ფსიქოლოგიური კონსულტაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური კონსულტაცია

მოიკრიბეთ მოთმინება და ისწავლეთ “არას” თქმა; რბილად, მაგრამ მტკიცედ აუხსენით ბავშვს, რატომ ეუბნებით უარს, დაასაბუთეთ თქვენი უარი და შესთავაზეთ ალტერნატივა: “არა, ხელში ვერ  აგიყვან, რადგან წვნიანს ვამზადებ, მაგრამ შეგვიძლია ერთად გავრეცხოთ სტაფილო და მერე ვითამაშოთ. თუ წვნიანი არ მოვამზადეთ, ვერ ვისადილებთ, ვერც მამიკოს დავახვედრებთ საჭმელს, როცა სამსახურიდან დაღლილი და მშიერი დაბრუნდება...” - ეს რამდენჯერმე წარმოთქვით. თუ ბავშვი ისტერიკას არ შეწყვეტს, მოეხვიეთ, ჩაიხუტეთ და ასე გეჭიროთ, სანამ არ დამშვიდდება ან, პირიქით, მარტო დატოვეთ ოთახში, ხოლო როცა დაწყნარდება, თქვენი წინადადება გაუმეორეთ. დაიხმარეთ ბავშვი საოჯახო საქმეებში - ის იგრძნობს, რომ გჭირდებათ და თქვენთან ურთიერთობასაც ისწავლის.

სამსახურში მუდამ ვიღაცას ვიცავ, ვმალავ მათ შეცდომებს, დაგვიანებებს. ჩემი კოლეგები ამით სარგებლობენ: გამუდმებით მთხოვენ, დაველაპარაკო უფროსს მათთვის ხელფასის მომატების ან შვებულებაში გაშვების თაობაზე, მე კი კანიდან ვძვრები, თუმცა ვგრძნობ, რომ ამით უფროსის უკმაყოფილებას ვიწვევ და საკუთარ კარიერას ვვნებ. როგორ მოვიქცე? ლანა, 29 წლის

თქვენი უფროსი ალბათ მართალია - გახურებულ სამუშაო პერიოდში თანამშრომლის შვებულებაში გაშვება უგუნური საქციელია. ან რატომ უნდა იყოს აღფრთოვანებული იმ ადამიანით, რომელიც სხვისი შეცდომების დამალვას ცდილობს? შეეცადეთ, მოისმინოთ თქვენი უფროსის არგუმენტები და შეხედოთ სიტუაციას მისი თვალით. კარგი იქნება, თუ ამას თქვენი კოლეგების თანდასწრებით გააკეთებთ. კიდევ ერთი: როცა სხვისი პრობლემების მოგვარებას საკუთარ თავზე იღებთ, ამით ცუდ სამსახურს უწევთ ადამიანებს, დამოუკიდებლობას ართმევთ მათ. გახსოვდეთ, დახმარება ორნაირად შეიძლება - მისცეთ თქვენი დაჭერილი თევზი მშიერს ან ასწავლოთ მას თევზის ჭერა და ამით სამუდამოდ იხსნათ შიმშილისგან. ან რა გიშლით ხელს, რომ საკუთარ თავსაც ისევე დაეხმაროთ, როგორც სხვებს ეხმარებით? დაელაპარაკეთ უფროსს თქვენი დაწინაურების შესახებ - თქვენ ხომ ეს გაწუხებთ!

ჩემმა 15 წლის გოგონამ გადაწყვიტა, ვეგეტარიანელი გახდეს. ვცდილობ გადავარწმუნო - მოზარდი ორგანიზმისთვის ხომ ხორცი აუცილებელია! ჩემთვისაც მოუხერხებელია მისთვის კერძების საგანგებოდ მომზადება, ის კი თავისას არ იშლის... თამარი, 36 წლის

დიახ, ორგანიზმს ცილა სჭირდება, მაგრამ ის მხოლოდ ხორცში როდი მოიპოვება - მისი მიღება შეიძლება ყველიდან, კვერცხიდან, ზღვის პროდუქტებიდან. ასე რომ, ქალიშვილის ჯანმრთელობის გამო ნუ ღელავთ. მიეცით გოგონას უფლება, ცხოვრების განსხვავებული წესი სინჯოს. მოზარდები ხშირად ცდილობენ საკუთარი თავის პოვნას სხვადასხვა სუბკულტურაში, მაგრამ ასეთი გატაცებები დიდხანს არ გრძელდება ხოლმე.  თინეიჯერებს თავისუფლებისკენ ლტოლვა გამძაფრებული აქვთ. რაც მეტ წინააღმდეგობას აწყდებიან, მით მეტად ჯიუტობენ და მეტი თავგანწირვით იცავენ თავიანთ არჩევანს. ამრიგად, თუ გოგონამ სერიოზული გადაწყვეტილება მიიღო, როგორც არ უნდა ეცადოთ, ვერ გადაარწმუნებთ. ხოლო თუ მხოლოდ ზერელე გატაცებაა, ის მალევე გაივლის. ცალკე კერძების  მომზადება კი საჭირო არ არის - 15 წლის გოგონას უკვე შეუძლია საკუთარ თავზე ზრუნვა.


