნას ლაბირინთის გავლაში”) და ა.შ. თუმცა ასეთ გასართობს ვერ გამოიყენებთ, როცა ბავშვს თავი ან თვალები სტკივა (იგივე ითქმის კომპიუტერსა თუ მობილურ ტელეფონში ჩაწერილ თამაშებზეც). შეიძლება წავუკითხოთ ბავშვს წიგნი, მოვუყვეთ ზღაპარს, ჩავურთოთ აუდიოწიგნი ან საყვარელი მუსიკა. ავადმყოფობის დროს ბავშვი უფრო ადვილად აღიქვამს რაიმე ნაცნობს, რადგან ახალი ინფორმაციის გაცნობიერება და გააზრება უფრო მეტ ძალასა და ენერგიას მოითხოვს. მეორე მხრივ, ზოგჯერ სწორედ ახალი წიგნი ან გასართობი შეიძლება იქცეს იმ რესურსად, რომელიც გამოჯანმრთელებას დააჩქარებს. ავადმყოფობის დროს ბავშვისთვის გამოიყენეთ ახალი, ლამაზად მოხატული თეფშები და ფინჯნები - ასეთი ჭურჭლიდან ის მეტი ხალისით მიირთმევს საჭმელს, მადიანი ჭამა კი მას ძალ-ღონის აღდგენაში დაეხმარება.