ჩემმა მეგობარმა სამსახურში მოწყობა მთხოვა. ჩემს განყოფილებაში სწორედ ახლახან გაჩნდა ვაკანსია, რომელზეც შესაძლოა გამოდგეს, მაგრამ არ მინდა, საკუთარ თავზე ამხელა პასუხისმგებლობა ავიღო. თანაც მას უშუალოდ ჩემს დაქვემდებარებაში მოუწევს მუშაობა და არ ვიცი, როგორი თანამშრომელი იქნება... ლია, 30 წლის

დიახ, წინასწარ ვერავინ იტყვის, როგორ იმუშავებს თქვენი მეგობარი, როგორ გაართმევს თავს თავის მოვალეობებს. სწორედ ასევე ვერ გათვლით, როგორი თანამშრომელი იქნება ამ ვაკანსიის ნებისმიერი სხვა პრეტენდენტი. განსხვავება ის არის, რომ თუ უცხო ადამიანი არ გამოგადგათ, გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ იოლად დაითხოვთ, მეგობარს კი ვერა... ისიც საკითხავია, მოახერხებთ თუ ვერა სუბორდინაციის დაცვას. გაესაუბრეთ მეგობარს, გაანდეთ თქვენი შიში. ნახეთ, რას გიპასუხებთ. თუ თანახმაა, მას ისევე მოეპყრონ, როგორც ნებისმიერ სხვას, მაშინ, რატომაც არა, სცადეთ. იქნებ გამოსაცდელ პერიოდში მან ისეთი თვისებები გამოამჟღავნოს, ისე გამოიჩინოს თავი, რომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბოს.

როცა ვღელავ, ხმამაღლა ვიწყებ ლაპარაკს; ხან ჩემს თავს ვეჩხუბები, ხან წარმოსახვით თანამოსაუბრეს. ეს შეიძლება მოხდეს სამსახურშიც, ქუჩაშიც, ტრანსპორტშიც. მერე კი საშინლად მრცხვენია. როგორ დავძლიო ეს ჩვევა? სალომე, 35 წლის

ამ ჩვევის დაძლევა შესაძლებელია იმავე გზით, რომლითაც ნებისმიერი სხვის - ის უნდა შეცვალოთ მეორე ჩვევით, რომელიც უფრო მისაღები იქნება როგორც თქვენთვის, ისე გარშემო მყოფთათვის. თუ შეამჩნიეთ, რომ საკუთარ თავს ხმამაღლა ესაუბრებით, შეეცადეთ, ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოთ. იანგარიშეთ, იღიღინეთ ან დღიურში ჩანაწერი გააკეთეთ. რა თქმა უნდა, ეს მაშინვე არ გამოგივათ - ვარჯიში დაგჭირდებათ. არსებობს სხვა გამოსავალიც: ილაპარაკეთ მობილურ ტელეფონში. ასე თქვენი საწუხარის გამოთქმასაც მოახერხებთ და არც უხერხულად იგრძნობთ თავს.

მეგობარმა ვაჟმა სიყვარული ამიხსნა. ჩვენ რამდენიმე წელია ვმეგობრობთ. სხვა მისდამი არც არაფერი მიგრძნია, და აი, ახლახან მითხრა, რომ ძალიან ვუყვარვარ. დავიბენი, არ ვიცი, როგორ მოვიქცე - მე ის არ მიზიდავს როგორც მამაკაცი, მაგრამ მინდა, მის მეგობრად დავრჩე. მარი, 21 წლის

გულახდილად უთხარით მეგობარს, რომ არ შეგიძლიათ, მისი შეყვარებული გახდეთ, მაგრამ ძალიან გეძვირფასებათ როგორც მეგობარი და გსურთ, ყველაფერი ძველებურად დარჩეს. გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს. შესაძლოა, თქვენ შეძლოთ მასთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება. მაგრამ გამორიცხული არ არის, მას გაუჭირდეს თქვენთან ურთიერთობა მას შემდეგ, რაც მისი გრძნობა უარყავით.